სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  პუტჩები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
პუბლიკაცია 1, სულ: 10  შემდეგი > 
1991 წლის ოქტომბრის პუტჩი
ავტ.: შავლეგო : 1/6/2005

1991 წლის ოქტომბრის პუტჩი - როდესაც სიგუას, კიტოვანისა და ადამიას უკანონო, კრიმინალური შეიარაღებული ფორმირებები - ჭანტურიას ფორმირებებთან ერთად შეეცადენ ეროვნული ხელისუფლების დამხობას. ვიდომასალაში ასახული პუტჩისტების მიერ ზელევიზიის შენობის ოკუპაცია, მათი თავდასხმა მთავრობის სასახლეზე, მათი განდევნა თბილისიდან და დაბანაკება თბილისის ზღვის ერთ-ერთ სასტუმროში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსთაველის პროსპექტზე მომხდარი საშინელი შემთხვევა, რომელიც ირაკლი წერეთლის პარტიას აწევს ცოდვად. მან ვერ აიტანა რისხვა მოსახლეობისა, რომელიც ცდილობდა საკუთარი ინიციატივით რუსთაველის პროსპექტის გათავისუფლებას. წერეთლის პარტიის წევრებმა და წერეთელმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ფეხმძიმე ქალბატონს, რომელიც იქვე დაიღუპა... წერეთლის უშუალო ბრძანებით ოთხი შვილის მამას არმატურის დიდი ნაჭერი ჩაარტყეს თავში და იგი ქალაქის პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს გახლდათ ბატონი ტრისტან ედიშერაშვილი. ასევე განსაკუთრებით აღნსანიშნავია ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზემე გამოსული ექიმი გია აბესაძე, რომელიც კანონიერი ხელისუფლების მომხრე გახლდათ. მან მიტინგზე გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა მისულიყო და ერჩია მოწინააღმდეგეებისათვის შეეწყვიტათ საქართველოსათვის დამღუპველი ქმედება. მაგრამ ამაოდ დაშვრა და პროტესტის ნიშნად იქ, სადაც ე.წ. მეამბოხეები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

თვით პუტჩისტების მხრივ არავინ არ დაღუპულა.

ასახულია აგრეთვე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა მიტინგზე როდესაც იგი ულოცავს ქართველ ხალხს პუტჩის მოგერიებას.

oqtombris_pirveli_putchi_01.gif
პირველი შემოტევა...

oqtombris_pirveli_putchi_03.gif
პუტჩისტები გარბიან თბილისიდან

oqtombris_pirveli_putchi_04.gif
პუტჩისტები თბილისის ზღვის ბუნაგში

 
მხედრიონი შავნაბადაზე


კიტოვანის პუტჩისტები თბილისის ზღვაზე


არაკაცების მეთაურები


ეროვნული ხელისუფლების დამცველები


უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ოპერის მომღერალი მაია თომაძე


 ვიდეო: 1991 წლის ოქტომბრის პუტჩი

© ბესარიონ გუგუშვილი