სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 11, სულ: 23  შემდეგი > 
ბუშის - „კაცი (ადამიანი) რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს“ - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 4/9/2007

„There's a man who has been also swimming against the tide“ ანუ „კაცი (ადამიანი) რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს“ - აშშ პრეზიდენტ ბუშის მიერ 1990 წლის 21 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ გამოყენებული გამოთქმა, რომლითაც დასავლეთმა ზ.გამსახურდია არსებითად კანონგარეშე გამოაცხადა.

ბუშის მტრული გამოთქმა მოჰყვა „გე-კა-ჩე-პე“ პუტჩს, როდესაც პუტჩის საეჭვო მიმდინარეობის გამო ზვიად გამსახურდიამ ეჭვი შეიტანა ამ პუტჩის პროვოკაციულ ხასიათში და მას სსრკ პრეზიდენტის გორბაჩევის მიერ ფარული წარმართვასა და პროვოცირებაზე (პუტჩის დღეებში გორბაჩევი ყირიმში ისვენაბდა). ეჭვი გამოთქმული იყო იმის გამო, რომ პუტჩისტებმა მაშინათვე არ დააპატიმრეს გორბაჩევი და მასთან საეჭვო მოლაპარაკებები გამართეს. ზ.გამსახურდია საფუძვლიანდ ეჭვობდა და ეს გარკვეულწილად დადასტურდა, რომ აპირებდნენ პუტჩის საბაბით სამხედრო მართვის დამყარებას იმ რესპუბლიკებში - რომლებმაც საბჭოთა კავშირიდან გასვლა განაცხადეს.

შემდგომ, ბუშის ეს გამოთქმა ანტიეროვნული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი არგუმენტი გახდა ზ.გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობისას.

რესურსები ინტერნეტში:
Exchange With Reporters in Kennebunkport, Maine, on the Attempted Coup in the Soviet Union, August 21, 1991 (ბუშის გამოსვლა იხ. სრულად)
ადამიანი რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს


August 21: The Soviet putsch was a trying time for Bush, who staked a great deal on his deal with Gorbachov. A remarkable flare- up by Bush came in response to the opinion expressed by Zviad Gamsakhurdia, the president of the Republic of Georgia, that Gorbachov was part of the conspiracy behind the coup. Bush, asked for a reaction, was incensed:

Bush: --say to him he needs to get a little work done on the kind of statements he's making. I mean that's ridiculous. There's a man who has been also swimming against the tide, it seems to me, a little bit. And I don't want to go overboard on this, but he ought to get with it and understand what's happening around the world.

Q: Are you saying that--

Bush: To suggest that President Gorbachov would plot to put the people of the Soviet Union through this kind of trauma and the rest of the world through it just makes absolutely no sense at all. Now, I haven't heard him say that, so I want to hedge it. You've told me he said it; I haven't heard it. So, I've got to be very careful I don't react to something that may not be true. I learned that one a long time ago.

http://www.tarpley.net/bush25.htm


ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო


საკვანძო სიტყვები: გორბაჩევი, ზვიად გამსახურდია, ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა »
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია »
• ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა »
• „გორგასლიანი“ - 1956 »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი