სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 23, სულ: 40  შემდეგი > 
ყველზე სისხლიანი დღე - მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს
ავტ.: შავლეგო : 9/1/2004

1992 წლის 2 თებერვალი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სისხლიანი დღე. ამ დღეს მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ვაგზლის მოედნიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიემართებოდა და რომელსაც წმინდა ჯვარი მუძღოდა წინ, ჯერ ცირკის მისადგომებთან დახვდა არაკაცების პიკეტი, რომელმაც ორი მხრიდან, მიმდებარე ბორცვებიდან დახვრიტა მიტინგის მონაწილეები.

მსვლელობა იძულებული გახდა გეზი შეეცვალა და უკან - ვაგზლის მოედნისაკენ გაბრუნებულიყო. უკან გამობრუნებულ მსვლელობას მეორე პიკეტი დაახვედრეს კინოსტუდიასთან - ამ პიკეტმა საფარიდან ტყვია დაუშინა და დახვრიტა მესვლელობის მონაწილეები.

ამის შემდეგ მსვლელობა იძულებული გახდა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადაენაცვლა - სადაც მარჯანიშვილის მოედანზე მათ კიდევ ესროლეს და დახვრიტეს.

მარჯანიშვილის მოედანთან მოხდა მასობრივი დაპატიმრებები - მსვლელობის ათობით მონაწილე არაკაცების უკანონო პარამილიტარებმა დააპატიმრეს და საპყრობილეებში სასტიკად ცემეს და აწამეს... რამდენიმე აქ დაპატიმრებულებიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა...

1992 წლის 2 თებერვალს არაკაცებმა მოკლეს თორმეტი ქართველი და დაჭრეს ასობით, ხოლო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183


1992 წლის 2 თებერვალი - მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მიემართება ვაგზლის მოედნიდან


მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა


მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა შეიარაღებულია წმინდა ჯვრით


მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას წმინდა ჯვარი მიუძღვის წინ


ჩასაფრებული არაკაცი მკვლელები ხვრიტავენ კაცებს


მშვიდობიან მსვლელობას არაკაცები ხვრიტავენ საფარიდან


მსვლელობას ხვრიტავენ...


დაჭრილი...


მსვლელობის მონაწილეები ცდილობენ უშველონ მძიმედ დაჭრილს


სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყავს მოკლულები და დაჭრილები


კაცი მოკლეს!


„რატო გვესვრიან? ჩვენ ხომ შეუიარაღებელი ვართ?“


არაკაცებმა დაიჭირეს და მიათრევენ მსვლელობის მონაწილე ქალბატონს


კიდევ ერთი მსვლელობის მონაწილე ქალბატონი შეიპყრეს...


სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყავს მოკლულები და დაჭრილები


იჭერენ მსვლელობის მონაწილეებს


არაკაცები ესვრიან მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებს


სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყავს მოკლელები და დაჭრილები. რამდენიმე დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა...


ვიდეო: მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 1, ნელი ინტერნეტისათვის)

ვიდეო: მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 1)

ვიდეო: მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 2)

ვიდეო: მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 2, ნელი ინტერნეტისათვის)


ქალბატონ ელენე აბაშიძის მოგონება ამ დახვრეტაზე: „ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს“ იხილეთ აქ >>>






ქართველთა დახვრეტას გია ლანჩავა ხელმძღვანელობდა“. ჟურნალისტ ლეილა კვირიკაშვილის მამხილებელი სტატია გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (2006, No 5, გვ.8) - რომელშიც გამოყენებულია ამ საითის ზოგიერთი მასალა.

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ >>>

 დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი