Georgian Preyers

 

PRAYERS

Morning Prayers
Evening Prayers
Everyday Prayers
Communion Prayers
Prayers after Communion

 

 

 

 

 

დილის ლოცვანი

 

რაჟამს აღსდგე ძილისაგან; სამადლობელად ღვთისა, ჰბრძანე:

ლოცვათა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი (1*).
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანადებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან;
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

და ლოცვა ესე:

ადგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეყვსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

და ლოცვა ესე:

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, და არა თანაწარმწყმიდე ჩემ უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი და ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმისყოფად გზათა შენთა, და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდებ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა, და ჰსძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვჰსწმიდნე მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მისმინო მე გალობა და სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმერთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა; რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა, და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი (ფსალმუნი 50).

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ძე, და ივნო და დაეუფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

ლოცვა დიდისა მაკარისა

ღმერთო, განწმინდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიხსენ მე განსაცდელისაგან, და იყავნ ჩემ შორის ნება შენი, რამეთუ დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არა ღირსი, და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნო-იყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

ლოცვა დიდისა ვასილისა

უფალო ყოვლისა-მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ, და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალთ-შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ-ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანნი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულისსიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამაოსა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად მეორედ მოსვლასა მას ბრწყინვალესა, და განათლებულსა დღესა მას მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსლვასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ-ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძარედ ვიპოვეთ აღდგომილნი საქმისა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომად სიხარულსა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მათ შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა. მას გამოუთქმელსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო

წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა, და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე დღევანდელსა ამას დღესა, დამიფარე მე ღამესაცა ამას, და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გვაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედა ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

მოკითხვა მთავარანგელოზისა მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეული ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშვე სულთა ჩვენთა.

ლოცვით მოწოდება წმიდისა, რომლის სახელიცა გვაქვს

ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი). რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.

ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა.

ლოცვა ცოცხალთათვის

მოიხსენე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცენ, და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლ-მორწმუნეთა შენთასა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯვენით ღვთისა და მამისა; მოხედენ მოწყალებით მვედრებელთა შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ; მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა, და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ, და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ-ჰყავ, წარმართთა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ, და მეტყველება მათი ცუდ-ჰყვენ, ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი (მეტანია).
აცხოვნე უფალო, და შეიწყალენ ღვთივ-დაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, ღვთივ დაცული ერი ჩვენი და მეუფესა მისი, გარე შეზღუდე მპყრობელობანი მათნი და დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, და შთაუთხრენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის, და ყოვლისა ერისა შენისა, და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა, დაწყნარებული ცხოვრება გვაქვნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილ-მსახურებით ვცსხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაÎ ჩვენი (სახელი), წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა, და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი, მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიყალენ მშობელნი ჩემნი (სახელი), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოველთა კეთილთა  (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი, და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელთა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარის-მყოფელთაგან, მონანი შენნი, მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა, შენდობითა და ხსნა მოანიჭე მათ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელნი მმძლავრობენ და მყვედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთვის, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელ აქვნ ჩემდა მომართ, და შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა (მეტანია).
უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა, და ზიარ-ჰყვენ წმიდისა შენისა კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ, მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანის-გცენ (მეტანია).

ლოცვა გარდაცვალებულთა

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა, მშობელთა ჩემთა (სახელები მათი), და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დედათა, მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება  (3-ჯერ და მეტანია).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

 

ლოცვა ძილად მისვლისა

ლოცვათა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანადებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან;
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

ამის შემდეგ ეს ტროპარნი:

მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენნი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნილნი ხელითა შენითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინაღმდგომათა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

ლოცვა 1, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი

ღმერთო საუკუნეთაო, და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღევანდელსა დღესა, საქმით, სიტყვით და გულისხმის ყოფით; და განწმინდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისა მიწისა ხორცისა და სულისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვსდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო ვეყო წმიდისა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოისა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა. რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2, უფლისა იესო ქრისტესი

უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გულის-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა 3, სულისა წმიდისადმი

უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ შექმენ და შემინდვენ მე უღირსსა მონასა შენსა. რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა; გინა თუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვწამე, გინა თუ ვგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე. ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდ-დიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა მშვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი. ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელ-ვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებვყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, - უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 4

უფალო, ღმერთო ჩვენო, როცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარმფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმიდისა ანგელოსისა მიმართ

წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, რაოდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საბრთხეთაგან ეშმაკისა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი, აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად-წმიდა სახელი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი ღვთისმშობლისა

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკვე დავიძინო მე სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრთხეთა მრავალთა ვვალ, მიხსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთ-მოყვარემან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღვთისმშობლისა

ყოვლად დიდებულო, დედაო ღვთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის.
აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირ-ჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ ყოვლად პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლად პატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლად პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლად წმიდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა სათქმელი ცალკე

გვიხსენ, გვილხინე და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი გულის-სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისხმისყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან.
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა.
კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა, და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვა მათი, და ცხოვრება საუკუნო, რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანამავალ ექმენ.
განაძლიერე ღვთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილისმოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვრებელი თხოვაÎ მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა, მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი, და განანათლენ გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სლვად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ამ ზემო დაწერილი ლოცვების თქმა თუ არ შეიძლებოდეს დროის უქონლობის გამო, მაშინ ეს ლოცვები სთქვი ძილად მისვლის დროს და ძილის შემდეგ:

ლოცვა ძილის შემდეგ

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელობისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა და გულისხმისყოფად გზათა შენთა, ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად მისვლისა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენთა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

საყოველდღეო ლოცვანი

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.

ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩვენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩვენთასა, რათა ჩვენ, ყურადმღებელნი გარდმოცემულის ჩვენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩვენისა სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.

ლოცვა შემდგომ სწავლისა

გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩვენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩვენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩვენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩვენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შეუდგეთ სწავლასა ამას, ამინ

ლოცვა სადილის წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანადებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან;
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

ანუ

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა, აღაღებ შენ ხელსა შენსა, და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ შენისა, ამინ.

ლოცვა შემდეგ საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ.

ანუ

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გვწყალობს და გვზრდის სიყრმით ჩვენიდგან, რომელი მისცემს საზრდელსა ყოველსა ხორციელსა; აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენნი, რათა მარადის კმაყოფილნი გარდავემატნეთ ყოვლითა საქმისა კეთილითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა თანა გვშვენის დიდება, სიმტკიცე, პატივი და თაყვანის-ცემა, თანა სულით-წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.
დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა წმიდაო, დიდება შენდა მეუფეო, რამეთუ მომეც ჩვენ საზრდელი საშვებელად, აღმავსენ ჩვენ სულითა წმიდითა, რათა გამოსჩნდეთ წინაშე შენსა კეთილის მოქმედად, და ნუ გვარცხვენ ჩვენ ოდეს მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თავისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (3-ჯერ)
(შემდეგ გაიმეორე თავიდან ბოლომდე "უფალო და მეუფეო" და მეტანიაც აღასრულე. ეს ლოცვა იკითხება დიდი მარხვის პერიოდში)

ლოცვები ზიარების წინ


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
50-ე ფსალმუნი
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა განვმართლდე სიტყვათაგან შენთა და ჰსძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვჰსწმიდნე მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვრებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა; რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ხმა, ბ. გალობა, ა. სძლისპირი

მოვედით ერნო. უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თვისი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

პურ ცხოვრებისა საუკუნოÎსა მექმენინ ხორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებელად, ვითარცა მოწყალე ხარ:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ხორცსა შენსა ყოვლადწმიდისა ღირს-მყავ მე არა ღირსი მოღებად ჭამად და სმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შევიგინე მე საქმითა ბოროტითა საწყალობელი, და უხრწნელისა ხორცისა და საღმრთოსა სისხლისა შენისა, უღირსი ესე კვალად ზიარებასა ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, ქვეყანაო, კეთილო, კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავ-წარსხმული, ცხოვრებად სოფლისა ღირს-მყავ მე ჭამად ამისაგან, რათა ვჰსცხოვნდე და გადიდებდე:

გალობა, გ. სძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო ღმრთისა ჩვენისა:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდათა სინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ხორცი შენი, და საღმრთო სისხლი - სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღირს-მყვენ ჩვენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა - განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო, ყოვლად-წმიდაო, მოწყალებათათვის ზეცით გარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელად ღირს-მყავ მეცა აწ უღირსი შიშით ამისსა გემოს ხილვად, რათა ვჰსცხონდე.

გალობა, დ. სძლისპირი

მოჰხვედ ჩვენდა, ქალწულისაგან, არა ანგელოსი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსენ ჩვენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდებასა ძალსა შენსა:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

ინებე რა ჩვენთვის ხორცთ-შესხმა, მრავალმოწყალეო უფალო, შეიწირე ვითარცა ცხოვარი ცოდვათათვის კაცთასა, ამისთვის ხოლოდ გევედრები, შენ, ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
გამნკურნენ სულისა ჩემისა წყლულებანი უფალო და სრულიად განმწმიდე და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა საღმრთოსა სერობასა უბადრუკი:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვსდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თვალნი სულისანი ზე გვაქვდნენ, და მაცხოვრისა მიმართ ვხმობდეთ. დაგვამტკიცენ, და გულისხმიერ გვყვნენ ჩვენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერი ძე შენი, დედოფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მონა შენი, და უვნებელად, რათა შევიწყნარო გონიერი მარგარიტი და წმიდა ვიქმნე:

გალობა, ე. სძლისპირი

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩვენ, რამეთუ ჩვენ შენსა გარეშე, სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

ვითარცა ვსთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
სიტყვაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკვერცხალ მექმენინ მე წმიდა ხორცი შენი განმანათლებელ ჩემ დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკვლევანებასა, სულისა ჩემისასა სისხლი შენი:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შემწიკვლებული სული და ბაგენი მქონან არა წმიდანი. და აწ ვერ ძალმიძს მიახლებად შენდა ქრისტე, და მოღებად ხორცსა შენსა, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მარიამ, დედაო ღმრთისაო, სუნნელებისა მშვენიერო სამკვიდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რათა ზიარ ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოთა ძისა შენისათა:

გალობა ვ, სძლისპირი

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

გონება, სული და გული წმიდა ჰყვენ მაცხოვარ, და ხორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად, საშინელთა საიდუმლოთა შენთა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
რათა უცხო ვიქმნე ვნებათაგან, შენითა მადლითა, და ღირს ვიქმნე ქონებად, მოგებად გონებისა სიმტკიცესა, ზიარებისათვის წმიდათა შენთა საიდუმლოთა:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთი საიდუმლოთა მეუფისათა, და წმიდა ხორცი მისი მოვიღოთ წმიდა და ყოვლად პატიოსანი სისხლი მისი:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო და სიტყვაო ღმრთისაო, წმიდა-მყავ მე სრულიად აწ მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმიდისა დედისა შენისა ვედრებითა:

კონდაკი, ხმა, ბ. ზენათა ძიებითა

საღმრთოსა ხორცისა და სისხლისა, მოღება ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ ნუ დასასჯელ ამით ზიარება, და ნუ თანა-მდებ, არამედ განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა და უკვდავებისა:

გალობა, ზ. სძლისპირი

ხატისა მისთვის ოქროსა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

წყარო სახიერებისა, არს ზიარება ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო, რათა გადიდებდე:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
რათა განვერნეთ ვნებათაგან მტერისათა, იწროებათა და ყოველთაგან სალმობათა შიშით, სიყვარულით და სურვილით კაცთმოყვარე, მოვილტვი აწ, შენისა მიმართ უკვდავისა და საღმრთოÎსა საიდუმლოÎსა და გიგალობ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულო ჩემო უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა. სულთქმით ცრემლეოდე მკერდსა ცემით, ხმობდი და იტყოდი - ღმერთო განმწმიდე მე ვითარცა მეძავი ცოდვათა ჩემთაგან ღმერთო მამაო ჩვენთაო:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მაცხოვარი ქრისტე შევ ზესთა ცნობისა ღვთივ-მიმადლებულო, გევედრები შენ წმიდასა, ლმობიერად მონა შენი არაწმიდა, მნებებელი აწ, ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მოახლებად, განმწმიდე მე, ყოვლისაგან შეგინებისა, ხორცთა და სულისა:

გალობა,  Ç. სძლისპირი

სახმილად გარდამოსულსა, ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ტროპარი

წმიდისა ზეციერისა, და შესაძრწუნებელისა საიდუმლოსა, და საღმრთოÎსა სერობისა, საიდუმლოდ ზიარებასა, ღირს-მყავ. აწ სასოწარკვეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მოწყალებისა შენისა მომართ მოვივლტვი სახიერ, და ვხმობ შიშით, ჩემთანა ეგე მაცხოვარ, და მე შენთანა ვითარცა ვსთქუ, რათა ესერა მინდობითა წყალობათა შენთათა ვსჭამ ხორცსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვსძრწი შეწყნარებად ცეცხლისა, ნუ უკვე შემწვას ვითარცა ცვილი, და ვითარცა თივა, ჰოი, საშინელი საიდუმლო, ჰოი, მოწყალება ღმრთისა, თუ ვითარ, საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა მე თიხა, ესე ვეზიარო და უკვდავ ვიქმნე:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
საღმრთო პური ცხოვრებისა საშოსა შენსა ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო, და დაიცვა უვნებელად უბიწოო. ამისთვისცა, ვითარცა მზრდელსა ჩვენსა გიგალობთ შენ ყოველნი, უკუნისამდე.

გალობა, თ. სძლისპირი

დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩვენდა განხორციელდა. განგვანათლებს დაბნელებულთა და შემკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:
გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
განიცადეთ და იხილეთ ქრისტე არს უფალი, რათა ჩვენთვის მსგავს ჩვენდა, ქმნილი მოვიდა და კვალად მომავალ არს. და ერთ გზის თავი თვისი შესწირა, ვითარცა მსხვერპლი თვისისა მამისა, და მარადის დაიკლის განწმედადა მიმღებელთა მისთა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
სული ჩემი ხორცთა თანა განსწმიდე მეუფეო, და განანათლე შენ საღმრთოდ, რათა იქმნას სახლ შენდა, და ზიარ იქმნას საიდუმლოთა შენთა, სიწმიდით ერთ არსად მამისა თანა, და სულისა შენისა თანა მცნობელი კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ცეცხლი მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი ხორცი შენი, და სისხლი შენი პატიოსანი მაცხოვარო ჩემო, შემწველ ცოდვათა ნივთსა და დამწველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე, თაყვანისმცემელი შენისა ღვთაებისა:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთი განხორციელდა წმიდათა, სისხლთა შენთაგან, რომლისათვისცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ დედოფალო, და სიმრავლე გონიერთა გადიდებს, ვითარცა შენ მიერ ბრწყინვალედ მხილველნი, ყოველთა მეუფისა ბუნებით კაცთათა:
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ფსალმუნი, 22

უფალმან მწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორს აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაÎ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწულმან. წყალობაÎ შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

ფსალმუნი, 23

უფლისაÎ არს ქვეყანა და სავსებაÎ მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. რამეთუ მან თავადმან ზღვათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმინდასა მისსა? უბრალოÎ ხელითა და წმიდაÎ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევაÎ უფლისაგან და წყალობაÎ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა, აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაÎ. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაÎ? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაÎ. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაÎ? უფალი ძალთაÎ თავადი არს მეუფე დიდებისაÎ.

ფსალმუნი, 115

მრწმენა, მე, რომლისათვისცა ვიტყოდე, ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. და ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. რაÎ მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? სასუმელი ცხოვრებისაÎ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო, ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთაÎ. ჰოი, უფალო, მე მონაÎ შენი და ძე მხევლისა შენისაÎ; განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი. შენდა შევწირო მსხვერპლი ქებისაÎ და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ!
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილულია (3-გზის). მეტანია (3-გზის).

ტროპარნი. ხმა 3

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელსყვენ უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განსწმიდე, და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა ხორცისა და სისხლისა შენისა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო რომელსა გაქვს დიდი წყალობა:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არა ღირსმან, ხოლო უკეთუ ვიკადრო შენდა წარმოდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რათა არა არს სერობისა, დასჯილებაÎ და მხილებაÎ, და შეგინებაÎ მრავალმცოდველისა სულისა ჩემისა განსწმიდე უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი წმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა. ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო:
უფალო შეგვიწყალენ (40 ჯერ) და მეტანია რაოდენიცა გენებოს.
ოდეს გენებოს ხორცი სამეუფო მიღებად ჰოი, კაცო:
შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს:
და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთოÎ, და შერთუაÎ მისთანა: დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოÎსა მის.

ლოცვა წმ. დიდისა ბასილისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედისა, დაუსაბამოÎსა მამისა თანა სამარადისოო, ძეო და თანა დაუსაბამოო, რომელმან მრავლისა სახიერებისათვის, უკანასკნელთა დღეთა, ხორცნი შეიმოსენ, და ჯვარს ეცვი და დაიკვალ, ჩვენ უმადლოთა და ძვირის-მოქმედთათვის, და თვისითა სისხლითა განაახლე განხრწნილი ცოდვითა ბუნება ჩვენი. თვითუკვდაო მეუფეო, შეიწირე ჩემ ცოდვილისა სინანული, და მოჰყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყვათა ჩემთა, რამეთუ ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა, რამეთუ განვარისხე სახიერება შენი, და მცნებათა შენთა გარდავხედ, არცა ვისმინე ბრძანებათა შენთა, არამედ შენ, უფალო, რომელი ძვირუხსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა, მარადის მომლოდნემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქვი, კაცთმოყვარეო, წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ: "ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ხელთა შენთა დაბადებულისა წარწყმედა, და არცა გთნავს წარწყმედა კაცთა, არამედ გნებავს ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ამისთვისცა დაღაცათუ არა ღირს-ვარ ცასა და ქვეყანასა, და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა, ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე, და ხატი შენი უხმარ-ვჰყავ, არამედ ვინაÎთგან ქმნული და დაბადებული შენი ვარ, არა უმეცარ ვარ თვისსა ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ; შემიწყნარე უკვე მეცა, კაცთმოყვარეო უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზვერე და ვითარცა უძღები, და აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უძლურებანი კაცთა განჰკურნენ, და მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შენთა მოუწოდე განსვენებად; რომელი არა მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდითა შიშსა შინა შენსა, რათა წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩემისათა, სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი, შევერთო წმიდასა ხორცსა შენსა და სისხლსა, და მაქვნდე შენ დამკვიდრებულად, და ეგო ჩემ-შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რათა არა სასჯელ მეყოს მე ზიარება ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ხორცით, რომელთაცა უღირსად ვეზიარები, არამედ მომეც მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვად ჩემდამდე, დაუსჯელად მოღება ნაწილი სიწმიდეთა შენთა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზალ ცხოვრებისა საუკუნოÎსა, და კეთილ-მითვალულ სიტყვისსაგებელ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა შენსა, რათა მეცა ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ ვიქმენ უხრწნელთა კეთილთა შენთა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, უფალო, რომელი მათთანა დიდებულ ხარ უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, 2

უფალო ღმერთო ჩემო, ვუწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ამისთვისცა, რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს, და არა გაქვს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მოიდრიკო, არამედ, ვითარცა მაღლიო დაიმდაბლე თავი თვისი ჩვენთვის, აწცა მიითვალე სიმდაბლე ჩემი, და ვითარცა თავს-იდევ ქვაბსა შინა შობა, და ბაგასა უსიტყვთასა მიწვენა, ეგრეთვე ღირს-იჩინე ბაგასა უსიტყვსა სულისა ჩემისასა, და შეგინებულთა ხორცთა ჩემთა შემოსლვად, და ვითარცა არა უღირსჩინე შესვლად და სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სვიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსლვად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა, და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი, და ცოდვილი მოსრული, და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყნარე მეცა ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი და ვითარცა არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმიდა ამბორისმყოფელი შენი. ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა და უარაწმიდესთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ მეყავნ მე ნაკვერცხალი ყოვლადწმიდისა ხორცისა, და უხრწნელისა სისხლისა შენისა, განმწმედელ და განმანათლებელ, და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ხორცთა და აღმასუბუქებელ სიმძიმისა მრავალთა ცოდვათა ჩემთასა, და საცოდ ყოვლისა საეშმაკოსა მოქმედებისა, საძლეველ და შესაბრკოლებელ ძვირთა და ბოროტთა ჩვეულებათა ჩემთა, მომაკვდინებელ ვნებათა, დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოÎსა მადლისა შენისა და თვისებად სუფევისა შენისა. არა ვითარცა შეურაცხისმყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ ვითარცა კადნიერი გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა, რათა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა შენისა, სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა; ამისთვის გევედრები შენ, რამეთუ მხოლო ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო, განსწმიდე სული ჩემი და ხორცნი, გონება და გული, თირკმელნი, და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე, და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა, და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ხელის-აღმპრობელ, წარმართე მშვიდობასა შინა ცხოვრება ჩემი, და ღირს-მყავ მე მარჯვენით დგომად წმიდათა შენთა თანა, ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, უსხეულოთა მსახურთა და უხრწნელთა ძალთა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, ამინ.

ლოცვა წმიდისა სიმეონ მეტაფრასისა, 3

მხოლოდ წმიდაო და უხრწნელო უფალო, რომელმან გამოუთქმელითა წყალობითა კაცთმოყვარეობისათა, ყოვლითურთ მიიღე თბეÎ ჩვენი წმიდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, და იშევ შენ ზესთა ბუნებისა მოსლვითა საღმრთოÎსა სულისათა და სათნოყოფითა სამარადისოÎსა მამისათა, ქრისტე იესო, სიბრძნეო ღვთისაო, მშვიდობაო და ძალო, რომელმან სიმდაბლითა შენითა ცხოველსმყოფელი და საცხოვრებელი ვნება შეიწყნარე, ჯვარი, სამსჭვალნი, ლახვარი და სიკვდილი, მოაკვდინენ სულისაცა ჩემისა განმხრწნელნი ხორცთა ვნებანი; რომელმან დაფლვითა შენითა ჯოჯოხეთისა მეუფება წარმოსტყვენე. დაფლენ კეთილისა გულისსიტყვისა მიერ ჩემნიცა ბოროტნი გულისზრახვანი, და ბოროტნი სულნი განაქარვენ, რომელმან მესამისა დღისა ცხოვრება-შემოსილითა აღდგომითა შენითა პირველი მამა აღადგინე დაცემული, აღმადგინე მეცა ცოდვისა მიერ შებრკოლებული, სინანულისა სახისა დადებითა, რომელმან დიდებულითა ამაღლებითა შენითა განღმრთობილი ხორცი, რომელი მიიღე, ამას მარჯვენით მამისა ჯდომითა პატივ-ეც, ღირს-მყავ მეცა ზიარებითა წმიდისა შენისა საიდუმლოÎსათა, მარჯვენით ნაწილს ცხონებულთასა მიმთხვევად; რომელმან მოსვლითა ნუგეშინისმცემელისა სულისა შენისათა, ჭურჭელ-პატიოსან ჰყვენ სამღვდელონი მოწაფენი შენნი, მეცა მადლისა მათისა შემწყნარებელად და ზიარად გამომაჩინე; რომელსა გეგულვების კვალად მოსვლა განკითხვად სოფლისა სიმართლით, სათნომიყავ მეცა, რათა მიგეგებო ღრუბელითა მსაჯულსა და შემოქმედსა ჩემსა ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა მოუკლებლად დიდებისგმეტყველებდე და გიგალობდე შენ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მისივე, 4

ვითარცა საშინელისა და პირუთვნებელისა სამსჯავროÎსა შენისა წინაშე მდგომარე ქრისტე ღმერთო დასჯისასა მომღები, და სიტყვისგებად ბოროტთა საქმეთა ჩემთათვის. ეგრეთ დღეს პირველ მოწევნამდე დღისა, მის დასჯისა ჩემისასა, წმიდისა საკურთხეველისა მიმართ მდგომარე ვარ წინაშე შენსა, და წინაშე საშინელთა, და წმიდათა ანგელოსთან, შენთა დასჯილი თვისისა სინდისისაგან, მოვიხუამ ბოროტთა, და უსჯულოებისა ჩემისა საქმეთა განვაცხადებ მათ და განვაქიქებ, იხილე უფალო სიმდაბლეÎ ჩემი, და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილე, რამეთუ განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა უსჯულოებანი ჩემნი, რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვაÎ არა ვყავ, რომელი ძვირი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა ხოლო საქმითაცა ვქმენ სიძვაÎ, მრუშებაÎ, ამპარტავნებაÎ, ზვაობაÎ, ფიცი, გმობაÎ, უქმისმეტყველებაÎ, სიცილი უჯეროÎ, მთვრალობაÎ, ნაყროვანებაÎ, უძღებებაÎ, სიძულვილი, შური, ვეცხლისმოყვარებაÎ, სახმართ-მოყვარებაÎ, ანგარებაÎ, თავისმოყვარებაÎ, დიდებისმოყვარებაÎ, გატაცებაÎ, უსამართლობაÎ, სიძაგლის-შეძინებაÎ, ხდომაÎ, წყვევაÎ, უსჯულოებაÎ ყოველნი საცნობელნი ჩემნი, და ყოველნი ასონი შევაგინენ, განვხრწენ, უხმარ-ვყვენ, და ყოვლითურთ საფარად ეშმაკთა ვიქმენ, და უწყი უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა, და წყალობა გამოუთქმელისა ძვირ-უხსენებელობისა შენისა სახიერებაÎ, და არა არს ცოდვა მძიმე კაცთმოყვარებისა შენისა. ამისთვისცა ყოვლადსაკვირველო მეუფეო ძვირუხსენებელო უფალო, საკვირველ-ჰყავ წყალობაÎ შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩვენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცეÎ კეთილ-ნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი, შემიწყნარე მეცა, რომელმან უზომოდ ვჰსცოდე შენდამი სიტყვით და საქმით, და გულისთქმითა უჯეროÎთა და გულისსიტყვათა უსიტყურითა. და ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულნი შეიწყნარენ, რომელთა ვერარაÎ ღირსი სასყიდლისა იმოქმედეს, ეგრეთ შემიწყნარე მეცა ცოდვილი, რამეთუ ფრიად ვსცოდე, და შევიგინე, და შევაწუხე სული შენი წმიდა, და განვამწარენ კაცთმოყვარენი, ნაწლევნი შენნი, და საქმით, და სიტყვით, და გონებით, ღამესა შინა, და დღესა შინა, ცხადად და დაფარულად, ნებსით და უნებლიეთ. და უწყი, რამეთუ წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა, ჩემ წინაშე ეგე ვითართა, რომელნი იქმნეს ჩემ მიერ და მიმხდი სიტყვასა მათთვის, რომელნიცა მეცნიერებით ვსცოდე შეუნდობელად. არამედ უფალო, უფალო, რათა არა მართლითა მსჯავრითა შენითა, არცა გულისწყრომითა შენითა მამხილო მე. მიწყალე მე უფალო, რათა არათუ მხოლოდ ოდენ უძლურ ვარ, არამედ დაბადებული შენი ვარ. შენ უკვე უფალო დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი, ხოლო მე ბოროტი შენ წინაშე ვყავ. შენ მხოლოსა შეგცოდე. არამედ გევედრები, ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა. რათა უკეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე უფალო, უფალო ვინმე დაგითმოს, რამეთუ მე ვარ უფსკრული ცოდვათა, და არა ვარ ღირს, არც კმა აღხილვად, და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, რომელთა არა არს რიცხვი. რათა ყოველი ბოროტისმეტყველება, და ხელოვნება საეშმაკო, და განმხრწნელობა, ხდომა, ჩუკენობა, წულთმხრწნელობა, ძვირის ხსენება, წურთა ცოდვისა მიმართ უსიტყვება, და სხვანი რიცხვით ბევრნი ვნებანი, არა მოაკლდეს ჩემგან, რათა რომლითა ცოდვითა არა განვიხრწენ. რომლითა ბოროტითა არა შევიპყარ. ყოველი ცოდვა ვქმენ, ყოველი არაწმიდებაÎ დავისახენ სულსა შინა ჩემსა, უხმარ-ვიქმენ შენ ღმრთისა ჩემისა, და კაცთა. ვინ აღმადგინოს მე ვითართა ბოროტთაგან, ესე ვითარად დაცემული შეცოდებითა. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გესავ, უკეთუ არსღა ჩემდა სასოებაÎ ცხოვრებისა. სძლოს კაცთმოყვარემან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა. მეყავნ მე მაცხოვარ, და მოწყალებისაებრ შენისა, და წყალობისა შენისა მილხინე. მომიტევე, შემინდევ მე ყოველი რაოდენი გცოდე შენ, რამეთუ მრავლითა ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და არა არს ჩემ შორის სასოება ცხოვრებისა. მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და ნუ მომიძაგებ მე საქმეთაებრ ჩემთა, და ნუ დამსჯი მე მოქმედებათაებრ ჩემთა, არამედ მომაქციე, შემეწიე, და იხსენ სული ჩემი, შემთხვევათაგან მათთა ბოროტთა, და ძვირთა ცთომათაგან. მაცხოვნე მე წყალობისა შენისთვის, რომელსა სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი შენი, და გაქებდე, და გადიდებდე შენ ყოვლადვე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და მაცხოვარი შეცოდებულთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლადწმიდით, და სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმიდისა მამისა იოანე დამასკელისა, 5

მეუფეო უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქვს ხელმწიფება კაცთა ცოდვათა მოტევებისა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, უგულებელსჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი მეცნიერებით და უმეცრებითნი, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად საღმრთოთა და დიდებულთა, და უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუ სიმძიმედ, ნუცა სატანჯველად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ სალხინებელად და წმიდა-მყოფელად და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა, და ზღუდედ და შემწედ, და საძლეველ წინააღმდგომთა და აღსახოცელ მრავალთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარების, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა დიდისა ვასილისა, 6

უწყი, უფალო, რამეთუ უღირსად მოვიღებ უხრწნელსა ხორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა, და თანამდებ ვარ დასასჯელად თავისა ჩემისა, ვსჭამ და ვსვამ, ვერ განმკითხველი ხორცისა და სისხლისა შენ ქრისტესა და ღმრთისა ჩემისასა; არამედ წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ შენისა მომართ მეტყველისა: რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემ შორის ჰგიეს და მე მის შორის. მოწყალე იქმენ უკვე, უფალო, და ნუ მამხილებ მე ცოდვილსა, არამედ ჰყავ ჩემთანა წყალობისაებრ შენისა, რათა მექმნას მე წმიდა ესე საკურნებელ და განმწმედელ და განმანათლებელ, და მცველად და მაცხოვრად, და წმიდამყოფელად სულისა და ხორცთა საძლეველ ყოვლისა საოცრებისა და ბოროტისმოქმედებისა, და საქმისა საეშმაკოÎსა საცნაურად ასოთა შინა მოქმედებულის, კადნიერებად და სიყვარულად უნდა  წარსამართებლად ცხოვრებისა, და უცრომელად აღმატებად სათნოებისა და სისრულედ და აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად საგზლად ცხოვრებისა საუკუნოÎსა, სიტყვის-საგებელ, კეთილ-მითვალულ საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად.

სხვა ლოცვა საღმრთოთაგან თქმულთა წმიდისა ზიარებისა,
სიმეონ ახლისა ღმრთის-მეტყველისა
7

შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არა-წმიდისაგან ენისა, სულისაგან შემწიკვლებულისა, შეიწირე ვედრება ჩემი ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუცა სიტყვათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხვინოებათა. მომეც კადნიერებით სიტყვად, რომელიცა მნებავს ქრისტე ჩემო, უფროისღა მასწავე მე, რაი ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყვად. ვჰსცოდე უფროს მეძვისა, და მაუწყე სადა იყოფვი. მირონისა მსყიდველი მოვიღე კადნიერებით ცხებად ფერხთა შენთა, ქრისტეს ჩემისა, მეუფისა და ღვთისა, ვითარცა იგი არა განჰსდევნე, მოსრული. გულითა ნუცა მე მომიძაგებ სიტყვაო. ფერხნი შენნი მომცენ დაპყრობად, და ამბორის-ყოფად მდინარითა ცრემლითა. ვითარცა მრავალ სასყიდლითა მირონითა, ესე კადნიერებით გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით სიტყვაო. მომიტევენ, შეცოდებანი ჩემნი და მომმადლე მე შენდობაი. უწყი ბოროტთა სიმრავლე, და უწყნი წყლულებანი ჩემნი და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ სარწმუნოებით უწყი. და მნებებელობასა ჰხედავ, და სულთქმათა ისმენ, არა დაგეფარვის შენ ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო, არცა ცუარნი ცრემლთანი, არცა ცუარნი ნაწილთა რაითამე. რომელნი არა მექმნნეს მე, იხილეს თვალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს. იხილე სიმდაბლეი ჩემი, იხილე შრომაი ჩემი რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი, მომიტევე მე ღმერთო ყოველივე, რათა განწმედილითა გულისა, მძრწოლვარითა გონებითა, და სულითა შემუსრვილითა, უხრწნელთა და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო. რომლითა განღმრთელდების, და განცხოველდების ყოველი მჭამელი, და მსმელი გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქვი მეუფეო ჩემო, ყოველი მჭამელი ხორცისა ჩემისა, და მსმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა. ჭეშმარიტად-არს ყოვლადვე სიტყვა მეუფისა და ღვთისა ჩემისა. ხოლო საღმრთოთა და ღვთით-მყოფელთა, მადლთა მიმთხვეული, არა თავით თვისით ვარ, არამედ შენ მიერ ქრისტე ჩემო. ნათლითა სამ-ბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო. რათა არა მხოლოდ ვიყო, თვინიერ შენსა ცხოვრების-მომცემელისამ. სულ-თქმისა ჩემისა, ცხოვრებისა ჩემისა, სოფლის-მაცხოვრისა, ამისთვის შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ ცრემლითა, და სულითა შემუსრვილითა. დახსნასა შეცოდებათასა ვითხოვ, მოღებად ჩემდა. და შენთა ცხოვრებისმომცემელთა, და უბიწოთა საიდუმლოთა დაუსჯელად ზიარებად, რათა დაადგრე ვითარცა სთქვი ჩემთანა სამგზის საწყალობელისა, რათა არა თვინიერ მადლისა შენისა, მპოვოს მე მზაკვარმან მან, და წარმიტაცოს მე ზაკვით, მაცთუნოს მე ზაკვით. მაცდუნოს, და განმაშოროს ღვთივ-ქმნულთა სიტყვათა შენთა. ამისთვის შეგივრდები, და მხურვალედ გიხმობ შენ. ვითარცა უძღები შეიწყნარე, და მეძავი მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა მეძავი, და უძღები მოწყალეო. სულითა შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი მაცხოვარო, რამეთუ სხვამან არავინ შეგცოდა, ვითარცა მე. არცა ჰქმნა საქმე, რომელ მე ვჰქმენ, არამედ ესე უწყი, ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღვთისა ჩემისა, მრავალსა სულგრძელებასა, და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა, და თანალმობითა მხურვალედ შემნანებელთა, განჰსწმედ, და განანათლებ, და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა. ზიარად ღვთაებისა შენისა იქმ მათ უხრწნელად და უცხოდ ანგელოზთა, და კაცთა ცნობისა. თანაექცევით მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყვარეთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე, ესენი შემიწყნარებენ ქრისტე ჩემო. და ვესავ სიმდიდრესა ქველის-მოქმედებისა შენისასა ჩემდა მომართ, მოხარული და შეძრწუნებული, ერთბაშად, ცეცხლსა ვეზიარები, თივა ესე. და უცხო საკვირველი, შევიცვრები შეუწველად, ვითარ უკვე მაყვალი ძველად შეუწველად მგზნებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით. მადლობისა ასოთ, და ხორცით ჩემით, თაყვანის-გცემ და გადიდებ, და დიდების-გმეტყველებ ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ ხარ აწ და უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა
8

ღმერთო მილხინე, მომიტევე, შემინდვენ მე შეცოდებანი ჩემნი. რაოდენიცა გცოდე შენ, საქმით, ანუ სიტყვით, ანუ გონებით, ნებსით ანუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, ყოველივე შემინდევ, ვითარცა სახიერმან, და კაცთმოყვარემან. მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა, გონიერთა შენთა მსახურთა, და წმიდათა ძალთათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, დაუსჯელად სათნო-მიყავ მე შეწყნარებად, წმიდასა, და უხრწნელსა ხორცსა შენსა, და პატიოსანსა სისხლსა შენსა, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და აღსახოცელად ბოროტთა გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მისივე
9

არა ვარ კმა, მეუფეო უფალო, რათა შემოხვიდე სართულსა ქვეშე სულისა ჩემისასა, არამედ უფროსღა ინებე შენ ვითარცა კაცთმოყვარემან დამკვიდრებად, ჩემ შორის. კადნიერებით მოვალ, ჰბრძანე, რათა განმეღოს კარი, რომელი მხოლო დამბადებელი ხარ, და შემოხვიდე, ვითარცა კაცთ-მოყვარე ხარ. შემოვედ უკვე, და განანათლე დაბნელებული გონება ჩემი. მჰრწამს, ვითარმედ ესე ჰყო. რამეთუ მეძავი, ცრემლით მოსრული, არა განჰსდევნე, არცა ავაზაკი განარე, რომელმან იცნა მეუფება შენი. არცა რომელი მდევარ იყო დაუტევე, შეინანა რა. არამედ სინანულით მოსრულნი შენდა ყოველნი, გუნდსა მოყვარეთა შენთასა დააწესენ, რომელი მხოლო კურთხეულ ხარ ყოვლადვე აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.

მისივე
10

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო მილხინე, მომიტევე, შემიწყალე და შემინდევ მე ცოდვილსა, და უხმარსა, და უღირსსა მონასა შენსა შეცოდებანი, და ცოდვანი ჩემნი, და ცოდვით დაცემანი. რაოდენიცა სიყრმით ჩემითგან, დღეინდელად დღედ, და ჟამამდე გცოდე. უკეთუ ცნობით, ანუ უმეცრებით, უკეთუ სიტყვით, და საქმით. ანუ გულის-თქმით, და გონებით, და დაწყებით, და ყოვლით საცნობთ ჩემით. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, ყოვლად უხრწნელისა, და მარადის ქალწულისა მარიამ დედისა შენისათა, მხოლოისა ურცხვენელისა სასოებისა, და შუამდგომელისა, და მაცხოვრისა ჩვენისათა, ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად ყოვლად-წმიდათა, უკვდავთა ცხოველისმყოფელთა და საშინელთა საიდუმლოთა შენთა. მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად, სიმტკიცედ, საკურნებელად, და სიმრთელედ სულისა ხოლო და ხორცთა, და აღსახოცელად, და სრულიად უჩინო-მყოფელად ბოროტთა გულისსიტყვათა, და გულის-თქმათა ჩემთა, პირველთაგანვე მოღებულთა, და ღამის საოცრებათა, ბნელთა და ბოროტთა სულთა. რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, თანა მამით და სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე დამასკელისა
11

წინაშე კარსა ტაძრისა შენისასა წარდგომილ ვარ, და ბოროტთა გულის-სიტყვათაგან არა განვეშორები. არამედ შენ ქრისტე ღმერთო, მეზვრე განამართლე, ქანანელი შეიწყალე, და ავაზაკსა სამოთხისა ბჭენი განუხვენ, განმიხვენ მეცა ნაწლევნი კაცთ-მოყვარებისა შენისანი. შემიწყნარე მეცა მოსრული, და შემხებელი შენი, ვითარცა მეძავი, და სისხლ-მდინარე. რამეთუ ერთი იგი, რომელი ფესვსა სამოსლისა შენისასა შეეხო, სენთა კურნება მიიღო, ხოლო რომელმან უხრწნელი ფერხი შენი შეიპყრა, განჰხსნა ცოდვათა წარიღო. ხოლო მე უბადრუკი ყოვლითურთ მრთელსა ხორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად, რათა არა დავიწვა. არამედ შემიწყნარე მე, ვითარცა იგინი, და განანათლენ სულისა ჩემისა საცნობელნი. დაჰსწვენ ჩემნი ცოდვისა მიმართ მიდრეკილებანი. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, და ზეცისა ძალთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა თქმული წმ. დიდისა ბასილისა
12

გმადლობ შენ უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშისცემისაო. გიგალობ შენ იესო ქრისტე ძეო და სიტყვაო ღვთისაო, რომელი განჰკაცენ ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა. გადიდებ შენ მეუფეო კაცთაო, სულო წმიდაო ცხოველს-მყოფელო. განმწმედელო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო. სამებაო სრულო, მოუკლებელო, მიუწდომელო, გამოუთქმელო, დაუსაბამოო ღმერთო ჩვენო. რომელმან ღირს-მყავ მე უღირსი ესე წარდგომად წმიდასა საკურთხეველსა შენსა, ჟამსა ამას საშინელსა. წმიდისა ამის და შესაძრწუნებელისა მსხვერპლისა შენისა შეწირვისასა. გევედრები, უფალო კაცთ-მოყვარეო, ღირს-მყავ მე გლახაკი ესე და ყოვლად-უღირსი და ცოდვილი მონა შენი, ღირსებით და სიწმიდით ზიარებად უხრწნელთა მათ და ყოვლად-წმიდათა შენთა საიდუმლოთა. ნუ სატანჯველად და დასასჯელად ჩემდა, ნუცა დასართველად ცოდვათა ჩემთა. არამედ განსაწმედელად სულისა და ხორცთა. წინდად საუკუნოისა სასუფეველისა შენისა. აღსახოცელად ჩემთა ცოდვათა, ზღუდედ ჩემდა. და გარემისაქცეველად ყოველთა წინა-აღმდგომთა უხილავთა მტერთა ჩემთა, მომხედენ მე უფალო მაღლით წმიდით შენით. და აკურთხენ და წმიდა-ჰყვენ ყოველნი ასონი სულთა და ხორცთა ჩემთანი, ძალითა შენითა წმიდითა. ვიცი უფალო, ვიცი და არა უარვჰყოფ ვითარმედ ფრიად შეგცოდე და განგარისხე და არა ღირს-ვარ ყოვლადვე ზე აღხილვად ზეცად მიმართ. ანუ თუ მიხედვად წმიდასა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა. მიხსენ მე ძეო ღვთისაო, მიხსენ და ნუ მრისხავ. უსასყიდლოდ შემიწყალე, და ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა რამეთუ ბოროტ არიან, და ნუ აღრაცხავ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მრავალ და ურიცხვ არიან. და ნუ განიკითხავ გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ არაწმიდა არიან. და ნუ იხილავ განზრახვათა ჩემთა, რამეთუ შესვარულ არიან. მე ამათ ვიტყვი და აღვიარებ და დავჰსწერ, შენ შემინდევ, მომიტევენ და აღხოცენ. მიხსენ მე უფალო, მიხსენ მე, რამეთუ ყოვლადვე შეგივრდები. დაღაცათუ მრავალარიან შეცოდებანი ჩემნი შენდამი მეუფეო, არამედ უფროს და უმაღლეს წყალობანი შენნი ჩემდა მომართ სახიერო, რამეთუ შენმარადის მწყალობ, და მე განგარისხებ. შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები. შენ სიწმიდით ცხოვრებასა მიბრძანებ და მე მცნებათა შენთა გარდავალ. შენ მხადი და მე გევლტი. ესრეთ ყოვლითურთ წინა-აღმდგომ შენდა არს ცხოვრება ჩემი. ჰოი, უფალო კაცთ-მოყვარეო რომელმან სისხლი შენი პატიოსანი მიეც სახსრად მონათა შენთათვის. მიხსენ მე უსჯულოებათა ჩემთაგან, რომელმან განჰსწმიდე წიდოვანი იგი განჰსწმიდე მწიკვლევანებაცა ვნებათა ჩემთა. და ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა სიმრავლე უგულებელს-ჰყავ. რომელმან შეიწყალე ქანანელი იგი, შემიწყალე მეცა ძეო ღვთისაო. რამეთუ არა თუ ასული ჩემი, არამედ სული ჩემი საწყალობელი იგვემების ეშმაკთაგან ბოროტთა. განჰსწმიდე გული ჩემი გულის-სიტყვათაგან შეგინებულთა და გვამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა. ყოვლადვე განმწმიდე მე უფალო, რამეთუ სრულიად შეგინებულ ვიქმენ. უფალო, რომელმან ბაბილოვნისა მძაფრი იგი სახმილი დაშრიტე. დაშრიტე მხურვალებასა ესე გულისა ჩემისა. და მდუღარება უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა უწყი რამეთუ კაცი მდაბალი და უძლურ-ვარ, კაცი გლახაკი და უდებ ვარ მე. ჰე, უფალო, ნუმცა წარვსწყმდები ბოროტად, და ურვეულად. უწყი უფალო, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და თივაი თვით განწმედად ვერ შემძლებელ არს. ამისთვის ვითარცა უწყი და ვითარცა გნებავს, განმწმიდე და მაცხოვნე მე, რათა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემ ზედა. ნუ ჰსძლევენ უფალო ცოდვაი ჩემი წყალობასა შენსა, არამედ წყალობით შემიწყალე მე, და პირველ სიკვდილისა მომმადლე ნაკადული და წყაროი ცრემლთა. რამეთუ შეგინებულ არიან თვალნი ჩემნი და უნაყოფო არს სული ჩემი. ნუ, მოჰსწყვედ მეუფეო უნანელად. უფალო, უფალო შემინდევ, უფალო შემიწყალე, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, უფალო მიხსენ და განმარინე მე. და ყოველნი მოყვარენი ჩემნი და მტერნი ჩემნი. რამეთუ ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთხარ შეგვინდევ და განგვწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან ძვირის ხსენებისა. უფალო შენ უწყი ვითარცა გულ-მეცნიერმან, რამეთუ არა ვითარცა შეურაცხებით მოუხდები წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა, დაღაცათუ უღირს ვარ მოღებად მათდა, არამედ სარწმუნოებითა მხურვალითა შიშით და ძრწოლით ვიკადრებ, რამეთუ უკეთუ სრულიად განვეშორო მათგან სრულიადცა წარვჰსწყმდე მდაბალი ესე და გლახაკი, და თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთამნთქას და წარმწყმიდოს მე. მიხსენ მე უფალო მწარისა მისგან გველისა, გარე-მიაქციენ ისარნი მისნი, და განჰსდევნენ ჩემგან ბოროტნი გულის-სიტყვანი, მსწრაფლ-განმრყვნელნი და დამამდაბლებელნი ლოცვათა ჩემთანი. დამიფარე უფალო ყოვლისაგან ბოროტისა. დამიცევ მე უფალო, ყოვლისაგან ცთომისა. მიხსენ მე უფალო, ყოვლისაგან წვალებისა, და ღირს-მყვენ უფალო, მართლმადიდებლობისა სიტყვითა წარდგომად შენსა, დღესა მას სიტყვის გებისა ჩემისასა. ოდეს იგი მიაგებდე თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოიხსენენ უფალო ყოველნი მამანი და ძმანი ჩვენნი, სულიერნი და ხორციელნი, რომელნი ჭირსა შინა და იწროებასა და ტანჯვასა შინა არიან. გევედრები უფალო, განუსვენე პირველ-გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა სულიერთა და ხორციელთა, რომელნი ტყვეობასა შინა არიან. უფალო გამოიხსნენ და რომელნი სულთაგან არა-წმიდათა იტანჯებიან განათავისუფლენ, რომელთაგან პირველი მე ვარ. უცხონი უფალო დაიცვენ, შეცოდებულთა უფალო სინანული მოჰმადლე, სნეულნი უფალო განჰკურნენ, და ჩვენ ყოველნი უფალო შეგვიწყალენ და შეგვინდვენ. და მარჯვენით შენსა მდგომარეთა თანა ღირს-მყვენ. მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღვთის-მშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. ძლიერებითა ცხოველს-მყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა. ვედრებითა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა. და დიდებულთა ქერუბიმთა და სერაბიმთასა. მეოხებითა წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, და წინა-მორბედისა შენისა იოანესითა და იოანე ქალწულ-მახარებელისითა. მეოხებითა წმიდათა და ყოვლად-ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა, და სხვათა წმიდათა მოციქულთათა. მეოხებითა წმიდისა სტეფანე პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამისათა. და სხვათა მათ წმიდათა მოციქულთა შენთათა. და წმიდათა მთავარ-მოწამეთა გიორგი, თეოდორე, დიმიტრი, მერკური, პროკოპი, პანტელეიმონ, კვირიკე და არტემისათა. მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა. მოციქულთა. წინასწარმეტყველთა. მღვდელმთავართა. მახარობელთა. მოწამეთა. მამათა. მოღვაწეთა, და რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.
კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი, სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირსმყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებლად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.
(ხოლო მირახვიდე ზიარებად, ჰსთქვი თავსა შორის თვისსა).

