Georgian
 Web Typography

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

Index > Appendix > To Nino Kuntseva-Gabashvili

Up ] Next ]

 

ქართული
ვების
ტიპოგრაფია

 

General
Fonts
Georgian Mail
Appendix
TOC & Search

 

To Nino Kuntseva-Gabashvili
BPG Keyboard Driver
Word Macro Converter
Java Table
MS Word and Georgian
MS Word Viewer
UC-FF encoded document
UC-NNNN encoded document

 

 


შავლეგო

Shavlego

 

ქართული კარიბჭე

Georgian Portal

 

    

ႮႠႱႳႾႨ ႬႨႬႭ ႩႳႬႺႤႥႠ-ႢႠႡႠႸႥႨႪႱ

 

Unicode encoded Georgian document

   

From [email protected]
From: "Nino Kuntseva-Gabashvili" <[email protected]>
To: "Bessarion Paata Gugushvili"
Subject: questions
Date: Thu, 26 Jul 2001

gamarjobat b-no Beso!

me, Nino Kuntseva-Gabashvili, var Internet Politikis globaluri iniciativis (GIPI) koordinatori Sakartveloshi (www.gipiproject.org) da chveni proeqtis mizania xeli sheuckos internetis ganvitarebas sxvadasxva kveknebshi.

sakartveloshi chemi mushaobis ert-ert prioritetad gamovkavit standartebis sakitxi. profesiit me var iuristi da amitom tkveni daxmarebis didi imedi makvs, radgan chemtvis sidzneles carmoadgens programirebis sigrmeebshi garkveva.

ქალბატონო ნინო

tkventan ramdenime kitxva makvs:

რამდენადაც ამ საკითხებში პროფესიული მიზნები გამოძრავებთ და თქვენს აზრს შესაძლოა ქართული კომპიუტერული ინფორმატიკის განვითარებაზე გავლენა ექნეს, აუცილებლად მიმაჩნია ღრმად გაეცნოთ ამ საკითხს. სწორედ ამიტომ ვრცელ წერილს გწერთ. გასული 5 წლის განმავლობაში ჩემს მიერ მოპოვებული მასალა ამ საკითხზე მისაწვდომია საიტებში (დაათვალიერეთ MS Internet Explorer 5+-ით): 

http://www.pp.clinet.fi/~bpg/

http://www.geocities.com/shavlego/grfntdoc.html 

http://bpg.virtualave.net/

 

1. ramdenadac me mesmis, dgeisatvis arsebobs 2 standarti: 

არსებობს 3 სტანდარტი:

8 ბიტიანი სისტემებისათვის

  • ინფოტექ/აკადემიის სტანდარტი 1989 წლისა

http://www.geocities.com/shavlego/fonts/0-fnt-coding-bpg.htm

http://www.pp.clinet.fi/~bpg/bpg_infotech_encoding.htm

  • პარლამენტ/სოროსის ფონდის სტანდარტი 1999 წლისა

16/32 ბიტიანი სისტემებისათვის

  • უნიკოდი

1. 8bit saxelmcipo standarti, romelic shemushavda sorosis fondis daxmarebit da am fondma didi cvlili sheitana am standartis gavrcelebashi; 

8 ბიტიანი პარლამენტ/სოროსის ფონდის სტანდარტი საგანგებოდ შეიქმნა მასზე ბევრად ადრე შემუშავებულ ინფოტექ/აკადემიის სტანდარტის საპირისპიროდ (რომელიც ამ დროისათვის უკვე ფართოდ გამოიყენებოდა და de-facto სტანდარტად იყო ცნობილი) -- პოლიტ&##4312;კური მიზეზებისა და მიზნების გამო -- ინფოტექ/აკადემიის სტანდარტის ავტორი-მთავარი კონსტრუქტორი გახლდათ შემდგომ კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი (საქართველოში, პუტჩისტების რეჟიმის მიერ, ამ დროისათვის სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული). ამაზე იხილეთ "რადიო თავისუფლების" გადაცემა, 
1999 წ.:

http://www.pp.clinet.fi/~bpg/rl.htm

აგრეთვე, იხილეთ სტატიები, რომლებიც პარლამენტ/სოროსის ფონდის სტანდარტის მიღებამდე კარგა ხნით ადრე გამოვაქვეყნეთ ქართულ პრესაში -- რომლე&##4305;ითაც ქართულ საზოგადოებრიობას ვაფრთხილებდით:

http://www.pp.clinet.fi/~bpg/standard-1.htm

http://www.pp.clinet.fi/~bpg/standard-2.htm

http://www.pp.clinet.fi/~bpg/standard-3.htm

მთავარი განსხვავება ამ სტანდარტებს შორის ისაა, რომ ინფოტექ/აკადემიის სტანდარტი აგებულია ილია ჭავჭავაჭისა და მისი თანამებრძოლების მიერ შემოღებული ახალქართული ლიტერატურული ენის საფუძველზე და მის საფუძვლად აღებულია 33 ასოიანი ახალქართული ანბანი (ილია ჭავჭავაძის მიერ ამოგდებული 5 ძველქართული ასო კი დამატებულია ცხრილის ბოლოში -- როგორ&##4330; დამატება/გაფართოვება). ამ თვალსაზრისით იგი სრულ შესაბამობაშია უნიკოდთან და საერთოდ კოდირების მიღებულ მსოფლიო სისტემა-ტრადიციასთან (ფონტში ანბანის რიგის საფუძვლად ყოველთვის აღებულია თანამედროვე ლიტერატურული ენის რიგი).

პარლამენტ/სოროსის ფონდის სტანდარტში ძველქართული ასოები (რომლებიც ქართული შრიფტების უმეტესობაში არც კია შემუშავებული) ჩასმულია ასოთა რიგში იმ თანამიმდევრობით, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის რეფორმამდე. 

ამდენად, პუტჩისტების პარლამენტის/სოროსის ფონდის "სტანდარტმა" წყალში ჩაყარა ახალქართული ლიტერატურული ენისათვის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგები -- რომელსაც ემსახურებოდა ლეგენდარული "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება": შეურაცხყო ილია ჭავჭავაძის -- წმინდ&##4304; ილია მართლის - საქმე და სისხლი. ვინც ქართული კულტურის განვითარების ისტორიას არ იცნობს, ამას ვერც მიხვდება და ვერც გაიგებს - სოროსის ფონდის "ქართველ" თანამშრომელთა უმეტესობას კი ქართული განათლება არ გააჩნია, ისინი არ არიან ქართული ინტელექტუალური კულტურის მატარებლები. უნდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ კომუნისტური რუსული იმპერიის მმართველებმა ეს იცოდენ და არ შეეხენ ილიას სახელს -- ამათ ა&რც იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ. ამათ გაბედეს ის - რაც კომუნისტმა და კა-გე-ბემ ვერ გაბედა; იკადრეს ის, რაც კომუნისტმა და კა-გე-ბემ არ იკადრა! 

აი რას სწერდა ილია ჭავჭავაძე ახალქართული ლიტერატურული ენისა და ანბანის მოწინააღმდეგეებს:

როს მოვედით ჩვენ,
მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;
რად ჰკვირობთ მასა,
რომ თქვენს ანბანსა
ვერ შევეჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი. 

როგორ ფიქრობთ -- იციან ეს ლექსი სოროსის ფონდში? ხოლო, თუ იციან და მაინც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ -- რა შეფ&ასებას იმსახურებენ?

ასეთ მეტად ფაქიზ და დელიკატურ ეროვნულ საკითხებში, მით უმეტეს უცხოურმა ძალამ, მეტი სიფრთხილე, კომპეტენტურობა და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს. თუ არა და, კარგი, კეთილი საქმის ნაცვლად -- ცუდი გ&ამოვა. როგორც თქვენი შეკითხვებიდან ვხედავ -- პრობლ&##4308;მის ეს ჭრილი თქვენთვისაც უცნობი და გაუგებარია -- ვიმედ&##4317;ვნებ დაინტერესდებით და შეეცდებით შეიცნოთ და გაიგოთ.

2. UNICODE-is standarti. problema isaa, rom tekstis gadakvana ert kodirebidan meoreshi sidzneles warmoadgens da avtomaturad ver xdeba. tkvenis azrit, rogor sheidzleba mogvardes es sakitxi?

ქართული უნიკოდ კოდირება ერთად-ერთი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფილია რეალური პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფით -- მსოფლიო მასშტაბით. Windous NT/2000 მოყოლებული ამ სისტემას ჩაშენებული აქვს ქართული უნიკოდის უზრუნველყოფა (ფონტები, კლავიატურის/ქიბორდის დრაივერი და ა.შ.). იგივე შეიძლება ითქვას იუნიქსისა და მაკის/ეპლის სისტემებზეც.

ანუ -- ქართული დოკუმენტები ამ სისტემებში იმთავითვე/default უნიკოდის ენკოდირებით იგულისხმება -- ეს ეხე&ბა ყველა ქვესისტემას -- Word, Access, Excel, FrontPage და ასე შემდეგ.

ამდენად, კონვერტირების პრობლემა არსებობს მხოლოდ უფრო ძველი სისტემებისათვის - Win 95/98. და არც ეს წარმოადგენს რაიმე ტექნიკურ პრობლემას (მე ეს დოკუმენტი მოვამზადე Win 98 სისტემაში Word-ით ინფოტექ/აკადემიის სტანდარტით და შემდეგ Word-სავე მაკროთი მოვახდინე კონვერტირება უნიკოდზე -- მაკრო &გამოქვეყნებულია ინტერნეტში. იქვეა სხვა მაკროებიც -- დღეს ა&რსებული ყველა ქართული კოდირების ურთიერთ კონვერტირებისათვის). 

პრობლემა უფრო ეკონომიკურ-ორგანიზაციული და პოლიტიკური ხასიათისაა -- უახლო&##4308;ს ხანში მოხდება ქართულის 8 ბიტიანი სისტემებიდან 32 ბიტიანზე -- ანუ უნ&იკოდზე მასობრივი გადასვლა, რაც მთელს 8 ბიტიან ქართულ ინფორმაციას ტექნოლოგიურად და მორალურად მოაძველებს. ამ დროს სოროსის ფონდი -- რომელ&##4312;ც არსებითად მონოპოლისტია საქართველოში -- მთელს &თავის გამოყოფილ რესურსებს ისვრის მოძველებული 8 ბიტიანი სტანდარტის ვითომ "შექმნა/განვითარებაზე" -- სტანდ&##4304;რტისა, რომელიც უკვე იყო უკეთესად შემუშავებილი -- და ამ მ;ორალურად და ტექნიკურად მოძველებული სტანდარტით -- რათა გ&ანამტკიცოს იგი, ქმნის ვების საიტების მთელს ქსელს. 

თუ როგორ "მიიღეს" ეს სტანდარტი იხილეთ აქ:

http://www.pp.clinet.fi/~bpg/general-intro-add.htm#d8

იქნება კი სახსრები მომავალში ამ ინფორმაციის უნიკოდზე გადასატანად? შეუძლია ერთ კაცს, ან თუნდაც ადამიანთა ღარიბ ჯგუფს შეებრძოლოს სოროსის ფონდის მილიონებით ზურგგამაგრებულ დღევანდელ მონოპოლიას საქართველოს ინტერნეტში -- როგორ&##4312;ც გინდა სწორი და მართალი არ იყოს? როგორ შეაფასებდით ამ მდგომარეობას სწორედ იურიდიული თვალსაზრისით?

* * *

ქართული უნიკოდ კოდირებითაა შექმნილი, დღეს პრაქტიკულად მსოფლიოში ერთად-ერთი ქართული ისტორიული ტექსტების სოლიდური მონაცემთა ბაზა -- TITUS პროე괥ტის ფარგლებში (ფრანკფურტის უნივერსიტეტში -- გაცილ&##4308;ბით მცირე რესურსებით - ხანგრძლივ პერსპექტივაში, დღეს ბევრად უფრო სასარგებლო საქმე კეთდება):

http://www.pp.clinet.fi/~bpg/titus_unicode.htm

http://titus.uni-frankfurt.de/

http://titus.uni-frankfurt.de/texte/texte2.htm#caucasica

2. sakmarisia tu ara, rom sakartvelos hkondes latinuri, kirilikuli da kartuli shrifti (da ar gadaitvirtos magalitad chinuri an epiopuri alfabitebit)?

საქართველოს საზრუნავია მხოლოდ-და-მხოლოდ საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის უნიკოდ ქართული ზონის [ + ASCII ზონა - არააუცილებელი] მქონე შრიფტების განვითარება. უნიკოდი ბლოკებად-ზონებადაა აგებული, კომპიუტერი მასში დაყენებულ-ინსტალირებულ ყველა შრიფტს იყენებს როგორც ერთიან, ორგანიზებულ სისტემას -- და როდ&ესაც თქვენ მაგ. კლავიატურას ქართულიდან რუსულზე გადაიყვანთ -- სისტემა ავტომატურად დაგიყენებთ თქვენს მიერ შერჩეული რომელიმე უნიკოდ შრიფტის რუსულ ზონას.

3. ramdeni kartuli shriftia shekmnili UNICODE-istvis? da sakmarisia es raodenoba?

ეს არის სწორედ ერთ ერთი უმთავრესი პრობლემა!
მე შევქმენი და ინტერნეტში სამაგალითოდ/საცდელად გამოვაქვეყნე მეტ-ნაკლებად გამართული ოცი-ოცდახუთი უნიკოდ ქართული ფონტი - მათ შორის ორი ხუცური. გია შერვაშიძეს გამოქვეყნებული აქვს სამი ფონტი. კიდევ არსებობს მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი სამი კომერციული დასავლური უნიკოდ ფონტი, რომელშიც მეტ-ნეკლებად ასახულია ქართული -- მათ შო&რის მონოტაიპ/მაიკროსოფტის ფუძემდებლური და გრადიოზული Arial Unicode MS:

http://www.pp.clinet.fi/~bpg/western_fonts.htm

სხვა კომერციული ფონტები არ გამისინჯია -- დღევა&##4316;დელი საქართველოსათვის ფინანსურად მიუწვდომელია.

რაოდენობის გარდა პრობლემაა ფონტების ხარისხი -- ხარის&##4334;იანი ფონტების განვითარებისათვის ახლა საქართველოში არ არსებობს არც სახელმწიფო და არც საზოგადოებრივი რესურსები. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ! იგივე კომპიუტერული ფონტები ინტერნეტის გარდა გამოიყენება საგამომცემლო საქმეშიც -- გაზეთ&##4308;ბის, ჟურნალების და ა.შ. საბეჭდად ! ეს მხარეც ინტეგრირებულ გადაწყვეტას მოითხოვს.

4. arsebobs tu ara "saposto" programa, romelsac sheudzlia miigos 8bit kartuli teksti da gadaikvanos UNICODE-shi?

Win NT/2000 და მომდევნო სისტემებში ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს -- Outlook და Outlook Express სრული ზომით უზრუნველყოფენ უნიკოდ ქართულის გამოყენებას -- ფონტი&##4311;აც და კლავიატურითაც. კიდევ ერთხელ -- უახლე&##4321;ი სისტემების ყველა ქვესისტემა სრულად უზრუნველყოფს უნიკოდ ქართულის გამოყენებას.

5. arsebobs tu ara webserver-i, romelic stavazobs kartul gverdebs brouzerebs?

სერვერი -- მათ შორის უფასო (მაგ: Geocities და სხვ.) არ არის პრობლემა -- პრობლ&##4308;მაა შინაარსი/content. ჩემი საცდელი საიტები - ყველა უნიკოდის ქართულითაც მუშაობს, მათ შორის მონაცემთა ბაზაც და უფასო სერვერებზეა.

6. klaviaturis ra draiverebi arsebobs?

კლავიატურის დრაივერი ყველაზე მარტივი პრობლემაა -- დიდი პ&რობლემაა ქართულ ასოებიანი კლავიატურა (ქართული ასოები რომ ეწეროს ზედ). მე მაქვს ლათინურ წარწერებიანი კლავიატურა და ამიტომ ისეთი დრაივერი გავიკეთე (ეს ყველას შეუძლია), რომ ქართული ასოები ლათინურს ემთხვეოდეს. ამას გარდა, არსებობს რამდენიმე, კარგად დამუშავებული საკუთრივ ქართული კლავიტურის მოდელი -- მათ შო&რის საბეჭდი მანქანის ასლიც.

http://www.pp.clinet.fi/~bpg/georgian_encodings_keyboards.htm

აგრეთვე:

http://www.microsoft.com/GLOBALDEV/keyboards/kbdgeo.htm

7. ratom ar xorcieldeba kartuli fontebis avtomaturi mxardachera Windows-shi? arsebobs tu ara oficialuri mimartva saertashoriso organizaciebis saxelze am standartebis gatvaliswinebisatvis?

ამაზე ზემოთ უკვე მოგწერეთ -- Win NT/2000> დაწყებული და me/XP-ს ჩათვლით ეს სიტემები სრულად უჭერენ მხარს უნიკოდ ქართულს (სხვა ქართული კი, საერთაშორისო იურიდიული თვალსაზრისით არ არსებობს).

იხილეთ, მაგალითისათვის:

http://www.microsoft.com/Office/techinfo/productdoc/2002/en/
word/AboutCreatingAGeorgianOrArmenianDocu.htm

http://search.microsoft.com/us/SearchMS25.asp?so=RECCNT
&qu=georgian+language+keyboard
&boolean=ALL&i=00&i=02&i=04&i=06&i=05&i=07&i=09&p=1&nq=NEW

 

arsebuli informaciis tanaxmad, saqartvelom (saqstandartma da sorosis fondma) gaagzavnes standartebis saertashoriso organizaciashi arsebuli saxelmcifo standarti, magram ragacashia sakme! da es standarti mainc bolomde ver mushaobs "ise rogorc sachiroa".

ისევ იგივე: " . . ."  და სოროსის ფონდი -- ეს ფონდი ახლანდელ საქართველოში იგივე როლს თამაშობს, როგორსაც კომუნისტურში მთავლიტი/გლავლიტ -- მონოპ&##4317;ლისტი-ცენზორი. საერთოდ კი საქმე იმაშია, რომ მათი "სტანდარტი" არ არის სწორი ტექნოლოგიურად -- სტანდ&##4304;რტი რომელიმე ენისათვის უნდა აიგოს თანამედროვე ლიტერატურული ენის საფუძველზე -- ძველꡨ ენის/დამწერლობების, დიალექტების და ა.შ. ასოები და სხვა სიმბოლოები უნდა იყოს ცხრილის ბოლოში -- როგორ&##4330; დამატება-გაფართოება. და მაინც ვშიშობ, რომ სოროსის ფონდის ფულს ამ წინაღობისა და წეს-კანონის გარღვევაც შეუძლია.

8. ra problemebia kidev standartebtan dakavshirebit?

სტანდარტებთან დაკავშირებით (ისევე როგორც ყველაფერში), მთავარი პრობლემაა საქართველოში გაბატონებული ანტიქართული დიქტატურული, კორუმპირებული რეჟიმი -- არ ვიც&ი რამდენად მისაღებია ეს აზრი თქვენთვის. განა რომელიმე სხვა სოციალური, კულტურილი, პოლიტიკური პრობლემაა გადაჭრილი -- ან თუნ&დაც გადაჭრის გზაზეა?

9. b-no Beso, tkvenis azrit, ra aperxebs internetis ganvitarebas, ra sheidzleba da, mtavaria, unda gaketdes internetis ganvitarebis dasachkareblad?

მე დარწმუნებული ვარ - რომ, დამოუკიდებელი, თავისუფალი 
ქართული-ქართული (და არა ვიღაც სოროსების) ინტერნეტი და ვები განვითარდება ნებისმიერი წინაღობის მიუხედავად -- ამის გ&არანტია თვით ინტერნეტის დემოკრატიული ბუნებაა. მეორე მხრივ კი უნიკოდის წინსვლა ადრე-თუ-გვიან უზრუნველყოფს ქართული ინფორმაციის ინტეგრირებულობას.

ადმინისტრაციულ-იურიდიული მხრივ, კი, აუცილებელია სოროსის ფონდის მონოპოლიის (რომელიც გარკვეულწილად პოლიტიკურშიც გადაიზარდა) მოსპობა/შეზღუდვა -- ან მის&ი რაიმე ხერხით გადემოკრატიულება (არ ვიცი ეს როგორ შეიძლება მოხდეს). მაგალითად, რომ რესურსი თანაბრად გაიყოს კონკურენტ ტექნოლოგიურ იდეოლოგიებს შორის.

ობიექტურად, ახლა, ამ ეტაპზე საჭიროა ქართული უნიკოდის პროპაგანდა, მისი როგორც სისტემის ახსნა-სწავლება, უნიკოდ ფონტების შექმნა, ინფორმაციული სისტემების უნიკოდით კეთება (და არა რომელიმე მოძველებული 8 ბიტიანი, თუნდაც ჩემი საკუთარი -- ინფოტექ/აკადემიის სტანდარტით). ქართული საზოგადოებრიობისათვის, თუნდაც სასწავლად და გამოსაცდელად, უნდა იყოს მისაწვდომი უახლესი სისტემები Win2000/XP; თბილისში უნდა იყოს, თუნდაც რამდენიმე, ინტერნეტში შეღწევის საჯარო, უფასო/უსასყიდლო ადგილი (მაგ. ბიბლიოთეკებში, სკოლებში).

საჭიროა უნიკოდის ქართულის შემდგომი განვითარება-გაფართოება (იხილეთ ამაზე, მ.ევერსონის ძალზე კარგი ნაშრომი) -- საოცა&##4320;ია, რომ ამ უცხოელს, ბევრ ქართველ ვითომ მეცნიერზე უკეთ ესმის ქართულის კომპიუტერიზების პრობლემები!

http://www.pp.clinet.fi/~bpg/michael_everson.htm

http://www.pp.clinet.fi/~bpg/files/
Optimizing_Georgian_representation_
in_the_BMP_of_the_UCS_1999-02-26.pdf

დინამიური (ვების) ფონტების გამოყენების გაფართოვება. 

didi madloba tanamshromlobisatvis.
pativiscemit,
Nino Kuntseva-Gabashvili
GIPI - country advocate

ვფიქრობ, ჩემი საიტები გაგცემენ უფრო ღრმა პასუხს.
თუ კიდევ რამეა გაუგებარი, ნუ მომერიდებით, მომწერეთ.

აი კიდევ, ჩემი საიტების მკითხველთა წერილების სპექტრი -- იმათი, ვისთვისაც ეს საქმე კეთდება: 

  • უღმესი მადლობა ამ შესანიშნავი გვერდისათვის, მიხარია რომ ჩვენ ისევ ვზრუნავთ ჩვენს ლამაზსა და უძლიერეს ენაზე, რომ არის ხალხი ვინც ილიას გზას არ სთმობს, ვისთვისაც 'ჩვენი ენა ქართული' მარტო პათეტიკური ფრაზა არაა. გემუდარებით ასე განაგრძეთ, თუ რითმე ძალმიძს დახმარება თქვენთან მიგულეთ. ვერ აღგიწერთ იმ სიხარულს, რაც თქვენი გვერდის ნახვამ და წაკითხულმა წინასიტყვაობამ აღძრა ჩემს გულში. ჩვენ ავყვავდებით.

  • თქვენი ვებ საიტი დიდ საქმეს აკეთებს ქართული შრიფტების გავრცელებასა და შექმნაში.

  • ეს მართლაც კარგი რამე გაგიკეთებიათ.... ჩაგეთვალათ.... იქნება დაგვადგეს საშველი და ერთიანი სტანდარტი გავრცელდეს როგორმე... მე ეს მომწონს და სხვების რა ვიცი. ვნახოთ რა გამოვა აქედან.... მე ასე რომ ვთქვათ "ზა".
    პ.ს. გისურვებთ წარმატებებს, აბა თქვენ იცით, იქნებ გვეშველოს რამე ამ მხრივ თორემ მანქანა გატენილი მაქ 1000 ნაირი შრიფტებით და არცერთი არ მომწონს...

  • დიდი მადლობა ასეთი დიდი საქმისათვის, რომელსაც თქვენ აკეთებთ.

  • თქვენ შემოგევლეთ! მხარს გიჭერთ! დიდი მადლობა!!!! 
    თქვენი საიტი ჩემი კომპიუტერის "დიფოლთ-გვერდად" ვაქციე.

  • ნანა ნახე, რა ვიპოვე. აუუ, ხომ მგარია!

პატივისცემით,
ბესარიონი

  

 

To Nino Kuntseva-Gabashvili
>

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

© BPG-InfoTech, 1997

mailto: [email protected]

 
1
Hosted by www.Geocities.ws