კომენტარები:
კეთილო ადამიანებო, იმის გამო, რომ ვიღაცამ ფარისევლურად ცნო გადატრიალების ფაქტი, შეიძლება მხოლოდ ამის გამო მისი მხარდაჭერა?
დაუფიქრდით ამას!
დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვიან არაეროვნული ძალები. ეროვნული ძალა არ არსებობს საერთოდ. ჰოდა ორი ცუდიდან ნაკლები ბოროტება უნდა ავირჩიოთ.
ის დორბლიანი და მისი პარლამენტის თავჯდომარე აშკარად უფრო დიდი უბედურებაა!
ავტ.: რადიკალი, 10/25/2005 8:38:27 AM
საქართველოში მომხდარ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებას ქვეყანაში სრული წკვდიადის დასადგურება მოჰყვა. უცხო ძალის აგრესიისგან იძულებულმა საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ დატოვა საქართველოს ტერიტორია; ქვეყანაში სრული ქოსი და განუკითხაობა, დაუსჯელობის სინდრომი გამეფდა .
სამხედრო საბჭოს დადგენილებებით დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების დახვრეტები, მოსახლების ძარცვა-გლეჯა, მხედრიონის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები დასავლეთ საქართველოში, მისივე სამარცხვინო მძარცველური მარში აფხაზეთში; ნარკომანიამ არნახული მასშტაბები მიიღო, რასაც მოჰყვა შესაბამისად ახალგაზრდობის სულისა და ხორცის დამახინჯება. ფაქტიურად დაიკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი. სახეზეა ქართველიების ჯერარნახული გენოციდი:- atiათასობით მოკლული, დასახიჩრებული და ლტოლვილი საკუთარი თვისტომი; საქართველოს საბოლოო გამოფხიზლებასა და სამშობლოს დასაცავად გაერთერთიანებას შეეწირა საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია.., მასთან ერთად მრავალი თავდადებული მამულიშვილი…
განხორციელებული სამხედრო გადატრიალება, ასევე რუსეთის მიერ ქვეყნის სრული ოკუპაცია-ანექსია, იგეგმებოდა, პინანსდებოდა და იდეურად იმართებოდა იმ დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მშვიდად მოკალათებული საქართველოს მოღალატეებისa და ისტორიული მტრების მიერ.., იმ ადამიანთა მიერ, რომელთა ნაწილიც დღეს საქართველოს მმართველობის სტრუქტურებიდან თავხედურად განაგრძობს ერის „დამოძღვრას“ და თვალებში ნაცრის შეყრას. ამიტომ არ მჯეროდა და არც მჯერა ბედკრული საქართველოს აწ უკვე ვარდდამჭკნარი პრეზიდენტისა, რამეთუ ისიც ამ ადამიანთა მიერ შექმნილ გახრწნილ გარემოში აღმოცენდა და გაიფურჩქნა; ამიტომაცაა, რომ ის როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის გასხვისებაში „განსწავლული“ პირველი „დემოკრატი“ ვარდოსანი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრივ გამჩანაგებელთ პასუხს არ სთხოვს, მათი უსაფრთხოების გარანტად გვევლინება და მათთან ერთად უდრტვინველად განაგრძობს ყოველივე ეროვნულისა და ძვირფასის გაუფასურებას.
ძველი ქართული ანდაზაა:- „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“-ო, სწორედ ამ ბოლოებსა და კუდებზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი ქართული ელექტრონული გამოცემების მკითხველთ, თქვენიც მოვისმინო(!). ვამხილოთ დებო და ძმებო ცრუნი, ბოროტნი და კოლაბორაციონისტნი ამა ქვეყნისანი, აეხადოს ფარდა მათ მრავალ უწმინდურ საქმეს..! მხოლოდ მხილებაა დღესდღეობით ჩვენი ერადერთი იარაღი საქართველოს თავისუფლებისაკენ მიმავალ რთულსა და ეკლიან გზაზე.
ამჯერდ თქვენს სამსჯავროზე გამოტანილია საქმე ერთ-ერთი მთავარი მოღალატისა ვინმე ჯანრი კაშიასი და სალომე ქართველისა. კომენტარები ზედმეტია. ამ ადამიანებმა პასხი უნდა აგონ კანონის წინაშე.
ავტ.: სოსო, 10/22/2005 6:12:43 PM