KKKK

ႸႠႥႪႤႢႭ

+

Modern Georgian Protest Songs

თავფურცელი
Home

Representations Chechen Republic Ichkeria in Finland and Norway

*V*Statistics about Georgia
*V*Georgian and Caucasian Anthropology
*V*BPG Series Georgian Fonts

- Site Map
- Search Site
- Ours Readers
- Feedback

 

Coat of Arms

LINKS:
Deda Ena ÃÄÃÀÄÌÀ
დედა ენა
DEDA ENA

First pure
Georgian Web site

Kaucasica ÉÀÅÉÀÑÈÉÀ
Caucasica

Reverse Links

Unicode encoded Georgian fonts are used
Download

Site Stats

Snake is Changing Skin - Nomenclature

Document uses dynamic Georgian font and is optimized for MS Internet Explorer 4+

ႢႥႤႪႨ ႮႤႰႠႬႢႱ ႨႺႥႪႨႱ
ႩႭႫႳႬႨႱႲႳႰ-ႣႤႫႭႩႰႠႲႨႳႪႨ ႬႭႫႤႬႩႪႠႲႳႰႠ

ინტერვიუ გაზეთ "ასავალ-დასავალს" - სექტემბერი 2000,
ნინო ზარიძეს.

პირველ რიგში, მოკლედ, ზოგადისა და ისტორიული გაკვეთილების შესახებ. 1991-1993 წლებში საქართველოში მეტ-ნაკლებად განმეორდა იგივე, რაც მოხდა 1921 წელს. ხალხის თავისუფალი ნებით არჩეული და ამდენად ლეგიტიმური ხელისუფლება (რომელსაც დასავლურ ლიტერატურაში - მაშინდელსაც და ახლანდელსაც "ნაციონალისტურს" უწოდებენ) და ამ ხელისუფლებაზე აგებული სახელმწიფო დაემხო და დამყარდა ანტიხალხური, ანტიქართული დიქტატურა - საქართველომ დაკარგა თავისუფლება. ამას ორივეჯერ ახლდა დამარცხებული საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაც.

მაშინაც და ახლაც ეს განხორციელდა სამხედრო ძალადობის გზით - რუსეთის სამხედრო მანქანის გამოყენებით (რაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა დასავლეთ საქართველოში, აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, 1993 წელს რუსეთის მასობრივი საზღვაო დესანტის გადმოსხმისა და ბათუმის სამხედრო ბაზის სატანკო ძალების მასშტაბური გამოყენებისას). ხოლო გარეგნულად, მოჩვენებითად, ფასადისათვის კი - შინაგანი კოლაბორაციონისტებისა და მოღალატეების მიერ, რომელსაც ვიცნობთ როგორც კრიმინალიტეტს, ნომენკლატურას. ორივე შემთხვევაში, ხალხმა და ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს გარეგან და შინაგან მტერს, მედგრად და თავგანწირვით იბრძოლეს თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს გადასარჩენად.

მაშინაც და ახლაც სამხედრო გადატრიალებას თვით მოძალადეები ასაღებდნენ როგორც ქართული დემოკრატიული ძალების მიერ დიქტატორული რეჟიმის დამხობას საერთო-სახალხო აჯანყების გზით. მაშინაც და ახლაც ანტიქართული, მარიონეტული რეჟიმის მახარდამჭერთა რაოდენობა ქართველთა შორის ძალზე უმნიშვნელო იყო. ხალხის უდიდესი ნაწილი თუნდაც პასიურ, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას უწევდა მტერს.

საკუთრივ ხელისუფლების ასპექტში მთავარია ის, რომ ორივე შემთხვევაში ძალით დაამხეს ლეგიტიმური ხელისუფლება, დაანგრიეს სახალხო, დემოკრატიულ საწყისებზე აგებული სახელმწიფო და მისი ადგილზე დაამყარეს დიქტატორულ-პოლიციური, მარიონეტული რეჟიმი. მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 70 წლიანი ბატონობის მიუხედავად კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა საქართველოში. ასევე, საბოლოო ჯამში, ვერ მოიპოვებს ლეგიტიმურობას ახლანდელი რეჟიმიც. ეს კი წარმოშობს ნომენკლატურის ძალაუფლების ლეგიტიმურობის პერმანენტულ კრიზისს, რაც სისტემატურად და მრავალგვარად გამოვლინდება ხოლმე.

მაშინაც და ახლაც, ხალხის აქტიური და მასობრივი წინააღმდეგობის სისხლში ჩახშობის შემდეგ - რეჟიმები თვალთმაქცური, ცბიერი, ვითომ-ეროვნული კონსოლიდაციის ქრონიკულ კამპანიებს ეწეოდნენ (მაგალითად, ილია ჭავჭავაძის "რეაბილიტაციისა" და მისი მკვლელობის უშუალო შემსრულებლების გასამართლების კამპანია).