სხვანი ესე მეტაფრასისანი

ესერა მივეახლები, საღმრთოისა ზიარებასა. შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი. არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა:
ხოლო შემდგომად სთქვი:
სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:
კვალად სხვანი ესე:
ღვთის-მშობლისა სისხლისაგან შეძრწუნდი კაცო, ჰხედვიდე რა. რამეთუ ცეცხლი არს უღირსთა შემწველი. ხორცი ღვთისა განმამღრთობს მე, და მზრდის. განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ.
შემდგომად ტროპარი ესე:
დამატკბე სიყვარულითა ქრისტე, და შემცვალე საღმრთოითა სურვილითა შენითა. დაჰსწვენ ცეცხლითა უნივთოითა ცოდვანი ჩემნი, და აღმავსე საშვებელითა შენითა, და ღირს-მყავ, რათა სიხარულით ვადიდებდე სახიერ მრჩობლსა მოსლვასა შენსა:
ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა, ვითარ შევიდე არა-ღირსი, რამეთუ უკეთუ ვიკადრო შესლვად სასძლოსა, სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული, განვიგდები ანგელოზთა მიერ. განწმიდე უფალო მწიკვლი სულისა ჩემისა, და მაცხოვნე ვითარცა კაცთ-მოყვარემან.
მერმე ლოცვა ესე:
მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუმცა დასასჯელ-მექმნების მე სიწმიდე ესე უღირსებისათვის ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად სულისა და ხორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა, და სუფევისა.
ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა კეთილ-არს, და დიდებად უფლისა მიმართ სასოება ცხოვრებისა ჩემისა.
და კვალად:
სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:
ხოლო ოდეს მიემთხვიო ზიარებასა ცხოველსმყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა. აქებდე მეყვსეულად, და ჰმადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღმრთისა მიმართ:
დ ი დ ე ბ ა   შ ე ნ დ ა   ღ მ ე რ თ ო.

 

ესრეთ ლოცვა სამადლობელი

გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ-ყოფად მე სიწმიდეთა შენთ ღირს-მყავ. გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ჩვენთვის მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩვენდა საშინელთა ამათ, და ცხოველ-მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის-საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ხორცთა ჩვენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა ხოლო და ხორცთა, განსადევნელად, ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა. სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფევლისა თვისებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არავინ თავით თვისით ცხოველ-არს, არამედ შენდამი, მეფისა ჩემისა, და ქველის-მოქმედის. და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ხმაი დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე, ღმერთო ჩვენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

სხვა ლოცვა დიდისა ბასილისა

მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთა-თვის, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებითა ყოვლად-წმიდითა, და ცხოველს-მყოფელითა საიდუმლოითა შენითა. გევედრები უკვე სახიერო, და კაცთ-მოყვარეო, დამიცევ მე საფარველსა ქვეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.
რამეთუ შენ ხარ პური ცხოვრებისა, და წყარო სიწმიდისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა სიმეონისა

მომცემელო საზრდელად ხორცისა შენისა ნებსით, ცეცხლ არს და შეჰსწვავს უღირსთა, ნუ დამწვავ მე შემოქმედო ჩემო, უფროისღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამთა, თირკმელთა, და გულსა დაჰსწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განჰსწმიდე. წმიდა-ჰყვენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბაშად. საცნობელნი განმინათლენ. ყოვლითურთ შემსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ, და დამიმარხე მე. ყოვლისაგან საქმისა, და სიტყვისა სულთა განმხრწნელისა. წმიდა-მყავ, განმწმიდე, და განმბანე. წარმიმართე, და გულის-ხმა-მიყავ, და განმანათლე მე. გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა, რათა სადგურ მისდა ვიქმნე, და არა ცოდვისა, და რათა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისათა, ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძვირის-საქმე, და ვნება. სავედრებელად შენდა შევჰსწირავ, წესთ-მთავართა. წინა-მორბედსა შენსა, და ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა. მათ-თანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ვედრებითა შეიწირე მოწყალეო ქრისტე ჩემო. მსახურ-მქმენ, და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩვენთა განმანათლებელი და შენდა ვითარცა ჰშვენის ღვთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა.

სხვა ლოცვა

ხორცი შენი წმიდა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებლად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად, მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა.

სხვა ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობლისა

ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო გმადლობ შენ, რამეთუ ღირსმყავ მე არა-ღირსი, ზიარ-ყოფად უხრწნელისა ხორცისა, პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა, არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშვენ წყარო უკვდავებისა, ცხოველ-მყავ მე მომკვდარი ცოდვითა. წყალობის მოყვარისა მოწყალისა ღვთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დაჰხსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთა. და ღირს-მყავ მევიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვამდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლადწმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად, და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ კურთხეულ ხარ, და დიდებულ უკუნისამდე, ამინ.
ესრეთ:
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთის-მშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ);
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანადებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან;
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

ტროპარი ოქრო-პირისა

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩვენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კონდაკი:
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღვთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო ღირსო ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა. არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ჰლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელთა ეგე მარადის, იღვწი პატივის-მცემელთა შენთა ღვთის-მშობელო.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
გვაკურთხენ.

უკეთუ არს ლიტურგია დიდისა ვასილისა, ითქმის
ტროპარი წმ. ვასილისა:

ყოველსა ქვეყანასა განჰხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენნი, რომლითა ღვთივ-შვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ. წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღვდელობაი განაშვენე. წმიდაო მღვდელმთავარო ვასილი ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კონდაკი:
გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განჰფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქვეყანასა ზედა, და ჰბრწინავ ზეცათა შინა ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ვასილი.

და უკეთუ არის ლიტურგია პირველ-შეწირულისა, ჰსთქვი ესე ტროპარი და კონდაკი წმიდისა გრიგორი დიოლოღოსისა:

ტროპარი:
რომელმან ღვთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგორი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩვენნი.
კონდაკი:
წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემს-მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგორი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მჰსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.

 

1*) ამ ლოცვის მაგივრად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-გზის).


"Georgian Orthodox Prayers" is presented by Besiki Sisauri (M.Div.) and it is part of WELCOME TO SAKARTVELO ©
Prayers are given in original, ancient Georgian language, so, it will be kind of difficult for many non-Georgian or even for Georgian readers to understand it. However, main purpose of the site is to help Georgians spiritually (especially those who are living abroad). To help them to worship the God with an ancient Georgian Orthodox traditions.
To read this material in Georgian you need "Sylfaen" font which is also part of Windows XP.
Visit also another interesting similar Georgian WebSite at http://georthodox.narod.ru created by Mariam Bokhua

HOME

Copyright © 1996-2003
Welcome to Sakartvelo
All rights reserved

Hosted by www.Geocities.ws

1