გიორგი ჩარკვიანი

 

ლეონიძე

 

ჯამი ღვინით გაივსება,

შიგ ქანაობს დიონისე.

მთაწმინდაზე განისვენებს

ლექსის ვეფხვი - ლეონიძე.

ღვინო ძნელ გზას გამინათებს,

დამეღვრება ხელებზე.

არასოდეს არ მინახავს

მასზე ნაღდი მელექსე.

მეხთა რისხვა, ქალთა ქება,

სიყრმე ქრება ბოლივით.

წყალი ლოდებს ეხეთქება

და იმსხვრევა ბროლივით.

გააჭენე ნისლა ცხენი,

დაჰკარ მუხას ნაჯახი.

სახუნდარში თოფსა ტენის

ყივჩაყი (თუ ყაჩაღი?).

ვა, შენ ჩემო თეთრო მტრედო,

განთიადის თბილისო.

ბედო, ბედო, მკაცრო ბედო,

თონის პურო დილისო.

ხაში, ხილი და ტარხუნა,

წეროს თოვლო მოხვედი?

სიკვდილმა ვერ გაახუნა

ვულკანური პოეტი.

პური ღვინით დაასველე,

დიონისე, დიონისე.

მთაწმინდაზე ვერ ისვენებს,

საფლავს ლეწავს ლეონიძე.

 

კვირის პალიტრა, 5-11 სექტემბერი, 2011 წ., გვ. 12.

 

 

Back:

http://www.scribd.com/doc/34203622/

&

http://www.scribd.cm/kavta

 

&

 

http://www.facebook.com/pages/Gogla-Leonidze/122954964428943

 

&

 

http://www.geocities.ws/komblema/index.html