სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 22, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი (ტექსტი, დანართი 1)
ავტ.: შავლეგო : 11/28/2005


ექიმ დავით ჯალაღონიას მოგონება -
რომელმაც ბალზამირება გაუკეთა ზ.გამსახურდიას ცხედარს.
გაზ „მამული“, 2005 ოქტომბერი, #19


"რეზონანსი", #90, ორშაბათი, 5 აპრილი, 2004 წელი

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის საიდუმლო: რატომ არ ჩატარდა მისი ცხედრის ექსპერტიზა, ვის ავალებდნენ გამსახურდიას მოწამვლას და რატომ არ დააპატიმრეს რობინზონ მარგველანი?
თამთა ქარჩავა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილის საიდუმლო ჯერაც გაუხსნელია. შეძლებს თუ არა მის გამოძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი. შეძლებს თუ არა მისი მოადგილე კახა კობერიძე, ობიექტურად გამოძიოს გამსახურდიას გარდაცვალების საიდუმლო მაშინ, როდესაც სწორედ ის გახლდათ სახელმწიფო ბრალმდებელი დომუხოვსკი-გელბახიანის საქმეზე, სადაც ბანდის მეთაურად საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოიხსენიებოდა. ვინ თქვა პირველად, გამსახურდიამ თავი მოიკლა. რატომ არ სჯერა საზოგადოებას მისი თვითმკვლელობის ისტორია. რატომ არ ჩაუტარდა ცხედარს ექსპერტიზა. სად არის იარაღი, საიდანაც მოხდა გასროლა.

იყო თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოწამლული და შეიძლება თუ არა დღეს ამისი დადგენა. რატომ არ დააპატიმრეს გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი გამსახურდიას "ბანდის" წევრობისთვის მაშინ, როცა პირველი პრეზიდენტის თითქმის ყველა თანამოაზრე იდევნებოდა. რატომ სახელდება ზვიადისტების მხრიდან ავთანდილ მარგიანის გვარი, რომელიც რობინზონ მარგველანის ბიძაშვილია და რომელსაც შევარდნაძის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. რატომ მისცეს მოგვიანებით გამსახურდიასთან დაახლოებულ პირებს მომგებიანი ბიზნესის წარმოების ექსკლუზიური უფლება. ვინ ავალებდა იგორ გიორგაძეს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციას. ესაა კითხვები, რომელზეც გენერალურ პროკურატურას მოუწევს პასუხების გაცემა, თუმცა თუ მათი გამოძიების შედეგები ისეთივე პოლიტიკურად ანგაჟირებული აღმოჩნდა, როგორც მთელი ათი წლის მანძილზე ხდებოდა, საზოგადოება გამოძიების შედეგებს არ დაიჯერებს. სად არის სიმართლე. "მთელი კვირა" შეეცადა, იმ ადამიანების აზრი დაეფიქსირებინა, ვინც უნდა იცოდეს გამსახურდიას ბურუსით მოცული სიკვდილის საიდუმლო.

არსებობს კიდევ ერთი ეჭვი... მართლაც ადარდებს თუ არა ამჟამინდელ ხელისუფლებას გამსახურდიას სიკვდილის გამოძიება თუ ეს იაფფასიანი პოპულიზმია, რომლითაც ზვიადისტების გულის მოგებაა შესაძლებელი. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც დღეს გულზე მჯიღს იცემს და ერთმანეთს ეჯიბრება პირველი პრეზიდენტის სიყვარულში, იმ წლებშიც პოლიტიკურ ასპარეზზე იყვნენ, როცა გამსახურდიას მომხრეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება ხდებოდა, როცა მათ ციხეებში აწამებდნენ, კლავდნენ, მაგრამ მათგან პროტესტის გამოთქმის ფაქტიც კი ძნელი გასახსენებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან. თუმცა იქნებ, შესაძლოა, დრომ მათში გარდატეხა და ღირებულებების შეცვლა გამოიწვია. სიმართლეს დრო და ისტორია გამოამჟღავნებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე 1993 წლის 31 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში დასრულდა. მან სიცოცხლის ბოლო წუთები სამეგრელოში გაატარა. მისი სიცოცხლე კი 54 წლის ასაკში ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დამთავრდა, სადაც ზვიად გამსახურდიასთან ერთად მისი დაცვის წევრი რობინზონ მარგველანი და პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი იმყოფებოდნენ. 11 წელი გავიდა ამ საზარელი ტრაგედიიდან, მაგრამ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერ მოახერხეს იმის დადგენა, რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე მოკლეს და ამ მკვლელობის გამოძიებას გენერალური პროკურატურისგან წლების მანძილზე დაჟინებით მოითხოვს. თუმცა, ვის უნდა დაედგინა სიმართლე მაშინ, როცა სამართალდამცავ სტრუქტურებში თავად მოღვაწეობდნენ ის ადამიანები, რომელთა წვლილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილში და მისი ხელისუფლების დამხობაში განუზომლად დიდია. ესაა სირცხვილი, რომელსაც ისტორია არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ერსაც ვერ ჩამორეცხავს.

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ბრალდებით მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ აღძრა. ბრალდებებს შორის იყო სამშობლოს ღალატი, შეიარაღებული უკანონო ფორმირებების ორგანიზაცია, ტერორისტული აქტების განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ მოწოდება და ასე შემდეგ. სს საქმე გამსახურდიას დაღუპვისთანავე შეწყვიტეს, მაგრამ დღესაც არსებობს პასუხგაუცემელი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ათეულობით ტომს მოიცავს. ზვიად გამსახურდიას წიანაღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გენპროკურატურაში შეწყდა იმის გამო, რომ ის დაიღუპა და არა იმის გამო, რომ ის უდანაშაულოა.

"მთელი კვირის" ფურცლებზე არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს "ბანდფორმირებების ხელმძღვანელი" და ბანდიტი პირველად ანზორ ბალუაშვილმა უწოდა. სწორედ ანზორ ბალუაშვილი იყო ის პროკურორი, რომელმაც დაამტკიცა საგამოძიებო მასალა, თითქოს ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. თუმცა გამოძიება მეტისმეტი სიზუსტით ვერ დაიკვეხნის. გამოძიებას არ ჰქონდა იარაღი, რომლითაც თითქოსდა თავი მოიკლა პრეზიდენტმა, საქმეში არ არსებობს არც ტყვია და არც მასრა.

დღემდე ოფიციალური ვერსიით, გამსახურდიამ თავი მოიკლა. პრეზიდენტ სააკაშვილის არჩევისთანავე მან გენერალურ პროკურატურას დაავალა ამ საქმის გამოძიება და გახსნა. 2004 წლის 18 თებერვალს გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოძიება განახლდა. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურისა და შსს-ს გამომძიებლების შემადგენლობით. ჯგუფის ხელმძღვანელად პოლიტიკური საქმეების გამოძიებაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროკურატურის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე რევაზ ზარანდია დაინიშნა.

დღეისათვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა ძიების დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა უკვე გაკეთდა მინიშნება იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც ნივთმტკიცება, რასაც გამსახურდიას მკვლელობის ვერსიისკენ მივყავართ. გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძე აცხადებს, მოწმეთა წრე საკმაოდ დიდია და ყველა ის პირი დაიკითხება, ვისაც სიცოცხლის ბოლო ხანებში შეხება ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან. ოქრუაშვილის ბრძანებით, გამსახურდიას მკვლელობის საქმის ძიება სამ თვეში უნდა დასრულდეს.

კახა კობერიძე: "ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილიდან ამოღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ნივთიერი მტკიცებულებები. მოწმეთა ბაზა არის ძალიან დიდი, საბოლოოდ ასეულობით პირს შეიძლება გადააჭარბოს. ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ახლავე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, პრაქტიკულად, მტკიცებულება არსებობს, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით, ამას ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ. გარდაცვალების მიზეზზე საქმეში არსებული მასალების მიხედვით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის, რადგან სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება".

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ და ლიტერატურულ-ფილოსოფიურ მემკვიდრეობას, რაც ყველაზე ძვირფასია ქართველი ხალხისთვის.

მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის იდეა, რომელსაც ზვიად გამსახურდია ემსახურებოდა და რომელსაც თავისუფლება ჰქვია. მე, როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა. ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანი იმ დროისათვის მიუღებელი იყო. იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურდათ".

მანანა არჩვაძე-გამსახურდია კი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრას გამსახურდიას ოჯახის გაუბედურების გამო ითხოვდა. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ნუგზარ გაბრიჩიძემ პრეზიდენტის ქვრივი მიიღო, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც მუშაობა ვერ დაიწყო, რადგან გენპროკურორს მისი შემადგენლობა არ დაუმტკიცებია.

პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია დღესაც არაა დარწმუნებული, რომ გენერალური პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საკითხს გამოიძიებს. მანანა არჩვაძე პრეზიდენტის მკვლელობის დღიდან აცხადებდა, რომ მკვლელი ედუარდ შევარდნაძეა. ამის გამო ყოფილი გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი და მისი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი, პრეზიდენტ შევარდნაძეზე ცილისწამებისთვის, მას გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ფურცლებიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრნენ.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია: "საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულების და მისი მკვლელის ვინაობა გამოვლენილია, მაგრამ ოფიციალურად - არა. შევარდნაძის რეჟიმმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნის ინტერესი თავად არ გამოიჩინა, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ დამკვეთი და შემსრულებლები იყვნენ შევარდნაძე და მისი გუნდის წევრები. მე დაპატიმრებით დამემუქრნენ ანზორ ბალუაშვილი და ჯამლეთ ბაბილაშვილი, როცა ეს საჯაროდ ვთქვი.

სიმართლე რომ გითხრათ, დამაპატიმრებდნენ თუ არა, ამით ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ისედაც იზოლაციაში ვიყავით. ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. მე 10 წელია, ვამტკიცებ, რომ ზვიად გამსახურდია შევარდნაძემ მოკლა. მას რომ სინდისი ჰქონდეს, ეს უნდა აღიაროს".

სამტრედიის რაიონის ყოფილი სპიკერი და უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ზვიად ძიძიგური სასჯელს სამშობლოს ღალატისათვის და ბანდიტიზმის ბრალდებით იხდიდა. ის შვიდი წელი გამსახურდიას ერთგულებისთვის იჯდა ციხეში. ის აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს, სადაც საინტერესო გვარებს დაასახელებს.

ზვიად ძიძიგური: "პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთელი ამ წლების განმავლობაში სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. ვინაიდან ეს არ გაკეთდა, ის ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ხელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურევიათ, ძლიერდება.. თანაც, თუ ამას დავამატებთ რამდენიმე მომენტს. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ თავის ბოლო გამოსვლაში საჯაროდ დააფიქსირა, რომ მას ჰქონდა დავალებული ედუარდ შევარდნაძისაგან ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია, მაგრამ ის ამ დავალებას არ ასრულებდა. ჩემთვის ცნობილია, რომ სამეგრელოში 1993 წლის მიწურულს რუსული სპეცნაწილების წარმომადგენლები ეძებდნენ ზვიად გამსახურდიას კვალს, რათა მოეხდინათ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.

აწ გარდაცვლილი ბადრი ზარანდია ჩემთან ერთად იჯდა კამერაში და მისგან ვიცი, რომ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ, ზვიად გამსახურდიასთან შესულიყო ნდობაში და შემდეგ მოეწამლა ან მოეკლა. ეს დავალება მან მიიღო შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან. ზვიად გამსახურდია არ იყო კაცი, რომელიც თავს მოიკლავდა. ბევრმა ჩემმა მეგობარმა, რომელთა დასახელებისაგან თავს ვიკავებ, იცის ბევრი საინტერესო დეტალი. როცა შეიქმნება სრულფასოვანი საგამოძიებო კომისია, მზად ვარ, დავასახელო სახელები და გვარები იმ ადამიანებისა, ვინც მათ საინტერესო ჩვენებებს მისცემენ. მითხრეს, ბოლო დღეებში ზვიად გამსახურდიას ასეთი რამ უთქვამს: "ბოლომდე უნდა ვებრძოლო საქართველოს მტრებს და თუ ამ ბრძოლაში დავიღუპები, ბედნიერი კაცი ვიქნებიო".

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პრეზიდენტ გამსახურდიას დაცვის წევრების ირგვლივ არსებობს უხერხული შეკითხვები, რომელზეც, მისივე განცხადებით, პასუხი ისევ საგამოძიებო კომისიამ უნდა მიიღოს. "იმ ტრაექტორიით, რომლითაც იყო ტყვია გავლილი ზვიად გამსახურდიას თავში, შეუძლებელია, თვითონ მოეკლა თავი. ეს იყო არაბუნებრივი პოზა. ნასროლია ზემოდან ქვემოთ. ასე თავს პროფესიონალი ქილერიც ვერ მოიკლავდა. ჩატარებული არაა ექსპერტიზა და გვამი არაა გაკვეთილი. ეს, ბუნებრივია, ბადებს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ იყო ზვიად გამსახურდია მოწამლული, რაც გაკვეთის დროს გამოჩნდებოდა. ამბობენ, გამსახურდიას ქვრივმა არ მოგვცა გაკვეთის უფლებაო. როდის იყო, ესენი ქალბატონ მანანას აზრს იზიარებდნენ და რაღა მაშინ გაიზიარეს, როცა მათ ხელში იყო ცხედარი. ასევე არაა ძნელად წარმოსადგენი, რომ ოთახში, სადაც პრეზიდენტი იწვა, შესულიყო პიროვნება, ესროლა და შემდეგ ისევ გასულიყო.

შეიძლება ეჭვი მიიტანო იმ ხალხზეც, ვინც ზვიად გამსახურდიას გვერდით იყო. მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია ანზორ ბალუაშვილის დაკითხვა. სწორედ ბალუაშვილია ასობით ადამიანის ბრალმდებელი და მან ბევრი რამ იცის. ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ იოსელიანი, ავთანდილ მარგიანი, იგორ გიორგაძე, მაშინდელი უშიშროების და შსს სამსახურის სხვა პერსონები, მალხაზ სალაყაია და სხვები, სპეციალურ ოპერატიულ თათბირებს ატარებდნენ თემაზე, როგორ გადაეწყვიტათ ზვიად გამსახურდიას პრობლემა", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ზვიად ძიძიგურმა.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია" საკუთარი სახსრებით, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, წლების წინ დამოუკიდებლად იძიებდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს. მთელი ამ წლის მანძილზე ორგანიზაციის წევრებმა მრავალი სამხილი და მტკიცებულება მოიპოვეს, მაგრამ ისინი საზოგადოების სამსჯავროზე ჯერ არ გამოაქვთ. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, ვინ მოკლა პრეზიდენტი გამსახურდია.

გიორგი კერვალიშვილი: "ზვიად გამსახურდია პირველად მოწამლეს, მაგრამ თავისი რელიგიური რწმენის შესაბამისად ეს გადაიტანა. სხვათა შორის, ამის გამო წონაშიც კი დაიკლო. ამის შემდეგ კი განახორციელეს მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. ჩვენ ვიცით, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია, მაგრამ საჭიროა, გენპროკურატურამ ეს ოფიციალურად გამოაცხადოს. მთავარი მკვლელი არის ედუარდ შევარდნაძე. გამსახურდიას მკვლელობა შევარდნაძემ შეათანხმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან. ასევე ამ მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ საერთაშორისო ბნელ ძალებსაც. გამსახურდიას მოსაკლავად დასდევდა შოთა კვირაიას ბანდა, ჯაბა იოსელიანის "მხედრიონი", გულუას სპეცრაზმი... გამსახურდიას გასანადგურებლად მოსკოვიდანაც იყო ჩამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი. ზვიად გამსახურდია ქართველი კაცის ხელითაა მოკლული. ის იყო დაქირავებული ქილერი, ამჟამად ცოცხალია, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა საქართველოში. ეს არის ჩვენი მიახლოებითი დასკვნა. აუცილებლად უნდა დაიკითხონ მაშინდელი შს მინისტრი შოთა კვირაია, უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, მისი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი. სწორედ ეს ადამიანები ჰყავდა შევარდნაძეს დაბარებული კაბინეტში და ერთად განიხილეს გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს მკვლელობა. ასევე უნდა დაიკითხონ ბესარიონ გუგუშვილი და რობინზონ მარგველანი, რომლებიც ზვიადის გვერდით იყვნენ ბოლო წუთებში. პირველი ინფორმაცია სწორედ მათ გაავრცელეს, თითქოსდა პრეზიდენტმა თავი მოიკლა. გენერალურ პროკურატურაში არავითარი დოკუმენტი მარგველანის ჩვენების მეტი არ დევს თვითმკვლელობის ვერსიის დამადასტურებლად. მე მქონდა მარგველანთან შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რაც მან მითხრა. გენპროკურატურამ უნდა დაკითხოს ანზორ ბალუაშვილი, ჯამლეთ ბაბილაშვილი, იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, ავთანდილ იოსელიანი..."

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ლოთი ქობალია, რომელიც სასჯელს ხონის კოლონიაში იხდის, "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მისივე დაცვის წევრებმა შეგნებულად მტრების ხელში ჩააგდეს. ლოთი ქობალია მზადაა, გენერალურ პროკურატურას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

ლოთი ქობალია: "გენერალური პროკურატურა თუ ჩათვლის, რომ უნდა დამკითხონ, მე მზად ვარ სიმართლის სათქმელად. ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. ის მოკლეს. ყველაზე დიდი დანაშაული ის იყო, რომ პრეზიდენტი ორი კაცის ამარა დატოვეს. მე 6 ნოემბერს ჩამოვედი ზუგდიდში. მაშინ პრეზიდენტი გამსახურდია გალის რაიონში იმყოფებოდა. გადაწყვეტილი იყო, რომ ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ ჩემდა დაუკითხავად ის გალიდან გადმოიყვანეს სამეგრელოში... ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დაცვას არ ჰქონდა იმის უფლება, პრეზიდენტი ენგურს გამოღმა გადმოეყვანა, რადგან მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ მისი უსაფრთხოება არ იყო დაცული. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება დაგვეცვა",- ლოთი ქობალია აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, რობინზონ მარგველანმა არასწორი ჩვენება მისცა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, გაარკვიოს, რატომ მოხდა ეს.

