სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 18, სულ: 35  შემდეგი > 
სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას გველური ჟურნალი „ივერია“
ავტ.: შავლეგო : 10/22/2005

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას გველური ჟურნალის „ივერია“-ს (ნომერი 1, 1992) მასალებს - რომელშიც მრავლადაა საქართველოს ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მიმართ ცილისმწამებლური გამოხდომები და არაორაზროვნად ჩანს ჟურნალის რედაქტორებისა და ავტორების ანტიეროვნული და ანტიქართული ქმედება.


ზვიად გამსახურდია (1991 წლის 2 თებერვალი): რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქცია
საქართველოს მტრების ხელშია, მოსისხლე მტრების ხელშია.
გესმით, კრემლის აგენტურის ხელშია.
პირველ რიგში კაშია, ლაშქარაშვილი, კლიმიაშვილი და აი,
ესენი დათარეშობენ ეთერში და მსოფლიოს წამლავენ...

წარმოდგენილი სტატიები დაწერილია უშუალოდ ანტიქართული პუტჩის წინა ხანებში (მათშია მოწოდება პუტჩისადმი) და უშუალოდ პუტჩის მომდევნო პერიოდში (მათშია უპირობო და სრული მხარდაჭერა კრიმინალური გადატრიალების შედეგად მოსული სისხლიანი სამხედრო საბჭოსადმი).

ჟურალ „ივერიას“ გამოსცემდა ძირგამომთხრელი ორგანიზაცია „ქართულ-ევროპული ინსტიტუტი“ - რომელიც პარიზში საბჭოთა გლობალისტური წრეების მიერ დაარსდა და რომელსაც არაკაცი ჯანრი კაშა ხელმძღვანელობდა. ეს სამ კაციანი „ინსტიტუტი“ მთლიანად ქართული ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.


ფოტოამონარიდი ჟურნალიდან „ივერია“ (ნომერი 1, 1992), გვ. 8
სტატიიდან „საქართველოს საკითხი“ - რომლის ავტორად ითვლება სალომე ზურაბიშვილი


ფოტოამონარიდი ჟურნალიდან „ივერია“ (ნომერი 1, 1992), გვ. 10
სტატიიდან „საქართველოს საკითხი“ - რომლის ავტორად ითვლება სალომე ზურაბიშვილი

მოტანილი ამონარიდები უცილობელი დამტკიცებაა იმისა, რომ სიგუა-კიტოვან-იოსელიანის ბანდას რუსეთი კი არ ამოძრავებდა - რამედ უპირველეს ყოვლის წარმართავდა დასავლეთი და დასავლეთში ჩანერგილი ისეთი არაკაცები, როგორიცაა კაშია-ზურაბიშვილის წყვილი!

ამასთან დაკავშირებით:
« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »
ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004), მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილსა და ჯანრი კაშიას იმ პერიოდის საქმიანობა სწორედ ისაა რაც დეკლარაციაში წოდებულია „შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ მოწყობილ სამხედრო სახელმწიფო გადატრიალებად“. ისინი იყვნენ ამ გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორები, სულისჩამდგმელები და იდეოლოგები.

კიდევ ერთი დოკუმენტირებული დასაბუთებას იმისა, რომ ს.ზურაბიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელი და მეთაური არაკაცი ჯ.კაშია იყო და ასეთადაც რჩება:

 

"რეზონანსი", # 285, ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2005 წელი

რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი?
საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტთან შეხვედრისა და ელჩების მოღვაწეობის შესახებ
დალი ქვირია

"მ. კ": თქვენ განაცხადეთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად აპირებთ მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. როგორი ორგანიზაციული ფორმა ექნება ამ ერთობას.

ს.ზ: ეს რთული საკითხია. ახლა ჯანრიც ჩამოვიდა და ერთად დავიწყებთ ჯერ კონსულტაციებით, რომ ვნახოთ, ვინ არის ის ხალხი, რომელსაც ერთნაირად ესმის დღევანდელი სიტუაცია და ვისაც სურს, ვიმუშავოთ. ჯერ ვიმუშავებთ საზოგადოებრივ დონეზე. პოლიტიკური პარტიის შექმნა ჯერ არ არის აუცილებელი. მე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებსაც შევხვდები, მაგრამ, უბრალოდ, როგორც ადამიანებს. მე მექნება შეხვედრები არასამთავრობოებთან, აკადემიაში, უნივერსიტეტში, პრესის წარმომადგენლებთან. საზოგადოების ამოქმედება უფრო საჭიროა დღეს, ვიდრე ორგანიზაციების შექმნა. ხვალ შეიძლება ეს ეტაპიც მოვიდეს. მოძრაობაზეც რომ ვილაპარაკოთ, ამასაც უნდა რაღაც სტრუქტურა, ამას ფინანსებიც სჭირდება. დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს და უფინანსებოდ არავითარი მოძრაობა არ არსებობს. ვისაც სურს ჩვენთან ყოფნა, ყველასთვის კარი ღიაა.
»

დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ: ყოველგვარი დაფინანსების გარეშე და სასტიკი დევნა-შევიწროების პირობებში - მ.კოსტავასა და ზ.გამსახურდიას ნამდვილად ეროვნულმა და ნამდვილად სახალხო მოძრაობამ დაამარცხა უმძლავრესი კომუნისტური ურჩხული.

დასკვნა: თუ რაიმე მოძრაობას ძლიერი შინაგანი მოტივაცია გააჩნია - მას დაფინენსება არ სჭირდება. ხოლო ფსევდომოძრაობები კი შინაგანი მოტივაციის უქონლობას ფინანსური მოტივაციით ანაცვლებენ!

 


დაუწკაპუნეთ სანახავად: კაშია-ზურაბიშვილის გველური ჟურნალი „ივერია“


 

დართული ფაილები:

«

© ბესარიონ გუგუშვილი