სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 33, სულ: 40  შემდეგი > 
არაკაცების მიერ სასტიკი წამებით მოკლული მხატვარი ვახტანგ ნოდია
ავტ.: შავლეგო : 5/28/2005

საჩუქარი პრეზიდენტისათვის

ზუგდიდის დრამატული თეატრის დარბაზში, 1993 წლის 9 ივლისს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე ითქვა, რომ მხატვარი ვახტანგ ნოდია ფერწერულ ტილოს „გამოცხადება“ უძღვნის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და უზენაეს საბჭოს თხოვს ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტს.

მდიდრულ ჩარჩოში ჩასმული, მონუმენტური ფერწერული ტილოს შე-მოტანასა და სცენის სიღრმეში მდებარე კედელზე მის დაკიდებაში, მხატვარს უზენაესი საბჭოს წევრები ეხმარებოდნენ. დარბაზში მსხდომნი ფეხზე წამოდგნენ, როცა იხილეს მისტერიული შემოსვლა მაცხოვრის, წმ.ნინოს, წმ.გიორგის საქართველოში, ეკლესიასთან მლოცავი, ხელებაღმართული მერაბ კოსტავა, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია... იხუვლა ტაშმა. ჭაღარა წვერით მოსილ, მომღიმარე მხატვარს თვალები სიხარუ-ლით გაბრწყინებოდა.

მკვლელობა

1993 წლის 29 ოქტომბერს, ზუგდიდის ტელევიზიით შემზარავი სურათი იხილა სამეგრელოს მოსახლეობამ. ეკრანზე ჩანდა უღვთოდ ნაწამები, მკლავმოჭრილი, უამრავი ტყვიით დაცხრილული მამაკაცის გვამი. იუწყებოდნენ, რომ 43 წლის ცნობილი მხატვრის, ასოციაცია „აისის“ პრეზიდენტის, ვახტანგ ნოდიას ცხედარი იპოვეს 27 ოქტომბერს, ქ. ხობის საცურაო კომპლექსში, რომელიც სწორედ ამ მხატვრის მიერ იყო მოპირკეთებული.

1994 წლის ნოემბრის გაზეთში „თქმა სიმართლისა“ ( N11) დაიბეჭდა სტატია „მკვლელობა, რომელიც არ გახმაურებულა“, სადაც შავით თეთრზე ეწერა: „ხელისუფლების არც ერთ საინფორმაციო საშუალებას მკვლელობის ამ ფაქტზე ხმა არ ამოუღია“. 1997 წლის აპრილის გა-ზეთ „დროში“ (N12) გამოჩნდა წერილი „ზვიადისა და ქრისტეს ერთად დახატვისათვის ვახტანგ ნოდიას მარჯვენა მოკვეთეს“. შარშან გაზეთმა „ახალმა თაობამაც“ გაიხსენა ვახტანგ ნოდია სტატიაში: „რატომ მოაჭრეს ზვიადის დამხატველს ხელები“, მაგრამ ეს უკვე გაზეთის იმ ნომრის (N256) პირველ გვერდზე სარეკლამოდ დასჭირდათ, თორემ თითქმის ორგვერდიან მასალაში არავითარი ანალიზი არ ყოფილა, მხოლოდ ფაქტი იყო რამდენიმე სტრიქონში მოხსენიებული სასხვათაშორისოდ.

იმ დღეს ვახტანგი სახლიდან მეზობლის მანქანით გავიდა. მერე მე მის გზაკვალს ვერ მივაგენი. მალე მისი დაღუპვის ამბავი მომიტანეს და ზუგდიდში წამიყვანეს. იქიდან აბაშაშიც ვეღარ მოვბრუნდით, რადგან გზაზე განუწყვეტელი სროლები იყო. მიცვალებული ზუგდიდის „ხსოვნის დარბაზში“ დავასვენეთ, შემდეგ კი, სანათესაოს მეშვეობით, სოფელ ცაიშში დავკრძალეთ დროებით. სამძიმარზე, პირველსავე დღეს, ბატონი ზვიად გამსახურდია მოვიდა. მეომრის ფარაჯა ეცვა, ძალზე ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

დღევანდელ გაუსაძლის პირობებში მარტოხელა ქვრივისთვის... კვლავაც ქ-ნ ნინოს უდიდესი საწუხარი ხელისუფლებისგან ვახტანგის მკვლელობის იგნორირებაა. მოინდომა როგორმე დაწყებულიყო ძიება, რამდენჯერმე შეხვდა გენპროკურორის მოადგილეს ანზორ ბალუაშვილს. მან ჯერ უთხრა, რამდენი ხანია გეძებდითო, მერე კი, რადგან ლოთი ქობალიას საწინააღმდეგო ჩვენება ვერ გამოძალა, ქვრივის გასაჭირი გულთან არ გაიკარა. საქმე ვითომც გამომძიებელს გადასცა.

- „იმ გამომძიებელთან სამჯერ ვიყავი, ბოლოს მითხრა, ახლა ძიება სხვამ გადაიბარაო. - თქვენ არაფრის დამდგენი არა ხართ-მეთქი განვუცხადე. სად მეცალა მაგათ კარებთან ავტუზულიყავი ექვსჯერ გამოვაქვეყნე გაზეთებში განცხადება-თხოვნა, რომ ვინმე დამხმარებოდა, გვერდში ამომდგომოდა მეუღლის მკვლელობის საქმის გამოძიებაში... გაზეთ „ალიას“ რედაქტორმა ოფიციალურად მომწერა: "ჩვენ დავუკავშირდით უზენაეს სასამართლოს და პასუხად გვითხრეს, ომის ვითარებაში მოხდა ეგ ამბავი და ძიებას არ ემორჩილებაო". ამაზე დიდი უსინდისობისა და უსამართლობის წარმოდგენა ძნელია„

მკვლელები

ვახტანგის ძმას, ვალერი ოდიშარიას ხობში მომხდარი ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ შევხვდი, 1994 წელს, როცა მხატვრის დაღუპვის შესახებ წერილის გამოსაქვეყნებლად მასალებს ვეძებდი. ვალერი ძალიან სიტყვაძუნწობდა, პრესის მიმართაც უნდობლობას იჩენდა და ალბათ ჰქონდა ამის საბაბიც. მისგან მხოლოდ ახლახან გავიგე ვახტანგის მკვლელობის ცალკეული დეტალები, რომლებიც სრულ საფუძველს იძლევა ამ ტრაგიკულ ამბავს ნათელი მოეფინოს,

ვალერი იხსენებს: „1993 წლის ოქტომბერში, ვახტანგთან ერთად მეც ვიყავი ზუგდიდში. ვახტანგი უფრო ხშირად ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის შტაბში იყო. 27 ოქტომბერს მოვიდნენ ჩემთან შტაბის წარმომადგენლები (მათ შორის ვახტანგ ტურავა დამამახსოვრდა) და მითხრეს: მაგრად იყავი, ყველაფერი ხდება. შენი ძმა, ვახტანგი მოკლეს და აქვე, საავადმყოფოში არის დასვენებულიო.

საავადმყოფოს მისაღებში როცა შევდიოდი, იქიდან გამოვიდნენ ზვიად გამსახურდია, ლოთი ქობალია და ეროვნული გვარდიის მებრძოლები. ყველამ მომისამძიმრა. სისხლსა და ტალახში ამოსვრილ ვახტანგს ექიმები შემოხვეოდნენ, თვალის გუგას უსინჯავდნენ.

მიცვალებულს გულმკერდის არე ანთებული სიგარეტებით ძვლის ხრტილებამდე ამომწვარი ჰქონდა. მოჭრილი, ფოსოდან ამოგდებული მარჯვენა ხელი ტყავზეღა ეკიდა. თავიდანვე თვალში მომხვდა, რომ გაძარცვული იყო. საათი და მკერდზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი მოეხ-სნათ, აღარც ტყავის ქურთუკი ჩანდა და ჯიბეებში ფული არ აღმოაჩნდა. მკლავი ჩემი ხელით მივაკერე. მერე, რადგან დღისით შიში დიდი იყო, ღამის პირველ საათზე გავუკეთეთ ბალზამირება და ნატყვიარებიც გავკერე. მაშინ ვნახე, რომ კეფაც ჩამსხვრეული ჰქონდა. 29 ოქ-ტომბერს გამოჩნდა პიროვნება, ლოთი ქობალიას ნათესავი, რომელიც იმ გარეწრებს ჩემს ძმასთან ერთად დაეჭირათ. ისიც მაგრად იყო ნაცემი. თავზე ბლაგვი საგნის დარტყმისაგან ჭრილობა ემჩნეოდა. საკნიდან უსმენდა დიალოგს. დაწვრილებით მომიყვა: ქ. ხობში წითელი ჟიგულით მივდიოდით და როცა შევედით, იქ ფოთიდან გადმოსული სწრაფი რეაგირების კორპუსის კორდონი დაგვხვდა. დაგვაკავეს. ჩვენთან იყო მესამეც, გვარად ჯგერენაია, იგი მაშინვე ხალხს შეერია, გაიქცა. ჩვენ წაგვიყვანეს შტაბში, სადაც უფროსობდა ვიღაც რეზო გახოკიძე. ეს მოხდა დაახლოებით საღამოს 8-ის ნახევარზე. მერე დავაზუსტეთ, რომ ჩვენ თბილისელებმა დაგვაკავეს, კერძოდ მოხალისენი იყენენ თემქიდან და გლდანიდან, - 2 ავტობუსით, 60 კაცამდე. ყველანი ერთად გვაგინებდნენ.

- ვინ ხარ? - ჰკითხეს ვახტანგს.
- მხატვარი ვარ, - მშვიდად მიუგო მან.
- აქ როგორ მოხვდი?
- ავტოავარია მომივიდა და ვისი მანქანაც დავაზიანე, იმისთვის ფული უნდა მომეტანა, - უპასუხა და დაასახელა ვისთვისაც ფული მოჰქონდა. დასახელებული პიროვნება საკმაოდ სწრაფად მოიყვანეს და მან დაადასტურა ვახტანგის ნათქვამის სისწორე. სწორედ ამ დროს კორპუსში აღმოჩნდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო კომბინატიდან, რომელმაც თქვა, რომ ნოდია ის მხატვარია, რომელმაც უფლის მკერდს ზვიადის სახე მიახატაო. და ვახტანგს ეცნენ ცოფიანებივით, ურტყამდნენ და აგინებდნენ, დაწერილი ქაღალდი შეაჩეჩეს ხელში, თან ვიდეოკამერებით უღებდნენ და ეუბნებოდნენ წაიკითხეო.

- თუ მოსაკლავი ვარ, ახლავე მომკალით და მაგას არ წავიკითხავ, - მიუგო ვახტანგმა, რომელსაც კონდახები ახლა უფრო დაუზოგავად დაუშინეს. მან ცემისაგან გონება დაკარგა.

გარეთ თავსხმა წვიმა იყო. გამიყვანეს და მიბრძანეს სამარე გათხარეო. უარი ვუთხარი. კონდახი ჩამარტყეს. გონს რომ მოვეგე, ისევ ის ნაძირალები ირეოდნენ გარშემო. როგორც იქ ითქვა, ვიღაც ვაკელი, მხარზე ვიდეოაპარატგადაკიდებული ჟურნალისტი გამოჩნდა, მეტსახელად „ბაბუ სმერტნიკი“. გონსმოსული ვახტანგიც გარეთ გამოეყვანათ და ღრიალებდნენ: რომელი ხელით დახატე ზვიადიო. და აი, იმ „სმერტნიკად“ წოდებულმა ჟურნალისტმა თუ მებრძოლმა ავტომატს ხიშტიდანა მოხსნა, ვახტანგ მკლავი აუწია და იღლიაში მთელი ძალით ამოუსვა. ვახტანგმა ერთი კი დაიღმუვლა და მერე მისი ხმა არ გამიგონია, გონდაკარგული სადღაც შეათრიეს. იქ მეორე „ჟურნალისტიც“ იყო, რომელიც ამ კადრებს ვიდეოკამერით იღებდა. ჩემი დაკითხვაც განაგრძეს და მე დავუსახელე ნათესავის გვარი, რომელიც ფოთის კპზ-ში მუშაობდა. იქ ტელეფონით დარეკეს და ჩემი ნათქვამი დადასტურდა. იმ ნათესავმა მიხსნა კაციჭამიებისგან.

ვახოს რომ აწამებდნენ, მაშინ იქ იმათ რამდენიმე რუსი ეროვნების ქალი ახლდათ, რომლებიც ყველაფერს ხედავდნენ. ამ ამბის ერთმა მსმენელმა (ბევრი გვისმენდა) თქვა: სწორედ ის ქალები ჰყავთ დაპატიმრებული ზუგდიდის კპზ-შიო. მაშინვე წავედი და შტაბის ნებართვით შემახვედრეს იმ ქალებს - ორი უკრაინელი იყო და სამი რუსი. ქალებმა დაადასტურეს რასაც ლოთის ნათესავი ამბობდა. თანაც, მეორე დილის ამბავიც მომიყვნენ: „დილის 6 საათზე თავს დაგვესხა სამეგრელოს ჯარი და ინტენსიური სროლის დროს ქალებს დაგვავალეს, რომ გარეთ დაგდებული, ნაწამები მხატვრის გვამი საცურაო აუზის რომელიმე ოთახში შეგვეთრია. როცა მივედით, პირაღმა ეგდო და ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ჩვენთან ერთად წამოსულებმა ზურგზე გადმოაბრუნეს და ზედ ავტომატის ჯერი დააყარეს“.

ქალების ნათქვამით, სამეგრელოს ჯარმა (იგულისხმება პრეზიდენტის ერთგული გვარდია - შავლეგო) უკუაგდო სრ კორპუსის მებრძოლები. ორმხრივი სროლების დროს იყო მსხვერპლიც. მაშინ დაღპულა ჟურნალისტი ბოლქვაძე, რომელიც ვაკელ „ბაბუ სმერტნიკად“ წოდებულში არ უნდა აგვერიოს. ბოლქვაძე ის „ჟურნალისტი“ ყოფილა, ვიდეოკამერით რომ იღებდა თურმე ვახოს წამების მთელ პროცესს. მის მიერ გადაღებული კასეტიდან ფრაგმენტები მეც მანახეს. ვიდეოფირი მაშინვე გადაამრავლეს და თქვეს: ერთი კასეტა ტელევიზიაში გოგელიას, მეორე კი საქსახსაბჭოს გავუგზავნოთო.

მიცვალებული რომ გავაპატიოსნეთ, ვახოს ცოლშვილი, ნინო და ბავშვები მერე მოვიყვანეთ. იძულებული გავხდით ვახოს ცხედარი ცაიშის სასაფლაოზე დაგვეკრძალა. ორმოცი დღის გასვლამდე მეც ცაიშში ვიყავი და იქ შევხვდი ერთ კაცს, რომელიც გულრიფშელი დევნილი იყო. ჩემი ძმის ამბავი რომ გაიგო, მან მითხრა, რეზო გახოკიძეს მე ვიცნობ, მაგის სახლი გულრიფშში მე მქონდა ჩაბარებული მოსავლელად, იგი ხობში თავისი ხალხით იყო და შემდეგ შევარდნაძემ ერთგული სამსახურისთვის დააწინაურაო.

თბილისში როცა ჩამოვედი, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა რეზო გახოკიძის მძღოლი ვიყავიო, რეზოს მონაყოლი ვიცი თუ როგორ აწამეს ვახტანგ ნოდიაო, მე ვეღარ ვუყურე და გარეთ გავედიო(!) მწამებლები თბილისლები იყვნენ, რომლებიც ძალზე ცუდად იქცეოდნენ, მე აღარ მემორჩილებოდნენო. როცა მოვბრუნდი, მკლავმოჭრილი ნოდია უკეე მიწაზე ეგდოო. ყოფილმა მძღოლმა უკვე არ იცოდა სად უნდა მომეძებნა ეგ რეზო გახოკიძე. მისი ასავალ-დასავალი ვერც მე დავადგინე, მაგრამ ჯერაც არ დამიკარგავს იმედი, რომ სადმე შევხვდები.

ვახოს დაკრძალვის მეორე დღეს ვაიდემოკრატთა ჯარი შემოვიდა ზუგდიდში შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ცაიშის სასაფლაოსაც მიადგნენ. ტანკიდან გასროლილი ჭურვი ვახოს საფლავის მახლობლად ხეს მოხვდა და დალეწილმა ტოტებმა კინაღამ იმსხვერპლა მისი ცოლშვილი.

ვახოს მეუღლე ნინო ზუგდიდშივე შეხვდა გენპროკურატურის წარმომადგენელს, ბალუაშვილს და მომხდარი უამბო. ეს მკვლელობა ძალზე ადვილად გასახსნელი იყო, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია.

მიუწვდომელია მხატვრის სიზმრისეულ ხოლვა, რომ სურათის დახატვასა და წამებით მოკვდინებაში ზეციური სიმართლის ლოგიკური საზრისი აღმოვაჩინოთ. აქ მხოლოდ უმთავრესი წარმოჩინდება: ვახტანგ ნოდიამ ღირსეულად იცხოვრა და იღვაწა სამშობლოსათვის, შექმნა ფერწერული ტილოები, რომლებშიც ჩააქსოვა სულის შემართება და სიდიადე, რაც მომავალში ჭეშმარიტ შემფასებელს ელის. ისევე, როგორც ბევრი ქართველი მამულიშვილი, იგი საქართველოს თავისუფლებას შეეწირა ვაჟკაცურად, ღირსეულად...

კოლაბორაციონისტ არაკაცთა მიერ მისი გაუგონარი წამება, ხოლო მოძალადე, სისხლიანი, ფსევდოდემოკრატიული ხელისუფლებისგან უდანაშაულო, შემოქმედი კაცის სიკვდილის სრული იგნორირება, მისი ოჯახის სამართლიანი მოთხოვნებისადმი ცინიკური დამოკიდებულება ისტორიული სარკეა ყოველივე იმისა, რაც მოხდა და ხდება ბოლო წლების საქართველოში. უსამართლოდ წამებულთა და დახოცილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს...

2.04.2001 წ.

წიგნიდან: „მე ვადანაშაულებ“, თბილისი, 2001, გვ. 328-334


 

 

 

წაიკითხეთ ჟურნალისტ ლეილა კვირიკაშვილის სტატია „ზვიად გამსახურდიას პორტრეტის შექმნისათვის მხატვარ ვახტანგ ნოდიას მკლავი მოაჭრეს (როგორ დაუფინეს სისხლის ხალიჩა საქართველოში მომავალ შევადნაძეს)“ - გაზეთი „ასავალ-დასავალი“, 2006, No 6

© ბესარიონ გუგუშვილი