სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 6, სულ: 23  შემდეგი > 
ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 12/18/2006

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა:

ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება

ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე)

გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება)

დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის“ ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე)

ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის“ ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე)

ვ) გია ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით)

ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის“ ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა)


ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.

________________

არც ერთ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხისათვის აფხაზეთში ომის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში არ გაუმხელია სიმართლე, გარდა ეროვნული ხელისუფლებისა.

მეორე მხრივ რუსეთისა და შევარდნაძის არსებული გეგმა არაერთხელ და წინგამსწრებად იქნა მხილებული ეროვნული ხელისუფლების მიერ:

________________

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

”… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას... უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

________________

1992 წლის 19 აპრილს კარგა ხნით ადრე აფხაზეთში ომის დაწყებამდე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს“ ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას:

„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ)... ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.“

________________

მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:

”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”

________________

ზ.გამსახურდიას არც მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე:

”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ.ელცინს, ე.შევარდნაძესა და ვ.არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ...მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.

________________

განსაკუთრებით მწვავე იყო ზ.გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის მიმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს:

”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ.პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!”

________________

ეროვნული ხელიდუფლების მხილება, რომ აფხაზეთის „გაყიდვა“ შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს შეადგენდა - დაფიქსირებულია უცხოელი დამკვირვებლების მიერაც, კერთოდ:

"გოლცი: - შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]".

"გოლცი: - დღეს შევარდნაძისათვის სამწუხარო და არსებითი მისი გადარჩენისათვის ისაა, რომ ყოველივე, რაც მოხდა 1992 წლის შემდგომ, პუტჩის შემდგომ, იყო გამსახურდიას მხარის წინასწარმეტყველების აღსრულება. მე არ დავეთანხმებოდი მათ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფერი ახდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია დაამხეს იმისათვის რათა ისევ დაებრუნებინათ შევარდნაძე თბილისში. შევარდნაძის მომხრეები ამას უარყოფდნენ. მაგრამ, სამი თვის შემდეგ შევარდნაძე მართლაც დაბრუნდა თბილისში. თუ თქვენ გამსახურდიას მომხრეებს დაელაპარაკებით დღეს ან დაელაპარაკებოდით თუნდაც ერთი თვის წინ - მათი წინასწარმეტყველება იყო, რომ შევარდნაძის მიზანი იყო სოხუმის მიყიდვა[!] აფხაზებისათვის, მისი რუსებისათვის ჩაბარება და საქართველოს იძულება შესულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში... ყველაფერი ეს მართლაც მოხდა. მე არ ვეთანხმები საქართველოს წინააღმდეგ 'დიდი შეთქმულების' იდეას, მაგრამ ფაქტები კიდევ ერთხელ წითელ ხაზად გასდევენ ყველაფერს... [გვ. 8]".

იხ.: Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი


________________

დასკვნა: ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაციონალისტური ისტერიის გაჩაღებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ საკუთარი ვიწრო-კლანური ანგარებითი მიზნების განსახორციელებლად ქართველი ხალხი ჩააბა წინასწარ „გაყიდულ“, ყოვლად უიმედო, განწირულ ომში! მეტიც - შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ ომში საქართველო დამარცხებულიყო.

________________

აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

ლეგიტიმური ხელისუფლების ზუგდიდში ჩასვლისა და იქ უზენაესი საბჭოს სესიის გამართვის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ანუ „ბობოყვათის შეთანხმება“ - უზენაეს საბჭოსა და პარლამენტს შორის ეროვნული შერიგების თაობაზე. ბობოყვათის მოლაპარაკებები დიდი წარმატებით მიმდინარეობდა და იმ მომენტში საქართველო დიდი და სასიკეთო გარდატეხის წინაში იდგა!

ეს აფხაზეთში ომის განახლების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა!

აფხაზეთში ომის დაწყების წინ - დაახლოებით 1-2 კვირით ადრე შევარდნაძემ შეაჩერა „პარლამენტის“ უფლებამოსილებანი და აბსოლუტური დიქტატორის უფლებები ჩაიგდო ხელთ!

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო
© ბესარიონ გუგუშვილი