სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 35  < წინა   გვ. 2, სულ: 4    შემდეგი > 
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მეთაურობით სათავე დაედო ჯერ კიდევ 1954 წელს, როდესაც მათ შექმნეს ახალგაზრდული პატრიოტული იატაკქვეშა ორგანიზაცია "გორგასლიანი", რომელიც ავრცელებდა საბჭოთა იმპერიის საწინააღმდეგო, ეროვნული შინაარსის პროკლამაციებს. ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წელს. სწორედ მისმა აქტიურობამ ეროვნული ჟღერადობა შესძინა აღნიშნული წლის ცნობილ გამოსვლებს საქართველოში. იმავე წელს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და "გორგასლიანი"-ს რამდენიმე სხვა წარმომადგენელი დაპატიმრებულ იქნენ საბჭოთა "სუკ"-ის ("კგბ") მიერ.

 
სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას გველური ჟურნალი „ივერია“

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას გველური ჟურნალის „ივერია“-ს (ნომერი 1, 1992) მასალებს - რომელშიც მრავლადაა საქართველოს ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მიმართ ცილისმწამებლური გამოხდომები და არაორაზროვნად ჩანს ჟურნალის რედაქტორებისა და ავტორების ანტიეროვნული და ანტიქართული ქმედება. წარმოდგენილი სტატიები დაწერილია უშუალოდ ანტიქართული პუტჩის წინა ხანებში (მათშია მოწოდება პუტჩისადმი) და უშუალოდ პუტჩის მომდევნო პერიოდში (მათშია უპირობო და სრული მხარდაჭერა კრიმინალური გადატრიალების შედეგად მოსული სისხლიანი სამხედრო საბჭოსადმი).

 

მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს 1994 წელს საქართველოს პროკურატურამ ზვიადის დაღუპვის შესახებ საქმე და გამოძიება თავისი ნებით ან რეჟიმის დაძალებით შეწყვიტა - ეს გამოძიება შეწყდა გამსახურდიას ოჯახსა და მისი თვითმკვლელობის მოწმეებს შორის ზემოთხსენებული შეთანხმებისა საფუძველზე და ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რომელმაც შეუძლებელი გახადა არა თუ მოწმეების რაიმე გამოძიებასა თუ გამოკვლევაში მონაწილეობა, არამედ და რაც მთავარია - შეუძლებელი გახადა ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ურომლისოდაც გამოძიება ვერაფრით ვერ ჩატარდებოდა (და ვერასოდეს ვერ ჩატარდება). - ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი.

 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი (ტექსტი, ნაწ.1)

მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს 1994 წელს საქართველოს პროკურატურამ ზვიადის დაღუპვის შესახებ საქმე და გამოძიება თავისი ნებით ან რეჟიმის დაძალებით შეწყვიტა - ეს გამოძიება შეწყდა გამსახურდიას ოჯახსა და მისი თვითმკვლელობის მოწმეებს შორის ზემოთხსენებული შეთანხმებისა საფუძველზე და ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რომელმაც შეუძლებელი გახადა არა თუ მოწმეების რაიმე გამოძიებასა თუ გამოკვლევაში მონაწილეობა, არამედ და რაც მთავარია - შეუძლებელი გახადა ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ურომლისოდაც გამოძიება ვერაფრით ვერ ჩატარდებოდა (და ვერასოდეს ვერ ჩატარდება). - ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი.

 
 პუბლიკაციები: 35  < წინა   გვ. 2, სულ: 4    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი