სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული ხელისუფლება

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 3, სულ: 25  შემდეგი > 
ეროვნული გვარდიის შექმნა, განვითარება და დასასრული
ავტ.: შავლეგო : 1/9/2005
      გვ. 2 გადასვლა გვ.-ზე:    1  [2]

კომენტარი თემის ფორუმებზე განხილვისას:

მაგრამ ყველაზე ობიექტური, მტკიცე და დამაჯერებელ-უტყუარი საბუთი ისაა, რომ გვარდია ფინანსდებოდა (ანუ გვარდიელები ხელფასს იღებდნენ) -- მხოლოდ და მხოლოდ შსს ხაზით -- დაფინანსების არავითარი სხვა ლეგალური საშუალება მისი შექმნისას საბჭოთა კავშირში არ არსებობდა (დაფინანსება კი უზენაესი საბჭოს დამტკიცებული ბიუჯეტით ხდებოდა და მასში არავითარი სხვა მუხლი არ არსებობდა).

მოგეხსენებათ ხელფასი ყველას სჭირდება -- ხელფასის ფონდს ბიუჯეტი იძლევა -- ბიუჯეტი სამინისტროების მიხედვით შედგება -- და რომელი სამინისტროს ბიუჯეტით შეიძლებოდა დაფინანსებულიყო გვარდია? ჯანდაცვის? თუ განათლების? ისე, რომ ყველაფერი იმდროინდელ ობიექტურ რეალობაზე დაიყვანება.

ყველაზე ტრაგიკომიკული იმ დროს კი ის იყო, რომ საქართველოს ბიუჯეტით გათვალიწინებული მთელი ფული (დიახ სწორედ ნაღდი ფული -- ურომლისოდაც არც ერთ ოჯახს არ შეუძლია არსებობა) -- მოსკოვიდან მოდიოდა -- უზენაესი საჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ხელფასისთვისაც და მისი პრემიერ-მინისტრის ხელფასისთვისაც (ისევე, როგორც ყველა სხვა დიდი თუ პატარა მოხელისათვის -- მინისტრიდან დაწყებული და რიგითი მასწავლებლით ან ექიმით დამთავრებული) - საბჭოთა სისტემის თვალსაზრისითაც კი კანონიერი საქართველოს ხელისუფლების უზენაესი საბჭოს მიერ ასევე საბჭოთა კანონების სრული შესაბამისობით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლის ნაწილის შესაბამისად.

თვით გვარდიის სტუქტურული ერთეულის დასახელება „გვარდიის მთავარი სამმართველო“ იმაზე მიუთითებდა რომ იგი არ იყო სამინისტროს დონისა - ასეთები იყვნენ მხოლოდ სამინისტროები და სახელმწიფო კომიტეტები. დასახელება სამმართველო (თუნდაც მთავარი) კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ერთეული სამინსტროზე ან სახელმწიფო კომიტეტზე დაბალი დონისაა და რომელიღაც სამინისტროში ან სახელმწიფო კომიტეტში შედის. ეს რკინის ლოგიკაა!

სიგუა-კიტოვანისა და სხვა პუტჩისტების სპეკულაციები კი გაუთვითცნობიერებელ ხალხზე იყო გათვლილი - და იმუშავა კიდეც -- ასეთები მრავლად იყვნენ -- სამწუხაროდ.

***

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალზე ფართო ცნებაა და მილიცია(პოლიცია)-ზე მისი დაყვანა საბჭოთა გადმონაშთია. მხოლოდ - როგორც მახსოვს, 1991 წლის აგვიტოს შემდეგ - ალბათ სექტემბერში (უკვე სიგუა-კიტოვანის ტყეში გაჭრის შემდეგ) შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო (წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების გარეშე - რაც უდიდეს პრობლემებს გვიქმნიდა) და აგრეთვე გენერალური შტაბი (ორივეში სულ 25 ადამიანი მსახურობდა).

ეს ყველაფერი სულაც არ ამცირებს არც გვარდიას და არც სხვათა შორის შინაგან ჯარს - რომლის მრავალმა მებრძოლმა გმირულად იბრძოლა 1991-1992 წლების პუტჩის დროს.

მაგალითად მინისტრთა საბჭოს შენობას -- ანუ თქვენი მონა-მორჩილის სხეულს -- მხოლოდ შავფორმიანი შინაგანი ჯარის მებრძოლები იცავდნენ. აგრეთვე -- თქვენი მონა მორჩილისა და თვით პრეზიდენტის დაცვაც სწორედ და ზუსტად შსს სამინსტროში იყო გაფორმებული და ხელფასს იქიდან იღებდა.

ეს ყველაფერი ობიექტური რეალობა იყო -- იმდროინდელი (გარდამავალი პერიოდის) ფორმალური სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე.


საკვანძო სიტყვები: არაკაცი გელა ლანჩავა, ბალტინის საექსპედიციო კორპუსი, ეროვნული გვარდია, ძერჟინსკის დივიზია

ასოცირებული პუბლიკაციები::
• რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 4) »
• Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი »
• გველური ტელევიზიის „რუსთავი 2“ ფილმი „ჩაკეტილი წრე (თბილისის ომი)“ »
      გვ. 2 გადასვლა გვ.-ზე:    1  [2]
© ბესარიონ გუგუშვილი