სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 32, სულ: 35  შემდეგი > 
2004 წლის გარიგება მ.არჩვაძესა და მ.სააკაშვილს შორის
ავტ.: შავლეგო : 10/27/2009

ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ რიგით მეორე კომისიას ქმნის, ამჯერად - დროებით საპარლამენტოს. არ არის გამორიცხული, მას ზვიად გამსახურდიას ვაჟი – ოპოზიციონერი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ჩაუდგას სათავეში, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბრუნდება – პარლამენტში, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში არალეგიტიმურად მიიჩნევდა.

გვსურს, შევახსენოთ მკითხველს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ანალოგიური სამთავრობო კომისია უკვე არსებობს: 1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შესასწავლად კომისია პრეზიდენტ სააკაშვილის 2004 წლის 21 თებერვლის #174 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და მას ვანო მერაბიშვილი ჩაუდგა სათავეში.

აღსანიშნავია, რომ რევოლუციური ხელისუფლების რიგით პირველი ინიციატივა სწორედ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების შემორიგება იყო. სწორედ ამ მიზნით პრეზიდენტის თანამდებობაზე ახლადარჩულმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 26 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც საპატიმროებში მყოფი ზვიად გამსახურდიას მომხრეების ამნისტიას ითვალისწინებდა. ამ დღეს ეროვნული თანხმობის შესახებ სპეციალური მემორანდუმის მიღებაც გადაწყდა. როგორ შეიქმნა მაშინ ორმხრივი სახელმწიფო კომისია?

"პირველის" მიერ მოპოვებული მასალის თანახმად, სააკაშვილთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ (ახალარჩეულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე აწარმოებდა) საქართველოს დევნილმა კანონიერმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და დიალოგი შესთავაზა; წერილს ხელს აწერენ ვიქტორ ფხალაძე და მანანა არჩვაძე-გამსახურდია. ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ:

“ხელისუფლებიდან შევარდნაძის ოფიციალურად წასვლის შემდეგ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და დევნილ კანონიერ ხელისუფლებას შორის წარმატებული დიალოგის რეალური შესაძლებლობა არსებობს; საამისოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალ მაგიდას საჭიროდ მიაჩნია:

  1. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ობიექტურად იქნას გამოძიებული 1991-1993 წლებში მომხდარი კრიმინალური პუტჩი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ 1992-1993 წლებში აღძრული სისხლის სამართლის საქმე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა და ამ მოვლენათა თანამდევი 1991-2003 წლებში მომხდარი სხვა ფაქტები; მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოში გადმოსვენებულ იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი;
  2. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ოფიციალურად აღიარებულ იქნას დევნილი კანონიერი საბჭოს სამართალმემკვიდრეობის  (საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, 1991-2003 წლებში მიღებული დადგენილებები და სხვ.) ლეგიტიმურობა; შესაბამისად, მათ საფუძველზე მოხდეს ედუარდ შევარდნაძის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივ-ანტიქართულ ხელშეკრულებათა გადასინჯვა; პარალელურად, სპეციალისტთაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული კონსტიტუციური მოდელების მიხედვით მოამზადებს ახალი კონსტიტუციის პროექტს და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს, ასევე სარეფე-რენდუმოდ გაიტანს დროშის, გერბისა და ჰიმნის იმ ვარიანტებს, რომლებიც მომზადდება მეცნიერ-სპეციალისტების მიერ;
  3. 2004 წლის 28 მარტს დანიშნული ე.წ. პარტიული სიების არჩევნები წარმოადგენს გაგრძელებას 2 ნოემბრის უკანონო არჩევნებისა, რომელიც საყოველთაოდაა აღიარებული არაკონსტიტუციურად და ფალსიფიცირებულად, შესაბამისად, შედეგებიც არალეგიტიმური იქნება, ამდენად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და 2004 წლის 4 იანვარს არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა; საპარლამენტო არჩევნების დღედ განისაზღვროს 2004 წლის 26 მაისი;
  4. პარიტეტული საარჩევნო კომისიის მიერ სამართალმემკვიდრე ლეგიტიმური, საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს კონსენსუსის წესით შექმნილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში;
  5. საქართველოს ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტებად გამოცხადდეს:
    1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნების ჯარების გაყვანა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს # 657 დადგენილებისა (1991 წლის 15 სექტემბერი) და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად; 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენის შემთხვევაში ავტომატურად თავისუფლდება დსთ-ის წევრობისაგან (1994 წლის 1 მარტი);
    2. რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის პირობებში საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული, მრავალსაუკუნოვანი აღმსარებლობის - მართლმადიდებლობის გამოცხადება;
    3. საქართველოს უნიტარულ სახელმწიფოში მხოლოდ ავტოქთონ არაქართველთათვის - აფხაზთათვის კულტურულ-ადმინისტრაციული ავტონომიის შექმნა; საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის კონსტიტუციისა და სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის  საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივ სივრცეში მოქცევის მიმართულებით;
    4. სახელმწიფო ეროვნული იდეოლოგიის აქტიური პროპაგანდა და ცხოვრებაში გატარება, ეროვნული ნიჰილიზმის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრება;
    5. სამართლებრივ და ძალოვან სტრუქტურებში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის, ფისკალურ და ეკონომიკურ სფეროებში დასავლური პრინციპებისა და ღირებულებების უპირობო დამკვიდრება; კრიმინალური სიტუაციისა და ღირებულებების უპირობო აღმოფხვრა; კრიმინალური სიტუაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარება;
    6. სახელმწიფოსა და მოქალაქეთა მიერ კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფუძვლის აღიარება;
    7. საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს გარეთ დარჩენილ ისტორიულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველთათვის მორალურ-კულტურული თანადგომის აღმოჩენა.

წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი პრობლემების მოსაწესრიგებლად და ლეგიტიმური არჩევნების პირობების მოსამზადებლად პარიტეტულ საწყისებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით და მისი ბრძანებით შეიქმნას 7-კაციანი ოფიციალური სახელმწიფო კომისია, რომელშიც შევლენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი და დევნილი კანონიერი ხელისუფლებისა და მთავრობის წევრები;

კომისიაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას კონსენსუსის წესით".

აღნიშნული წერილის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის #174 განკარგულების თანახმად, 2004 წლის 21 თებერვალს 1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისია შეიქმნა შემდეგი შემადგენლობით:

  • ივანე მერაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
  • ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი,
  • ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი,
  • გიორგი ანდრიაძე - საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი,

კომისიის წევრები:

  • მანანა არჩვაძე-გამსახურდია
  • ტარიელ ფუტკარაძე
  • მანანა ტაბიძე, და
  • მერაბ რაფავა

პარალელურად პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში ორმხრივი კომისია შექმნა. ბრძანების ტექსტის თანახმად,  საქართველოს  გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის სპიკერმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ და მისი გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადასინჯვა მოითხოვა.

2004 წლის 18 თებერვალსვე მომზადდა ოქრუაშვილის დადგენილება ზვიად გამსახურდიას საქმის წარმოების განახლების შესახებ; შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფიც.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობის გამოქვეყნებისთანავე ზოგიერთმა მის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა, რისი მიზეზიც კომისიაში პრეზიდენტის მეუღლის - მთავარი დაზარალებულის მანანა არჩვაძის ყოფნა გახდა. ამის გამო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ და პოლიტიკური ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდის" ლიდერმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ხელისუფლების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომისია ოფიციალურად 25 თებერვალს დატოვა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ იმუშავა აღნიშნულმა კომისიამ? "პირველი" აღნიშნულ საკითხში გარკვევას შეეცადა და ამ მიზნით სამთავრობო კომისიაში მყოფ წევრებს ესაუბრა.

როგორც "პირველთან" საუბრისას გიორგი ანდრიაძე აცხადებს, “პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით შექმნილი კომისია დღემდე  არც ერთხელ არ შეკრებილა, კომისიის წევრების მრავალგზის თხოვნის მიუხედავად”. "რამდენჯერმე წერილობით მივმართეთ, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა. ხელისუფლებას მისი შექმნა უბრალოდ პიარისთვის დასჭირდა. ახლა საპარლამენტო კომისიის შექმნაც ხომ მორიგი პიარია?!", - აცხადებს ანდრიაძე.

ანდრიაძის აზრს ტარიელ ფუტკარაძეც იზიარებს. ამასთან, "პირველთან" საუბრისას ფუტკარაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ტალიავინის კომისიამ 1990-91 წლების საქართველოს შოვინიზმი დააბრალა და რატომღაც ვერ გამოიკვლია, რომ 1990-91 წლებში საქართველო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა.

"ამ კომისიამ რატომღაც ვერ გამოიკვლია, რომ 1990-91 წლებში საქართველო იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ხოლო გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო რუსეთის იმპერიამ დასავლეთის წაყრუების ფონზე. 1990-93 წლებში არ იყო სამოქალაქო ომი, რაც შეეხება შოვინიზმს, მისი ნასახიც არ ყოფილა! ამ პერიოდში დაამხეს დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს იდეა. "ძლიერთა ამა სოფლისა" საქართველოს კანონიერი ხელისუფლებაც გაწირეს და საქართველოც", - განაცხადა ფუტკარაძემ და აქვე აღიშნა, რომ "1991-93 წლების პუტჩის ობიექტურად  გამოძიება საქართველოსთვის აუცილებელია, ვინაიდან ამ მოვლენების არსის მიჩქმალვა და "სამოქალაქო ომად" მონათლვა ხელს უწყობს რუსეთის იმპერიულ ინტერესს, რადგან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაც და პუტჩიც დაიგეგმა კრემლში და განხორციელდა კრემლისვე ემისრების მიერ".

"პირველმა" აღნიშნული  კომისიის მუშაობის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ “საქმის კურსში არ არიან და კომენტარს ვერ გააკეთებენ".

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: რისთვის შეიქმნა საპარლამენტო კომისია, როცა სამთავრობო დონეზე მსგავსი კომისია უკვე არსებობს? ხომ არ გაკეთდა ეს უბრალოდ იმისთვის, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში დაბრუნებულიყო? იქნება თუ არა საპარლამენტო კომისია ქმედითუნარიანი, შეძლერბს თუ არა იგი, რეალურად გამოიძიოს  საქმე და გასცეს პასუხი საზოგადოებაში დღემდე არსებულ კითხვებს, თუ სამთავრობო კომისიის მსგავსად, უფუნქციოდ დარჩება? – ამას, ალბათ, მომავალი გვიჩვენებს!

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=35957&Itemid=1

როგორც მ.არჩვაძის მოხელის ტ.ფუტკარაძის მიერ კოკოს კომისიისადმი მიძღვნილი დოკუმენტიდან ირკვევა (ტ.ფუტკარაძე, „არსებითი კითხვები საქართველოსთვის“, 20.10.09): 2004 წლის ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ , ვ.ხმალაძემ და მ.არჩვაძემ (ტ.ფუტკარაძის შუამავლობით) ოფიციალური წერილით (2004.02.02) მიმართეს მ.სააკაშვილს. წერილის პასუხად, მ.სააკაშვილის მიერ შეიქმნა: "1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია" -- დიახ, ზუსტად და სწორედ „ფიზიკური ლიკვიდაციის“.

ამ კომისიის შექმნამდე ანალოგიური მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურორის მოადგილის, უზენაესი საბჭოს წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შემადგენლობით კიდევ ორი კომისია შეიქმნა, რომელთაც იურიდიული დოკუმენტის შექმნა ვერ შეძლეს; კერძოდ: ნ.გაბრიჭიძის 2003 წლის 29 დეკემბრის №50-მ ბრძანებით შეიქმნა "ერთობლივი კომისია" შემდეგი შემადგენლობით: გ.ჯიქია, ვ.გელაშვილი, გ.ბერძენაძე, მ.არჩვაძე, ვ.ფხალაძე, ბ.აფრასიძე, ა.ჟღენტი, ტ.ფუტკარაძე, გ.კერვალიშვილი. 2004 წლის 18 თებერვლის ი.ოქრუაშვილის № 17-მ ბრძანებით კი შეიქმნა "ერთობლივი კომისია": კ.კობერიძე, ვ.გელაშვილი, ვ.ჯანყარაშვილი, ტ.ფუტკარაძე, მ.რაფავა, ჯ.ზარანდია.

 აღნიშნული სამივე კომისია შეიქმნა მ.არჩვაძის მოთხოვნების საფუძველზე.

მალე ამ სამ კომისიას მიემატა მეოთხე კომისიაც: საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წ. 8 ივლისის #17-მ ბრძანებით „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული და წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1991-1993 წლებში განვითარებული, ასევე 2003 წლის ჩათვლით თანამდევი ცნობილი მოვლენების შესწავლისათვის შეიქმნა საქართველოს გენერალური პროკურატურის, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი კომისია შემდეგი შემადგენლობით: გ.ჯანაშია საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; გ.ბადრიაშვილი ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ტ.ფუტკარაძე 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი; მ.ტაბიძე ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მ.რაფავა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გ.ანდრიაძე საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი.

როგორც ზემოთმოტანილი მასალებიდან მტკიცდება, მ.სააკაშვილის „ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა - იგი მოკლეს" ლიტონ სიტყვებად არ დარჩენილა და მისი ამ დოქტრინის, განკარგულებისა და ლოზუნგის შესაბამისად შეიქმნა „ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციისა" და სხვა შესაბამისი ელფერის კომისიები, განახლდა პროკურატურის გამოძიება, შეიქმნა კოკოს კომისია და რაც ძალზე არსებითია წამოწყებული იქნა მასსობრივი პროპაგანდისტული კამპანია პრესასა და განსაკუთრებით სამთავრობო ტელევიზიებში ომახიანი შეძახილით „გამსახურდია მოკლულია".

 

© ბესარიონ გუგუშვილი