ნიშანდობლივია ისიც, რომ ორივე შემთხვევაში თავისუფლებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს ნათლავდნენ ყალბი ტერმინებით - ახლა "ზვიადისტები", მაშინ "მენშევიკები" და ა.შ. საერთოდ, ყალბი - გამრუდებული ცნებებისა და ტერმინების დანერგვა-გამოყენება ნომენკლატურული ფარისევლების დამახასიათებელი ნიშანია.

ახლა შეკითხვებზე:

1) შეუძლებელია გველივთ პერანგშეცვლილი ბოროტი ნომენკლატურის - "ედოფილებისა" და ხალხის შერიგება, ბოროტისა და კეთილის შერიგება.

2) პოლიტპატიმრები არიან ისინი, ვინც კრიმინალურ, მოძალადე რეჟიმს ებრძვიან და ლეგიტიმურობის აღდგენას მოითხოვენ. შეუძლებელია სამოქალაქო ომი დაერქვას დიქტატორული რეჟიმისა და ხალხის დაპირისპირებას - როგორ მწვავე ხასიათსაც არ უნდა ატარებდეს იგი.

3) შინაგანი ინტრიგები, მაფიოზური "გარჩევები" და სისხლიანი მსხვერპლთშეწირვები ყოველთვის ახასიათებდა ნომენკლატურას.

4) ნომენკლატურა ყოველთვის სასტიკად უსწორდებოდა და ახლაც უსწორდება იმათ, ვინც ბედავს მისდამი ღია დაპირისპირებას - ასეთი იყო აკაკი ელიავა (საცნაურია, რომ თქვენვე ამას "ლიკვიდირებას" უწოდებთ). ჩემი სამძიმარი მის ოჯახს - გულადი, კეთილი, ლამაზი ვაჟკაცი იყო.

5) ეს ისეთივე თვალთმაქცობაა, როგორიც იყო ზღაპარი სათნო ლენინ-სტალინის, ბოროტი ეჟოვ-ბერიას და ბელადისმოყვარული ხალხის შესახებ.

6) საქართველოს კუთხეებს შორის, ქალაქსა და სოფელს შორის, თბილისელებსა და ლტოლვილებს შორის, ინტელიგენციასა და ხალხს შორის და მრავალი სხვა ასეთი დაპირისპირების შექმნა და გაღვივება ქართველი ხალხის ძალების მზაკვრული დაქსაქსვის პოლიტიკაა, რომელსაც ნომენკლატურა ყოველთვის აქტიურად და ფათოდ ახორციელებდა.

7) ალია და ოსმანა ორივე თათარია - ერთი დათვია, მეორე კი ბაბრიო. საქართველოს ბედი ხშირად უმცირესი ბოროტების არჩევანი იყო და არის.

9) ძლიერი მიკროსკოპი უნდა მოიმარჯვოთ ამ "მთავარი შეცდომების" დასანახად და მიკროქურურგიული ინსტრუმენტი - მათ საპრეპარაციოდ.

10) ამ შეკითხვისათვის ოდესმე შეგრცხვებათ - რატომ იბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ზვიადმა? ჯოჰარმა? საქართველოსათვის, სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის. რატომ არ გახდნენ კაპიტულანტები?

11) პრეზიდენტ გამსახურდიას ბედ-იღბლის შესახებ საკმარისი ითქვა და დაიბეჭდა - სიმართლეც, სიცრუეც, ნახევარსიმართლეც და ნახევარტყუილიც. ხოლო დანარჩენი რწმენა-განწყობის საკითხია: თითოეული იმას დაიჯერებს, რაც აწყობს და არ დაიჯერებს იმას, რაც არ აწყობს.

12) შეგახსენებთ, რომ მე აქ ვიმყოფები როგორც საქართველოს დევნილი (და არა - ყოფილი) ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ მინისტრი. პოლიტიკური ემიგრანტობა ტკბილი ხვედრი არასოდეს და არავისთვის ყოფილა. ზოგადად აქაურობას არ ვემდურები - თუმცა წელიწადში 8 თვე თოვლია და 2 თვე მზე თითქმის არ ამოდის.

