სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული ხელისუფლება

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 25   გვ. 1, სულ: 3    შემდეგი > 
ეროვნული გვარდიის შექმნა, განვითარება და დასასრული

საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია; 2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.

 
ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის, 1991 წლის 2 თებერვალი
ჩვენ გვიპირისპირდება კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა, უფრო სწორად, დეზინფორმაციის მანქანა „ტას“-ის სახით, „კაგებეს“ სახით და სხვა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული მსოფლიოს დეზინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამაში მათ, პირველ რიგში, ხელს უწყობენ, სამწუხაროდ, ჩვენი გადაგვარებული თანამემამულეები როგორც აქ, ისევე საზღვარგარეთ, აქ თქვენ იცით, ვის ვგულისხმობ მე, ზედმეტად ჰაერს არ მოვწამლავ მათი ხსენებით კიდევ ერხელ და იქ, უცხოეთში, მათი აგენტურა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვა მოსკოვის აგენტების სახით.
 
დევნილი უზენაესი საბჭოს სხდომა გროზნიში

დევნილმა უზენაესმა საბჭომ, მინისტრთა კაბინეტმა და რაიონულმა ხელისუფლებებმა არ დათმეს კანონიერება, არ შეუშინდნენ კრიმინალური ხუნტის ტერორს და 1992 წლის მარტში შეიკრიბენ გროზნიში, სადაც, 73 დეპუტატის შემადგენლობით ჩატარდა უზენაესი საბჭოს სხდომა. დეპუტატთა დიდი უმეტესობა საქართველოდან ჩამოვიდა. უზენაესმა საბჭომ დასახა კრიმინალურ ხუნტასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩატარდა აგრეთვე მინისტრთა კაბინეტისა და პრეფექტების ერთობლივი სხდომა, რომელთაც მოისმინეს პრეზიდენტის წინადადებები კანონიერი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის შესახებ.

 
 პუბლიკაციები: 25   გვ. 1, სულ: 3    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი