სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 13, სულ: 35  შემდეგი > 
ერის განსაზღვრება
ავტ.: შავლეგო : 8/20/2005

ქართულში უნდა გაიმიჯნოს ცნებები და ტერმინები „ერი“ და „ნაცია“. ეს მოსაზრება პირველად წამოყენებული იქნა ი.სტალინის ნაშრომის „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ქართული თარგმანის საგანგებო ქართულ წინასიტყვაობაში და შემდეგ განავითარა აკად.პ.გუგუშვილმა. პ.გუგუშვილის აზრით ტერმინი „ერი“ ეთნო-კულტურული დატვირთვის მატარებელია (მაგ.: ჯიში, ჯილაგი, მოდგმა, ეთნოსი), ხოლო - ტემინი „ნაცია“ კი პოლიტიკურ-ტერიტორიულისა (მაგ.: სახელმწიფო). ამდენად - მისი აზრით ინგლისური "United Nations" ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც „გაერთიანებული ნაციები“ ან „გაერთიანებული სახელმწიფოები“. ასევე, მაგალითად მოქალაქის პასპორტში ტერმინი ნაციონალობა უნდა მიუთითებდეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ეს ადამიანია, ხოლო - ტერმინი ეროვნება კი მის ეთნო-კულურულ კუთვნილებას (მათ შორის მაგალითად რელიგიურს).

ამ, მეორე მოსაზრებით, მაგალითად - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური მიზნები აისახება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ან სახელმწიფოსათვის რაიმე გარესაშიშროებასთან ბრძოლაში და პერიოდულია, ხოლო - „ეროვნული მოძრაობის“ მიზნები პერმანენტულია სანამ ეს ერი არსებობს. ასეთი „ეროვნული მოძრაობების“ როლი განსაკუთრებით იზრდება გლობალიზაციის პერიოდში - რომელიც მიზნად ისახავს ეთნოკულტურულ საფუძვლებზე აგებული სოციუმების, ზოგადად ერების „ბრძმედში ერთსახოვან მასსად გადადნობას“, ამით - ეთნო-კულტურულ საფუძველზე აგებული სახელმწიფო-პოლიტიკური ერთეულების სრულ მოსპობას ანუ მათ გადაქცევას ტერიტორიულ პრინციპზე დაფუძნებულ ნაცია-სახელმწიფოებად (ამით გლობალიზმი ფრიად უახლოვდება კომუნიზმის იდეას ერების გაქრობის შესახებ).

ის, რომ ანტიეროვნულ ძალებს ესმით აღნიშნული განსხვავებები (თუმცა ჩქმალავენ ამას) გამოსჭვივის ასეთ გამოთქმაში: „Комплекс нации-неудачника связан с опытом Гамсахурдиа, который был как раз классическим этническим националистом...“. როგორც ამ გამოთქმიდან ვხედავთ „ეთნიკური ნაციონალიზმის“ (რაც ქართული გაგებით ზუსტად და მხოლოდ ეროვნულობას უდრის) საპირისპიროდ არსებობს რომელიღაცა სხვა „ნაციონალიზმიც“ ანუ „არაეთნიკური ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური, ტერიტორიული, მოქალაქეობრივი ნაციონალიზმი ანუ гражданский национализм, Civic nationalism). თუ ამ მიმართულებას გაგავრცობთ გამოვა, რომ „ეროვნულობა“ არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ადამიანის თვისება (მოქალაქეობის მიუხედავად); ხოლო - „ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური ნაციონალიზმი, гражданский национализм, Civic nationalism) კი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თვისება (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად). აქ ისიც მარტივად ჩანს, რომ რუსული ამონარიდის ავტორი მტრულადაა განწყობილი ზ.გამსახურდიას „ეროვნულობის“ მიმართ და ამდენად მთელი ქართული ეროვნულ მოძრაობას მიმართაც, რომელისაც ზ.გამსახურდია უძღვებოდა (ეს ავტორი კი „გამოჩენილი არაქართველი ქართველი“ გეოპოლიტიკოსია)...

ამის დამამტკიცებლად შეიძლება მოვიტანოთ ზემოთმითითებული ამონარიდის ქართული თარგმანი - როდესაც "нации" ოთარგმნება როგორც "ერის" და "этническим националистом" როგორც "ეთნიკური ეროვნულობა" : „წარუმატებელი ერის კომპლექსი დაკავშირებულია გამსახურდიას გამოცდილებასთან, რომელიც სწორედაც რომ კლასიკური ეთნიკური ეროვნული იყო“. როგორც ხედავთ სრული უაზრობაა ქართულის გაგებით.

იბადება კითხვები: რას ნიშნავს „წარუმატებელი ერი“ ან „ეთნიკური ეროვნული“? -- არაფერს, უაზრობაა... გამოდის, რომ საქართველოში ქართველები „წარუმატებელი ერია“ და ვთქვათ სომხები ან რუსები წარმატებული?

რუსულის ეს სირთულეები გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ენაში არაა ორი განსხვავებული ტერმინი „ერი“ და „ნაცია“, „ეროვნულობა“ და „ნაციონალიზმი“ - ამიტომ ერთსიტყვიანი ტერმინის „ეროვნულობის“ ნაცვლად იძულებული არიან იხმარონ კომპლექსული და შეფარული შინაარსის ტერმინი "Этнический национализм", ხოლო ქართული „ნაციონალიზმის“ ნაცვლად კი „гражданский национализм“.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ „Этнический национализм“ ანუ „Ethnic nationalism“ ნაციზმთან და ფაშიზმთან დაკავშირებული ტერმინია გლობალისტურ იდეოლოგიაში - იხ.: Ethnic nationalism და ამდენად ზემოთმოტანილ ამონარიდში მისი ავტორი ზვიად გამსახურდიას ნაციზმში სდებს ბრალს 2005 წელს - „ვარდების რევოლუციისა“ და ვითომ „რეაბილიტაციის“ შემდეგაც...

ტერმინებს „ერი“ და „ნაცია“ შორის განსხვავება პრაქტიკაში გამოსჭვივის ოცდამეერთე საუკუნის დამდეგის ქართულ პოლიტიკურ სცენაზეც და კერძოდ ვარდების რევოლუციის მომწყობი ძალების დასახელებაშიც - რომელთაც დემონსტრატიულად „ნაციონალური მოძრაობა“ იწოდეს განსხვავებით ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას „ეროვნული მოძრაობისაგან“. ზემოთმითითებული განმარტების შესაბამისად ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არაფერია თუ არა სახელშესწორებული „მოქალაქეთა კავშირი“ - „Союз гражданских националистов“...

მაგრამ ყველაზე მაგარი ამ ტერმინოლოგიურ გამოკვლევაში ისაა, რომ ე.წ. სააკაშვილის „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“-ში მოხსენიებული „შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალები“ - სწორედ რომ „ნაციონალისტები“ გამოდიან და ასეც არის...

ასევე მნიშვნელოვანია, რომ: The concepts homeland, fatherland, and motherland are often used by ethnic nationalists - საიდანაც ირკვევა, რომ „მამულის“ ცნება (ცუდ) ეროვნულობასთანაა დაკავშირებული (გაიხსენეთ „ენა, მამული, სარწმუნოება“) და ამდენად ისიც ნაცისტური, ფაშისტური სულის მატარებელია...

ზემოთმოხსენებულს ზუსტად ეხმაურება აგრეთვე: "bizarre ethno-nationalist rule by former President Zviad Gamsakhurdia" - ავტ.: GEORGE KHUTSISHVILI და სხვა მრავალი.

ლექსიკონი

  • ერი - Этническая нация - Ethnic Nation
  • ეროვნულობა - Этнический национализм - Ethnic nationalism
  • ეროვნება - Этническая национальность - Ethnic nationality
  • ეროვნული მოძრაობა - Этническое национальное движение - Ethnic national movement

 

  • ნაცია - Нация, Государство - Nation, State
  • ნაციონალიზმი - Гражданский национализм - Civic nationalism
  • ნაციონალობა - Гражданство - Nationality, Cytisenship
  • ნაციონალური მოძრაობა - Гражданское движение - Cytisen's movement

სხვა მაგალითი

ამ ასპექტში ქართული „ერი“, „ეროვნულობა“ და ეროვნულ საფუძვლებზე აგებული ქართული სახელმწიფოს იდეა გარკვეულწილად ეხმაურება და ეთანხმება ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ „ებრაული ხასიათის“ ცნებას - რომელსაც ისევე ებრძვიან გლობალისტები, როგორც ქართულ ეროვნულობას.

მაგალითად:
The term "Jewish state" is sometimes used to describe the State of Israel and refers to its status as a nation-state for the Jewish people.
Jewish character of Israel

ტერმინის განსაზღვრება ვებში


ფრიად ნიშანდობლივია, რომ ერის განსაზღვრებაში იდეოლოგიურ არევ-დარევას ფროად სასაცილო მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს პოლიტიკოსი -- მაგალითად მიხეილ სააკაშვილი:

“პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ ყველა ეთნიკური გჯუფის წარმომადგენელს, ვინც ცხოვრობს საქართველოში, რომ ისინი არიან საქართველოს ბატონ-პატრონები, ქართველ სომხებთან, ქართველ აზერბაიჯანელებთან, ქართველ აფხაზებთან, საქართველოს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9223&hd_line=1

შესანიშნავი მაგალითია იმ ჭაობოსა, რომელშიც გლობალისტური იდეოლოგია გაეხვია საქართველოში ეთნიკური ერების -- ანუ ჭეშმარიტი ერების მოსპობის მცდელობისას...

© ბესარიონ გუგუშვილი