13) საქართველომ უნდა იამაყოს, რომ ჰყავდა ეროვნული იდეისათვის, ინტერესებისათვის მებრძოლი ისეთი გმირები, როგორიცაა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. კომუნიზმის ზეობის ყველაზე მრისხანე წლებში, როდესაც ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილის ოცნების ზღვარი რაიკომის მდივნობა იყო და დამოუკიდებელ საქართველოზე ლაპარაკიც-კი ისჯებოდა და დაცინვის საგანი იყო - ზვიადმა და მერაბმა წამოიწყეს, აღაღორძინეს ილიასეული დემოკრატიული ეროვნულ-გამნმათავისუფლებელი მოძრაობა. ზვიადი და მერაბი გახდნენ ქართული მოჯანყე, დაუთრგუნველი სულის მედროშეები.

მათი ბრძოლისა და ძალისხმევის ბრწყინვალე შედეგი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უძლიერესი და ულამაზესი ამოფრქვევა საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს, რომელმაც საბოლოოდ განაპირობა იმპერიის დაშლა და საქართველოს ფორმალური დამოუკიდებლობა.

ნებისმიერს, ვისაც ძალა და უნარი შესწევს მისდიოს მათ გზას, შეუძლია იამაყოს იმით, რომ არის ზვიადისტი, ზვიადელი. ზვიადი და მერაბი სწორედ იმოტომ გახდნენ ასე საშიში საქართველოს მტრებისათვის, რომ მათ შესძლეს მოძრაობის შექმნა, მიმდევრების შემოკრება და დარაზმვა.

ამ მოჯანყეობისათვის მათ იმპერიამ და მისმა აგენტებმა საქართველოში თუ დასავლეთში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს. ყოველგვარად ცდილობდნენ მათს დისკრედიტირებასა და იზოლირებას. მე შევკრიბე და ინტერნეტში გამოვაქვეყნე იმ ბინძური სიყალბის ერთი ნაწილი, რომელიც დასავლეთში ქვეყნდებოდა ზვიად გამსახურდიას შესახებ, მათ შორის "ქართველი" ავტორების მიერ. ამ და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ინტერნეტ-საიტში "შავლეგო", რომელიც 1996 წლიდან არსებობს:
http://www.geocities.com/shavlego/slander.html

საილუსტრაციოდ, გავიხსენებ ასეთ ისტორიას. ოთხმოციანი წლების დასაწყისში, უკვე ბატონ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მამაჩემმა თავის სახლში მოაწყო დიდი საზეიმო სუფრა კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს. სხვა სტუმრებთან ერთად - ძირითადად ეს იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები - რა თქმა უნდა, დაპატიჟებული იყო ზვიად გამსახურდიაც.

საზეიმო სუფრა თითქმის ჩაიშალა იმის გამო, რომ სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ დაინახა მამაჩემის სახლთან ზვიადის ავტომანქანა, უკან გაბრუნდა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეშინოდათ ადამიანებს ზვიადთან უბრალო, ადამიანური ურთიერთობაც-კი, მასთან გაკარებაც, როგორი იყო მის გარშემო კა-გე-ბეს მიერ შექმნილი ჯებირი.

ზვიადთან, მის იდეებთან, მის მოჯანყე მომხრეებთან ბრძოლას დღეს ისევ ისევე განაგრძობს ნომენკლატურული რევანშის შედეგად აღორძინებული ანტიქართული რეჟიმი.

14) ის რაც ზვიადმა და მერაბმა საქართველოში აღაღორძინეს არის ეროვნული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. შეცდომითა და უმეცრების გამო ბევრი მას განიხილავს როგორც პოლიტიკურ პარტიას. იყო მცდელობები თვით ამ მოძრაობის შიგნით შეექმნათ პარტიები - რაც, როგორც მოსალოდნელი იყო წარუმატებლად დამთავრდა. მოძრაობა კი სულ სხვა საფუძვლებზე და შინაგან მისწრაფებებზე იგება.

რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის ძალას, სიფართოვეს და გაქანებას, იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორიც არ უნდა იყოს მისი მდგომარეობა დღეს, იგი მუდმივ პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს რეჟიმისათვის.

15) რამდენადაც ეროვნულ მოძრაობას მუდმივი თვითგანახლების, თვითგანწმენდისა და აღორძინების უნარი გააჩნია - რეჟიმი მას, მის წარმომადგენლებს შეებრძოლება ყველანაირი ხერხებითა და მეთოდებით. მათ ბოროტ შესაძლებლობებში კი ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

16) მე გთხოვეთ დაასათაუროთ ეს ინტერვიუ ასე: "გველი პერანგს იცვლის - კომუნისტურ-დემოკრატიული ნომენკლატურა" იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა პირველ რიგში რეჟიმის ზნეობრივ (უფრო ზუსტად - უზნეო) წარმოშობასა და წარმომავლობას. გველი პირველ რიგში საშიშია მისი შხამის გამო. ეს რეჟიმიც საშიშია პირველ რიგში არა მისი ფიზიკური ძალის გამო, არამედ მისი გამხრწნელი, გამრყვნელი, მომნუსხავი და დამთურგვნელი თვისებების გამო.

ზოგადად, კაცობრიობის ისტორიული გამოცდილება ირწმუნება, რომ ძველი, დამყაყებული და გარყვნილი სახელმწიფოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევასა და ახლის, ჯანსაღის, სიცოცხლისუნარიანის მშენებლობას - ახალი, უზნეობაში გაუსვრელი სოციალურ-პოლიტიკური ძალები სჭირდება. საქართველოში კი ამის იმიტაციას აკეთებს ის პერანგგამოცვლილი ბებერი გველი რომელსაც ნომენკლატურა ჰქვია.

17) ძალადობაზე დამყარებულ რეჟიმს ყველაზე უფრო ეშინია იმათი, ვისაც აქვს უნარი დაუპირისპიროს ძალას ძალა, ენერგიულად დაიცვას თავისი უფლებები, იბრძოლოს თავისუფლებისათვის იარაღით. მას ნაკლებად ადარდებს მოლაყბე, პოლიტიკანი და უუნარო ოპოზიცია. სწორედ ამიტომაა, რომ უნარიან, პოტენციურად მებრძოლ ადამიანებს ისინი ფიზიკურად ანადგურებან.

რეჟიმმა კარგად იცის თავისი დანაშაულებები, კარგად იცის თუ როგორი საძულველია ქართველი ხალხისათვის, იცის რასაც იმსახურებს და სასტიკად ეშინია მოსალოდნელი საზღაურის. ამიტომ, მისი რეაქციაც ყოველთვის სასტიკია. ხალხს სძულს რეჟიმი და რეჟიმს სძულს ხალხი. ვფიქრობ ბუნებრივია.

18) კაკო ელიავა გავიცანი ზუგდიდში და რამდენიმეჯერ მქონდა საქმიანი შეხვედრა. სიმპატიური, მებრძოლი, გულადი ადამიანი იყო. საქართველოში შეყვარებული. მზად იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა საქართველოს კეთილდღეობისათვის. ერთი სიტყვით, რეჟიმისათვის ფრიად საშიში ადამიანი იყო.

19) პოტენციურად საშიში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ფიზიკური მოსპობა ნომენკლატურული ძალაუფლების განუყრელი ნაწილია. სტალინს მიაწერენ ასეთ გამონათქვამს: "არის ადამიანი - არის პრობლემა, არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა". ეს ნომენკლატურისათვის აქტუალურია დღესაც.

ნომენკლატურის მთელი ისტორია მზაკვარი მკვლელობებითაა სავსე. ეს ნომენკლატურის ხელწერაა. პირველ რიგში სისხლი, მკვლელობები, კოლექტიური დანაშაული ადუღაბებს, აერთიანებს ნომენკლატორას. ამის გარეშე, იგი თუნდაც შინაგანი წინააღმდეგობების გამო დაუძლურდებოდა და დამარცხდებოდა. სწორედ ამოტომაა ნომენკლატურა ორგანიზებული დანაშაულებრივი წრე.

20) დადგმულ სცენარზე ლაპარაკი შეიძლება იმდენად, რამდენადაც ნომენკლატურას აქვს ქცევა-მოქმედების შაბლონები, ყალიბები, ჩვევები. მით უფრო თავხედურია მათი ქცევა და ცინიზმი დამარცხებული ერის, ნაციის მიმართ. ამ შემთხვევაში ნომენკლატურა ხალხს ექცევა როგორც დამპყრობელი, გაუცხოებული და დაუნდობელი ძალა.

მეორე მხრივ, ნომენკლატურას ემსახურება საზოგადოებრივი ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ქცევა-რეაქციის მეცნიერული ცოდნა და პროგნოზირება. მათ მეტნაკლებად იციან რას რა მოჰყვება.

21) დესტაბილიზაციების ქრონიკული პროგნოზები საზოგადოებრივი ცნობიერების მოწამვლისა და დათრგუნვის ცბიერი და მზაკვრული პოლიტიკის განუყრელი ნაწილია. ისინი რომ ნამდვილ დესტაბილიზაციას მოელოდნენ, ამას საიდუმლოების ცხრაკლირტულში დამალავდნენ. იმიტომ, რომ შეეშინდებოდათ პანიკისა საკუთარ რიგებში.

22) ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი იყო თანამებრძოლების პოვნა და ორგანიზება. ზვიადი ძლიერი ლიდერი და ორგანიზატორი იყო.

შედარებისათვის - ნომენკლატურა თავის რიგებს აგებდა და ადუღაბებდა ათწლეულების განმავლობაში. ე.წ. საკადრო პოლიტიკა იყო და არის ის სფერო რომლის განვითარებასაც უდიდესი, მათ შორის ფინანსური რესურსები ხმარდებოდა და ხმარდება.

ზვიად გამსახურდიამ საოცრად მოკლე ხანში, პრაქტიკულად რამდენიმე ბობოქარი თვის განმავლობაში, ყოველგვარი ფინანსური და სხვა სოციალურ-ეკონომიკური რესურსების გარეშე მოახერხა დიდი და ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი და ბრძოლისუნარიანი მოძრაობისა და სამთავრობო სტრუქტურის შექმნა. ორგანიზაციებისა, რომელთა დასამხობადაც ნომენკლატურას დასჭირდა რუსეთისა და დასავლეთის მასიური იდეოლოგიური დივერსია, ორი პუტჩი და საბოლოოდ რუსეთის არმიის ინტენსიური დახმარება. სტრუქტურებისა, რომელსაც დღესაც, ათი წლის შემდეგ, ებრძვის და ვერ მორევია ნომენკლატურული რეჟიმი.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზვიადის დასამხობად ნომენკლატურას დასჭირდა ზვიადისეული ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურის დამხობა - პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) და ასე განსაჯეთ რეგიონულისაც. ასეთი მდგრადი წინააღმდეგობისა და შინაგანი ორგანიზებულობის მაგალითს მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ჩეჩნეთი იძლევა, სადაც ამას საფუძველი ჩაუყარა ზვიადის მოსწავლემ და მეგობარმა ჯოჰარმა.

27) ამ შეკითხვაზე შეკითხვით გიპასუხებთ. შესაძლებელია თუ არა რომ ჩეჩენი ერი გაერთიანდეს კადიროვ-განტემიროვთან და სხვა მოღალატეებთან? არა და, იქაც ახლა ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები ამავე თემაზე ლაპარაკობენ. როგორი მსგავსებაა, არა?

28-29) ამ პირთა ბედი, მით უმეტეს ისტორიული თვალთახედვით, რა თქმა უნდა სავალალოა. მწარეა დამარცხება. მაგრამ, უფრო მწარეა მოტყუებული ყოფნა. ისინი დამარცხდენ კიდეც და მოტყუვნდნენ კიდეც. ნომენკლატურამ ისინი გახვია ყველაზე ბინძურ ღალატში, გათხვარა თანამოძმეთა სისხლში, იხმარა და პოლიტიკურ უნიტაზში, კლოაკაში ჩარეცხა.

არ წამიკითხავს მათი გულწრფელი მონანიება და ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი ქმედებების მოტივი რაღაცნაირი შურისძიებისაკენ სწრაფვა უფრო არის. საკმარისია ბევრი მათგანი ნომენკლატურამ ისევ მიუშვას გობთან, რომ ისინი ისევ ნომენკლატურის მეხოტბეები გახდებიან.

30) ვერ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ამ თვალსაზრისით. ვშიშობ, რომ ეს პრობლემა ათწლეულებით გაგრძელდება და გაჭიანურდება. ეს კი, ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე - უიმედო პერსპექტივას ჰქმნის. უნდა გავიგოთ და შევიგნოთ, რომ საქართველო დასჯილია მისი მოჯანყე ქმედებისათვის, დაუმორჩილებლობისათვის - რა ვადით? მოჯანყეები კი მსოფლიოს მმართველებისათვის საშიშნი არიან. აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ამ სასჯელის ნაწილებია.

32) დღეს საქართველოს არა აქვს საკმარისი ძალა რათა დაამხოს ნომენკლატურის დიქტატურა, არც ამის ხელშემწყობი გარე პირობებია. რუსეთისა და დასავლეთის ნომენკლატურებს საქართველოში მათთვის ახლობელი და გასაგები, მონა-მორჩილი ძალა ურჩევნიათ. კარგია თუ ცუდია ეს საქართველოსათვის - მათ არ ადარდებთ.

33) ამ შეკითხვაზე პასუხი იქნება ჩემი დიდი და გულთბილი მოკითხვა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რეჟიმის საპყრობილეებში იტანჯება და იტანჯებოდა -
ამ-ჯერად განსაკუთრებით ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს გურამ აბსანძეს და ჩემი ძმის გულბაათის მეგობარს თამაზ წიკლაურს.

Vantaa, Finland, 7.29.2000

 

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

 Cover Page | Table of Contents | BPG 1996 | [email protected] | Feedback

1