სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 35   გვ. 1, სულ: 4    შემდეგი > 
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი. ნამუსაყრილი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა.
 
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი. ნამუსაყრილი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა.
 
Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი

ვაშინგტონში, 1993 წლის 25 ოქტომბერს, მომხსენებელმა არაორაზროვნად განაცხადა: "გოლცი: - შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]". შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა მიეღოთ იმის გარანტია, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს. ვაშინგტონში იმედით აღნიშნეს, რომ: "ვაისი: - რუსებმა ახლა დაარწმუნეს სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი, რომ ისინი შეუერთდებიან შეერთებულ შტატებს შევარდნაძის მხარდაჭერაში [გვ. 2]". "გოლცი: დღეს დილით მე დავუკავშირდი თბილისს და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები არათუ შევიდნენ, არამედ უტევენ კიდევაც ტანკებით გამსახურდიას მომხრეებს ფოთის მიმართულებით და აგრეთვე მთელს დასავლეთ საქართველოში [გვ. 8-9]".

 
ბ.გუგუშვილი: „ვარსკვლავიერი საათი (1991 წლის დეკემბრის მიწურული)“

თუ ასე იყო და თითქოს ასე იყო - მაშინ ეს ყოფილა ვარსკვლავიერი საათი - რისთვისაც ამ ქვეყანაზე მოვსულვარ! მაშინ, მე - პირველი ვარ ვისაც არა აქვს უფლება უღალატოს იმ ბრძოლის ღამის, მრავალი მომდევნო ბრძოლის დღებისა და ღამეების სამუდამოდ უსახელო, უცნობ გმირებს! მე - უნდა გავისარჯო და ამოვკვეთო შეუიარაღებელ, მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე არაკაცების ხელით ასობით მოკლულთა და დაჭრილთა, ნაწამებთა და დარბეულ-დაჩაგრულთა სახელები! მე - ვარ მათი სახელებისა და სწრაფვის მატარებელი ცოცხალი დაფა! მე - არა მაქვს უფლება დავთმო ის, რისთვისაც მათ - ჩვენი სამუდამო ერთობისა და უღალატობის იმედად - საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ დადეს ბედის სასწორზე! მე - უნდა ვიყო მეხსიერება მათთვის! თუნდაც, რომ, იმ ღამის ბრძოლის უმაღლესი მიზანი ამ ქვეყნად მიუღწეველი და განუხორციელებელი იყოს! და, სწორედ ამიტომ: ესაა პასუხისმგებლობა!

 
ვალერია ნოვოდვორსკაია: „ჩემი ბრალი, ჩემი ომი“

Дон   Базилио   был   прав:   клевета   --   великая   сила.   Согласно общеупотребляемой клевете, которая заменяет большинству общественное мнение, в Грузии Звиад Гамсахурдиа установил диктатуру, а восставший народ ее сверг. Стыдно сказать, но  и мы в ДС этому поверили (нам так хотелось  увидеть хоть где-то  восставший народ!). Правда, потом начались какие-то странные дела  с расстрелами  митингов уже после свержения "диктатуры".  И  наконец революцию увенчал прожженный  партаппаратчик  Шеварднадзе, безусловно,  не ворюга,  но кровопийца, пытавший и  расстреливавший  в  бытность  свою  коммунистическим сатрапом Грузии. Здесь  и слепой увидел бы, что  что-то  не  так. Мое первое пребывание  в  Грузии в  июне  1992  года  было  тайным.  Ситуация оказалась настолько  кошмарной,  что  пришлось  ехать в Грозный -- разбираться дальше. Когда я немного поговорила со Звиадом Гамсахурдиа, мне захотелось утопиться. Тиран  оказался просто королем Матиушем I, и все,  что  он пытался  в Грузии сделать, -- это было как крестовый поход детей. Как бунт обреченных. Так что же, собственно,  произошло в Грузии? К  власти пришли  чистые  и беззащитные люди. Они  не шли на компромиссы,  они  прогнали коммунистов, разогнали КГБ, сами  себя посадили  в  блокаду, отказавшись брать продукты у СССР. Их  надо было убирать силой. Это  не Литва, где народ в большинстве своем добровольно проголосовал за коммунистов.

 
ცილისწამება - გველების იარაღი

ერთ-ერთი ბინძური ცილისწამება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ იღვრებოდა და იღვრება გახლავთ მისთვის გამოთქმის „საქართველო ქართველებისათვის“ მიწერა და ამ გამოთქმის საფუძველზე მისთვის და მთელი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისათვის ფაშისტების, ნაცისტების სახის შექმნა. აი რა სწრედა ამაზე დიდი გულისტკივილით თვით ბატონი ზვიად გამსახურდია: «For its part, the Western mass media repeated in full the elaborate lies of Soviet propaganda - including the propagation of an image of myself as a cruel dictator of Georgia, a kind of Saddam Hussein of the Caucasus, who was engaged in the outright suppression of all personal freedoms, the arrest of political opponents, the wholesale violation of human rights, the oppression of national minorities, and the waging of "fascist war" against them under the slogan "Georgia for the Georgians".»

 
 პუბლიკაციები: 35   გვ. 1, სულ: 4    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი