კომენტარები:
შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ვითომც სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა 'აფხაზურმა გვარდიამ', ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო.

შეთანხმების მიუხედავად, 'აფხაზურმა გვარდიამ' საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

წყარო: აქცია იპოდრომთან 14.08.06 10:15 „რუსთავი 2“
ავტ.: შავლეგო, 12/18/2006 8:51:02 PM