სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 23   გვ. 1, სულ: 3    შემდეგი > 
წინასიტყვაობა - კატეხიზმო

ეროვნული მოძრაობის მტრები ყოველთვის და მუდამ ცდილობდნენ სიყალბით, სიცრუითა და ცილისწამებით სახელი გაეტეხათ ეროვნული მოძრაობისათვის მისი ნებისმიერი ფორმით - იქნებოდა ეს საგანმანათლებლო ეროვნული მოძრაობა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ეს სახელმძღვანელო შექმნილია იმისათვის, რათა ეროვნულად განწყობილ ქართველობას მიეცეს დასაბუთებული და დოკუმენტირებული არგუმენტები მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ; მიეცეს ზოგადი მეთოდოლოგიური საფუძველი კამათისა და სიმართლის დასასაბუთებლად.

 
ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ გარემოებები - კატეხიზმო

1970-იანი წლების მიწურულის შემდგომ ანტიეროვნული ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ეროვნულ მოძრაობასა და მის ლიდერს ზვიად გამსახურდიას ეგრთწოდებული „მონანიების“ გამო, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხრივ განხორციელებულ ტაქტიკურ პოლიტიკურ მანევრს, ხრიკს წარმოადგენდა. ამ მანევრით, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შესძლეს არ მიეცათ საბჭოთა პოლიტიკური პოლიციისათვის ეროვნული მოძრაობის ლიდრობის არასანდო პირებისათვის ხელში ჩაგდების საშუალება და საერთოდ ეროვნული მოძრაობის ჩახშობის საშუალება.

 
მერაბ კოსტავა ზ.გამსახურდიას „მონანიებაზე“ - კატეხიზმო

Я, недавно освободившийся грузинский правозащитник, Мераб Костава, Друг Звиада Гамсахурдиа, арестованный и осуждённый вместе с ним считаю необходимым заявить следующее. Шаг Звиада Гамсмурдиа и его позицию я не только оправдываю, но и считаю необходимыми в той ситуации. Тот, кто жертвовал своей жизнью ради правды и ради своего народа, пожертвовал своим самолюбием, что превышает первую жертву. Есть также некоторые обстоятельства, которые я ныне не могу доверить бумаге, но которые раскроются в будущем. Я прошу обшествснность не доверять дезинформации, распространению которой способствова пресса и некоторые обманутие и дезинформированные лица.

Что касается этого тактического отступления в связи с вышеназванными самиздатскими материалами, то и это было вызвано необходимостью. 3. Гамсдхурдия не допускал никакого компромисса в связи со своей патриотическо-правозащитной дея-тельностью, но только в связи с распространением вышеуказанных материалов (подразумеваются в основном материалы НТС и "Посев´).

 
ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში - კატეხიზმო

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა: ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება, ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე), გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება), დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის“ ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე), ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის“ ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე), ვ) ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით), ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის“ ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა). ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.

 
ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი - კატეხიზმო

ზვიად გამსახურდია: „ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ...ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... “

 
„აპარტეიდი“ აფხაზეთის უზენაეს საბჭოში - კატეხიზმო

მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის 28 აფხაზი ეროვნების, 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მხოლოდ საპროცედურო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდა ხმათა 50+1 % -ით. დანარჩენში აფხაზურ და მასთან ალიანში მყოფ არაქართულ დეპუტაციას სჭირდებოდა 2/3. აფხაზეთის უზენაეს საბჭოში 100% დასწრებაც რომ ჰქონოდათ აბხაზურ და არაქართულ დეპუტაციას, 57%-ზე მეტი მაინც ვერ გროვდებოდნენ. ამიტომ აფხაზური და არაქართული დეპუტაცია იმ შემთხვევაშიც კი - თუ ქართულის წინააღმდეგ პრინციპულად დაირაზმებოდა 2/3 - ს მაინც ვერ შეაგროვებდა. აფხაზეთის ზემოთმითითებული წესით დაკომპლექტებული უზენაესი საბჭო არ გამხდარა საქართველოსათვის რაიმე პრობლემის წყარო - არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ რაიმე ზიანი მოუტანა საქართველოს ინტერესებს. პირიქით - ეს გახდა აფხაზეთში შედარებითი სტაბილიურობის მტკიცე საფუძველი.

 
საერთაშორისო სამართლის უსამართლობა - კატეხიზმო
საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო). კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.
 
 პუბლიკაციები: 23   გვ. 1, სულ: 3    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი