სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 

     
 < წინა  პუბლიკაცია 19, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი
ავტ.: შავლეგო : 11/28/2005

თვითმკვლელობების სცენები


იმის მსგავსი სასტიკი სცენები,
რაც ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებმა დაინახეს
(პოლიციური გამოძიების დოკუმენტური ფოტოები)

დაუწკაპუნეთ სანახავად >>>
აფეთქელში ნასროლი პისტოლეტის ტყვიით თვითმკვლელობის დოკუმენტური ვიდეოკადრები
ფრთხილად - სასტიტკი,
მძიმე სანახავია ! >>>

მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს 1994 წელს საქართველოს პროკურატურამ ზვიადის დაღუპვის შესახებ საქმე და გამოძიება თავისი ნებით ან რეჟიმის დაძალებით შეწყვიტა - ეს გამოძიება შეწყდა გამსახურდიას ოჯახსა და მისი თვითმკვლელობის მოწმეებს შორის ზემოთხსენებული შეთანხმებისა საფუძველზე და ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რომელმაც შეუძლებელი გახადა არა თუ მოწმეების რაიმე გამოძიებასა თუ გამოკვლევაში მონაწილეობა, არამედ და რაც მთავარია - შეუძლებელი გახადა ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ურომლისოდაც გამოძიება ვერაფრით ვერ ჩატარდებოდა (და ვერასოდეს ვერ ჩატარდება).

ერთის მხრივ ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებსა და მეორეს მხრივ ზ.გამსახურდიას ოჯახს შორის - მისი ქვრივის მანანა არჩვაძის სახით - სართაშორისო შუამავალთა მონაწილეობით და მოწმეობით მოხდა ქვემორე შეთანხმება და გარიგება ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობთ სიკვდილის შესახებ «ზვიად გამსახურდიას ოჯახი, მისი ქვრივის სახით, არასოდეს არ წამოაყენებს რაიმე სხვა ვერსიას ზ.გამსახურდიას სიკვდილის შესახებ გარდა თვითმკვლელობისა. ხოლო ჩვენ, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები არ მოვითხოვთ ცხედრის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არც ჩეჩნეთში და არც საქართველოში და არ მივიღებთ მონაწილეობას ამასთან დაკავშირებულ არავითარ გამოძიებაში.»

ეს გარიგება შეჯერებული და ჩამოყალიბებული სახით ასახულია გამოქვეყნებულ დოკუმენტებშიც:
«პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნა

3. ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე.

4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულად უარს ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთონ, გამოიკვლიონ ანდა განახორციელონ რაიმე სხვა მოქმედება, გარდა უშუალოდ ადგილზე ამოცნობისა.

გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებას.

ოჯახი დაბეჯითებით მოითხოვს ამ მოთხოვნების შესრულებას.»

სტატია მოამზადა ჟურნალისტმა ლეილა კვირიკაშვილმა


ინტერვიუს საილუსტრაციო ვიდეოდოკუმენტები

b_gugushvilis_gamosatxovari_sitkva_z_gamsaxurdias.wmv
j-dudaevi_z-gamsakhurdias_mdgomareobaze_da_mis dagupvaze_preskonferencia_100kbps.wmv
j-dudaevi_z-gamsakhurdias_mdgomareobaze_da_mis dagupvaze_preskonferencia_56kbps.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_1_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_2_wmv.wmv (ოჯახის წარმომადგენელი მ.კინაძე - გამოძიებაზე ოჯახის უარი)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_3_wmv.wmv (ხუნტა ითხოვს ექსპერტიზას)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_4_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_1_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_2_wmv.wmv (პროკურატურა - გამოძიება ოჯახის მოთხოვნით დავიწყეთო...)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_3_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_4_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_5_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_6_wmv.wmv (ბალუაშვილი - გამოძიება ექსპერტიზის გარეშე ვერ ჩატარდებაო)
z-jandarbiev_z-gamsaxurdias_dagupvaze_wmv.wmv (ზ.იანდარბიევი - თვითმკვლელობის ვერსიაზე ოჯახია პასუხისმგებელი...)



  • არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?
  • ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მოტივაცია. თუ მეომარმა თავი აიფეთქა, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო, მას ეს ქმედება თვითმკვლელობად ჩაეთვლება. ხოლო თუ ეს თანამებრძოლის გადასარჩენად გააკეთა, მაშინ ამგვარი საქციელი გმირობა, მოყვასისადმი თავის დადება, ანუ სათნოებაა.

(მამა თეოდორე გიგნაძე)
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/pasukhebi_8.php#5



გაზეთში ერთი „ჭკვიანი პრაფესორი“ ვირთხა სვამს შეკითხვას - როგორ მოძრაობდაო გუგუშვილიო? ესეც პასუხი...
ასე, ამ 50 USD-დ ნაყიდი საბუთით მოძრაობდა და საკმაოდ იოლადაც
მაგრამ კაბინეტის სათბურში გამოზრდილ ვირთხას რა გაეგება კონსპირაციის - იმისი ვირთხაა...
ვირთხამ ისიც კი არ იცის, რომ ასეთი საბუთები იყიდებოდა...
უფრო იაფადაც - ეს ცალი უფრო ძვირი დაჯდა, იმიტომ, რომ საჩქაროდ გაკეთდა...


24 საათი", #77, ხუთშაბათი, 1 აპრილი, 2004 წელი

მიმდინარე გამოძიების დეტალებს გენერალური პროკურატურა მკაცრად ასაიდუმლოებს. თუმცა, გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით... ცხედარს ჩაუტარდება ექსგუმაცია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გარდაცვალების მიზეზი, რაც თავის დროზე არ დადგენილა, რადგან ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია,"... გენერალური პროკურორის ბრძანებით, საგამოძიებო ჯგუფმა სამი თვის ვადაში (ანუ 19 მაისს) საქმის ძიება საბოლოოდ უნდა დაასრულოს. "საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რადგან ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ უნდა გაუძლოს დროს," - ამბობს კახა კობერიძე.

დალი ბჟალავა. "ხვალინდელი დღე", #135(547), 17-19 ივლისი, 2004 წელი

გენპროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ, რომელიც ძიებას კურირებს, "დღესთან" საუბარში აღნიშნა, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. "უბრალოდ, ახალ გარემოებათა გამო ზვიად გამსახურდიას საქმეზე ძიება განახლდა. გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელსაც საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ზარანდია ხელმძღვანელობს. საქმეში, ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზად დაფიქსირებულია თვითმკვლელობა, მაგრამ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა. რაც შეეხება საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებს, არ დავაკონკრეტებ. გამოძიება მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მისი გარდაცვალების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა მხოლოდ ამ გზით მოხერხდებ"...

როგორც აღვნიშნეთ, გამსახურდიას საქმის ძიება ოქრუაშვილის გენპროკურორობისას განახლდა. პირველი პრეზიდენტის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებისა და მისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, შესაძლოა, მის ტრაგიკულ აღსასრულს ნათელი მოეფინოს.

დასკვნა:

  • „მკვლელი“ ვერ დასახელდება სანამ არ ჩატარდება ნეშტის ექპერტიზა (პროკურატურა)
  • ნეშტის ექსპერტიზა ვერ ჩატარდბა სანამ არ დასახელდება „მკვლელი“ (ქვრივი)
  • წრე შეიკრა...

ვიდეოდოკუმენტებში აღბეჭდილი სტატიაში ხსენებული და შარაძის მიერ ხსენებული ქალბატონები (მათ შორის სვეტლანა გახარია-შარაძე) გადმოსვენების კომისიის სხდომაზე...


სტატია ტექსტურ ფორმატში:

ქვემოთ დართულია დაზიპული გაზეთის შესაბამისი გვერდების PDF დოკუმენტი (Acrobat-ის ახალ მე-7-ე და მოძველებული ვერსიებისათვის)

დართული სურათები:

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი