სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 33   გვ. 1, სულ: 4    შემდეგი > 
კომენტარის გარეშე 1

კომენტარის გარეშე 1

მოგესალმებით ყველას, როგორც ამ საიტის შემქმნელებს ასევე სტუმრებს, უერთდები საერთო, ქართულ-პატრიოტულ და ემიგრანტულ-ნოსტალგიურ სულისკვეთებას. ამ წერილით საიტის ავტორებს მინდა მოგმართოთ ერთი თხოვნით, რომელმაც, შეიძლება, გარკვეული თქვენი გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ საერთო ქართული გრძნობა უფრო ძლიერი აღმოჩნდება და დაგვავიწყებინებს ყველაფერ იმას, რამაც თავის დროზე, ჩვენი საერთო უბედურობისას, ბარიკადების სხვა და სხვა მხარეს დაგვაყენა.უფრო კონკრეტულად, გთხოვთ თქვენი საიტიდან: "ვიდეო არქივი სიმართლე" ამოიღოთ ერთ-ერთი მასალა: "კომენტარების გარეშე 1". რადგან ეს სათვალიანი ახალგაზრდა-პაატა, ტრაგიკულად დაიღუპა, უფრო სწორად დაიწვა, სოხუმში ჩამოგდებულ სამგზავრო თვითმფრინავში, დატოვა 8 თვის ორსული მეუღლე და მოხუცი დედა, ხოლო მისი აფხაზეთიდან გადმოსვენება და დაკრძალვა მოხდა მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2000 წელს. დიდხანს ვიფიქრე, მანამ მოგწერდით, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შეისმენდით, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მასალა ვნახე, ყოველდღე მასზე ვფიქრობდი, მოსვენება დავკარგე, თითქოს მისი სული მთხოვდა ამის გაკეთებას, რა ვიცი, იმედი მაქვს თქვენი ჰუმანურობის, დაე ღმერთმა განსაჯოს მტყუან-მართალი, ის, ხომ უბრალო ქართველი ბიჭი იყო.მისი ბიჭი უკვე დიდია და მამა არ ახსოვს. დარწმუნებული ვარ ფორუმის სხვა მონაწილეებიც შემოუერთდებიან ამ მცირე და კეთილი ნების გამომხატველ თხოვნას. მადლობთ ნებისმიერ შემთხვევაში.

„ქართული კარიბჭის“ სტუმართა წიგნიდან
მკითხველი საფრანგეთიდან - დარეგისტრირებული როგორც „ჯორჯ ბუში“
[email protected]
IP 83.197.241.238

ჩვენ, ამ დოკუმენტური საითის ავტორებს, გვიპატიებია და მიგვეტივებია - მიუტიონ მის მიერ მოკლულებისა და ნაწამებების სულებმა...

„ჯორჯ ბუშის“ მიერ წამოჭრილი ეს საკითხი „ქართული კარიბჭის“ ავტორებსა და მკითხველების საერთო აზრის გათვალისწინების გარეშე ვერ გადავწყვიტეთ...

განხილვა აქ >>>

 
 პუბლიკაციები: 33   გვ. 1, სულ: 4    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი