სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 36, სულ: 40  შემდეგი > 
ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს - ელენე აბაშიძის მოგონება
ავტ.: შავლეგო : 5/29/2005

ელენე აბაშიძე
გეოლოგია-მინერალოგიის
მეცნიერებათა დოქტორი

ესროდნენ საკუთარ მაყურებელს

1991 წლის 21 დეკემბერი. ღამეს ვუთევდი ჩემს ბიძაშვილს - ვერა გიორგის ასულ აბაშიძეს (ჩვენი საყვარელი მსახიობის, გოჩა აბაშიძის დედას) საავადმყოფოში, ჩხეიძის ქუჩაზე.

22 დეკემბერი. საავადმყოფოში დილის 10 საათზე უკვე გამოჩნდნენ პირველი დაჭრილები. მე სწრაფად ჩავირბინე პირველ სართულზე და ჩემი თვალით ვიხილე მთავრობის სახლში დაჭრილი მამა-შვილი. გავეშურე იქითკენ. რუსთაველის თეატრთან საქართველოს დამღუპველი "ელიტარული ინტელიგენცია" თითქმის 1000-მდე კაცი, მხიარულად უცქერდა სისხლიან დრამას, როგორ ესროდნენ „სუნიან ქართველებს"...

მივუახლოვდი მოსწავლეთა სასახლეს და მის კუთხეში დავიკავე ადგილი. დილის 11 საათი იქნებოდა. ის დავყავი დღის 5 საათამდე. ხალხი ტყვიებს გაურბოდა, მე ეს ჯიუტად არ ვშორდებოდი გამზირს. იქიდან ვუყურებდი სიგუა-კიტოვანის ნასროლ ჭურვებს, პირველ საშუალო სკოლის ნგრევას. ქვემეხები იდგა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში. აქედან, საქართველოს განადგურება დაიწყო. ჩვენი 10-წლოვანი უბედურების ტრაგიკული ნუსხა.

ამ დროს მე ვმუშაობდი ბუნების დაცვის და ეკოლოგიის სამინისტროში, ამიტომაც ყოველდღიურად მიხდებოდა თავისუფლების მოედანზე გავლა, რადგან ეს დაწესებულება პუშკინის ქუჩაზე ნომერ 3-ში მდებარეობდა. სწორედ აქედან ვადევნებდი თვალს, როგორ დაძრწოდნენ შეიარაღებული ყაჩაღები და არბევდნენ საკომისიო მაღაზიებს, უნივერმაღს და ა.შ. თუ როგორ იყვნენ განლაგებულნი სნაიპერები სახლების სახურავებზე, განსაკუთრებით რუსები (რადგან მათი მოკავშირე ქართველები რუსულად ელაპარაკებოდნენ ქვემოდან და ამ ლაპარაკს მე უშუალოდ შევესწარი რამდენჯერმე.

6 იანვრიდან, ზვიად გამსახურდიას წასვლის დღიდან, თბილისში სიბოროტე გაბატონდა. ხალხი მაინც ბობოქრობდა, აწყობდნენ მიტინგებს, დემონსტრაციებს. მიტინგებმა სასახლის მიდამოებიდან გადაინაცვლა სადგურის მოედანზე. ეროვნული ძალების წარმომადგენლები -დეპუტატები, პოლიტიკოსები აწვდიდნენ ინფორმაციას ხალხს.

1 თებერვალს უზღვავი ხალხი მოაწყდა სადგურს. ტრანსპარანტებით და დროშებით ცენტრისაკენ, ჩელიუსკინელების ხიდის გავლით გავემართეთ. უნდა აგვევლო ვარაზის ხევი და წავსულიყავით მთავრობის სასახლისაკენ.

2 თებერვალია. მე კვლავ სადგურისკენ გავეშურე. რუპორები რომ არ ყოფილიყო, იმდენად ბევრი ხალხი იყო, ვერაფერს ეს გავიგონებდით. ქუჩები ხალხს ეს იტევდა. დავიძარით ცირკისაკენ. მოდიოდა მთელი ქალაქი. თავი იყო ცირკთან და ბოლო ისევ სადგურში.

ცირკთან მწკრივში, ერთრიგად მოვდიოდით 20-მდე ქალი, ყველა ლამაზი, კოპწია, აღმაფრენით, რწმენით, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდით.

ასობით ათასიან კოლონას მოუძღოდა 15 წლის ახალგაზრდა ეროვნული დროშით ხელში. ლანჩავას რაზმი წყლის ჭავლით შეგვხვდა. ჩვენი მწკრივი, სულ 10 ნაბიჯზე ვიყავით ამ ბავშვისაგან დაშორებული, წყალმა რომ ვერ დაგვშალა, მაშინ ბეტეერები მოგვიშვირეს და წინიდან და ცირკის ფერდობებიდან გაისმა სროლა. წინა რიგები მოიცელა, დაეცა და დაიხვრიტა ჩვენი ეროვნული დროშა და ის 15 წლის ყმაწვილიც წაიქცა. დაჭრილი მედროშე აიყვანეს. მუცელ გამოღადრული შუა ხნის კაციც მოიყვანეს. დაიხია ხალხმა ხიდისაკენ და თან მოყავდათ დაჭრილები. დაჭრილები დააწვინეს ხიდის კიდესთან, ეძებდნენ მანქანებს, სახლებში წასაყვანად. დაჭრილები გვეხვეწებოდნენ - "ლანჩავას ფაშისტებს ნუ გაატანით ჩვენს თავსო". ფერდობებზე ისროდნენ ნიღბიანი ახალგაზრდები. ნეტავ დღეს მკვლელები რას ფიქრობენ, ამ ცოდვას მოტყუებული და გაბრიყვებული ახალგაზრდები როგორ მოირეცხავენ.

მე ვყვიროდი, ვუყვიროდი ნიღბიანებს და ჩემმა ყვირილმა გამომაფხიზლა. შემრცხვა, გავჩერდი და უმწეოდ, მწარედ ავტირდი. ჩვენს უბედურებახ, საქართველოს, მის დაღუპვას დავტიროდი. წინ წასვლა აღარ შეიძლებოდა. მეორე გზა - ვერის ხიდიც გადაკეტეს. "ბტრ"-ებით ებით უსწორდებოდნენ მშვიდობიან ხალხს. მარჯანიშვილის მოედანზე ახალი სისხლიანი ტრაგედია, ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს. ჩვენ შევედით ეზოში, მივეფარეთ ბოძებს, სადარბაზოებს. აქ ზემოდან (ალბათ თავისი ბინიდან) ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს, მომიტინგეებს. ვფიქრობ, თეატრის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. დავიმალეთ სადარბაზოებში, ეზოებში... „ბტრ"-ებით მარჯანიშვილის მოედანს უვლიდნენ, ხალხზე ნადირობდნენ. მეტროშიც შეიჭრნენ იარაღიანები და ხოცავდნენ ქალებს, ბავშვებს. ბევრი დაიჭრა, ბევრი ნერვიულად დაავადდა, გარდაიცვალა.

მტარვალებმა გ.ლანჩავას ხელმძღვანელობით 28 კაცს შეუწყვიტეს სიცოცხლე. ჩვენ დავდიოდით მათ პანაშვიდებზე. მე პირადად 5 კაცის პანაშვიდზე და გამოსვენებაზე ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა ჭირისუფალნი გვითვლიდნენ, რომ მათთან არ მივსულიყავით. ატერორებდნენ, ოჯახის დანარჩენ წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ...

განა შეიძლება ამას პატიება?

ერთადერთი ქალბატონი, თინა იმნაძე, ყოფილი ექთანი, დაინტერესდა დახოცილი ხალხის ვინაობით, ზუსტი აღრიცხვით. სწორედ მისი აღწერით 28 კაცის გვამი იყო მოთავსებული მეოთხე საავადმყოფოს მორგში. მან მითხრა - "რომ გამოვდიოდი მორგიდან, ნიღბიანებმა ისე მცემეს, რომ ეხლა ექიმთან ვიყავი, მასთან ვმკურნალობ". რამდენიმე დღეში, ის მოათავსეს მეცხრე საავადმყოფოში. და კიდევ რამდენიმე დღეში გამოგვეცალა ხელიდან - დაიღუპა. ისიც გახდა მსხვერპლი 2 თებერვლის დემონსტრაციის დარბევისა.

ასე მკვიდრდებოდა შევარდნაძისეული, ტოტალიტარული უკანონობის "დემოკრატია" საქართველოში.

წიგნიდან: „მე ვადანაშაულებ“, თბილისი, 2001, გვ. 568-570 

ამ მონათხრობთან დაკავშირებული ვიდეომასალა ნახეთ აქ >>>

 


საკვანძო სიტყვები: ელენე აბაშიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი
© ბესარიონ გუგუშვილი