ინტერნეტსა
და ვებში
ქართული
დოკუმენტების
გამოყენების
მოხერხებულ
და კარგ
შესაძლებლობებს
იძლევა
მაიკროსოფტის
Word ტექსტური
პროცესორის
უსასყიდლო
დამატება MS
Internet Explorer და Netscape-სათვის
(პლაგინი) -- Word
Viewer.
MS Word-ს
აქვს
საშუალება
ქართული
ფონტი,
რომლითაც
დოკუმენტი-ტექსტი
მომზადდა
ჩასვას თვით
დოკუმენტის
ფაილში (ამას
ჰქვია ფონტის
ჩართვა) და
ამიტომ ის
მომხმარებელიც
კი რომელსაც
კომპიუტერზე
ქართული
ფონტი არ
გააჩნია - ამ
დოკუმენტს
ქართულად
დაინახავს.
მაგალითად,
თუ თქვენ
თქვენს
კომპიუტერზე
მოამზადებთ
ტექსტს MS Word-ით
და უბრძანებთ
სისტემას რომ
იგი ჩაწეროს
დისკოზე იმ
ფონტიანად,
რომელითაც ეს
დოკუმენტი
მომზადდა -
სისტემა ამას
შეასრულებს.
შემდეგ თქვენ
შეგიძლიათ ეს
ფაილი
გაუგზავნოთ
თქვენს
მეგობარს ან
კოლეგას
ინტერნეტის
ელექტრონული
ფოსტით ან
ფლოპპი
დისკოთი
ჩვეულებრივი
ფოსტით.
როდესაც
თქვენი
რესპონდენტი
ამ ფაილს Word-ით
წაიკითხავს
იგი ტექსტს
დაინახავს
იმავე ფონტით
რომლითაც ეს
ტექსტი თქვენ
მოამზადეთ.
Word Viewer ამ
შესაძლებლობას
აფართოვებს
ინტერნეტსა
და ვებზე --
ახლა თქვენ
ქართულად
მომზადებული
დოკუმენტი
შეგიძლიათ
მოათავსოთ
როგორც ვებ-გვერდი
(ისევე, როგორც
HTML
დოკუმენტი),
მიუთითოთ იგი
ბმულში. და
ვინც მას
მიაკითხავს,
დაინახავს ამ
დოკუმენტს ბროუზერში
ზუსტად იმ
სახით როგორც
თქვენ
გაამზადეთ --
ქართული
ფონტებითა და
თუ გნებავთ
სურათებითურთ
-- და
ამისათვის არ
არის
აუცილებელი,
რომ მას
ქართული
ფონტი
ჰქონდეს
კომპიუტერზე.
მ-ე-ტ-ი-ც,
სრულებითაც
არ არის
საჭორო რომ
მას ჰქონდეს
თვით MS Word-ი !!!
ჩამოიტვირთეთ
Word Viewer და
ნახეთ ქართულის
მაგალითი
თუ
გავითვალისწინებთ,
რომ ეს
ხელსაწყო
უსასყიდლოა,
ხოლო MS Wordსაქართველოში
თითქმის
ყოველ Win 95//XP
კომპიუტერზე
დგას -- მისი
გამოყენების
პერსპექტივებს
კარგად
წარმოვიდგენთ.
ამ
ტექნოლოგიის
ერთად-ერთი
შეფარდებითი
ნაკლი ისაა,
რომ
დოკუმენტი
შედარებით
დიდი გამოდის -
საკუთრივ
დოკუმენტის
მოცულობას
ემატება
აგრეთვე
ფონტის
მოცულობაც (საშუალოდ
დაახლოებით 40-70KB)
- მაგრა괛,
ვარდი უეკლოდ
განა ვის
დაუკრეფია?
მეორე მხრივ,
იგი უდაოდ
ფრიად
მოხერხებულია
- ერთი დ#4304;
იგივე
დოკუმენტი,
შრომისა და
დროის
ყოველგვარი
დანაკარგების
გარეშე
შეგიძლიათ
გამოიყენოთ
მრავალმხრივ -
ესაა სწორედ
კომპლექსურობა.
ხოლო
ინტერნეტში
ინფორმაციის
გადაცემის
სიჩქარის
ზრდა - ფაილის
სიდიდეს
პრობლემად არ
ხდის.
MS Word Viewer არა
მხოლოდ
უსასყიდლოა,
არამედ
ბატონი ბილლი
ნებას გრთავთ
თვითონ
გაავრცელოთ
იგი (რა თქმა
უნდა
არაკომერციული
მიზნებით) -
კიდევ იტყვით
კრიჭანგიაო?
MS Word Viewer (4 MB)
შეგიძლიათ
ჩამოიტვირთოთ
მაიკროსოფტის
საიტიდან:
Microsoft
site
დალიეთ,
გესიამოვნებათ
!
|