"დღემდე გენერალურ პროკურატურაში დევს მხოლოდ რობინზონ მარგველანის ჩვენება, თითქოსდა პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ესაა არასწორი ჩვენება და რატომ მისცა მან ასეთი ჩვენება, ესეც გასარკვევია. მე ვნახე სატელევიზიო ეთერით მკვლელობის ადგილი და ის ლოგინი, რომელზეც პრეზიდენტი იწვა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც იარაღთან რაიმე შეხება ჰქონია, არ დაიჯერებს, რომ მან თავისი ხელით გაისროლა და ზუსტად თავის მოპირდაპირედ კედელიც გახვრიტა. ესაა ზღაპარი.. ამ ვითარებაში თვით გაწვრთნილი ქილერიც ვერ შეძლებს თავის მოკვლას.

თუ მან თავი მოიკლა, სადაა იარაღი. სადაა ტყვიის ნამსხვრევები. დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ დაიჭირა ხელისუფლებამ რობინზონ მარგველანი, რომელიც ბოლო წუთამდე პრეზიდენტ გამსახურდიას გვერდით იყო. როგორც წესი, ვისაც გამსახურდიასთან შეხება ჰქონდა, ყველა დააპატიმრეს და ის რატომღაც გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდა. რობინზონ მარგველანის თავისუფლება ჩემში დიდ ეჭვს ბადებს," - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბარში ლოთი ქობალიამ.

სამწუხაროდ, "მთელი კვირა" ბევრს ეცადა, მაგრამ მარგველანს ვერ დაუკავშირდა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის გამოგვეხმაურება და თავის პოზიციას დააფიქსირებს ამ კითხვებზე.

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი დარწმუნებულია, რომ გენერალურ პროკურატურას მის მიმართ უხერხული კითხვები არ ექნება. იოსელიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას მეგობარი იყო. "მთელი კვირის" კითხვაზე, იყო თუ არა ბოლომდე ის გამსახურდიას ერთგული, იოსელიანი პასუხობს, რომ როგორც შეეძლო, ისე უერთგულა. ავთანდილ იოსელიანი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც იოსელიანი ამბობს, გამსახურდიამ თავი "სტეჩკინის" სისტემის იარაღით მოიკლა.

ავთანდილ იოსელიანი: "მე მზად ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ჩვენება მივცე, მაგრამ არა მგონია, ჩემით დაინტერესდნენ. მათ უნდა მოიყვანონ გენპროკურატურაში დაცვის თანამშრომელი რობიზონა და მას უნდა ათქმევინონ, რა მოხდა. მე არ მჯერა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ყველამ უღალატა, ბოლოს ისეთი გაუსაძლისი ცხოვრება შეექმნა, რომ ღამის გასათევად კარდაკარ დაიწყო სიარული და, ალბათ, ამიტომაც მიიღო ასეთი ტრაგიკული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ის მოკლეს, მაშინ გამოდის, რომ ის მოკლა ისევ მისმა გარემოცვამ.

ზვიად გამსახურდიას ნეშტი სენაკის აეროპორტში რომ ჩამოასვენეს და კუბოს თავი ახადეს, ვეცადე, დამეთვალიერებინა. ერთმა ჩეჩენმა კუბოსთან ახლოს არ მიმიშვა, თუმცა მაინც ჩავიხედე და ვნახე ცხედარი. დავინახე, რომ "სტეჩკინით" მიბჯენით ჰქონდა ნასროლი. რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა მას "ალფას" წევრები დასდევდნენ მოსაკლავად, ესაა არასწორი ინფორმაცია. მაშინ მე ვიყავი უშიშროების მინისტრის მოადგილე და იგორისგან არასოდეს გამიგონია, რომ "ალფასთვის" მიეცა დავალება ზვიადის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მე ვიმეორებ: თუ ზვიად გამსახურდია მოკლულია, მაშინ ის მოკლა მისმა გარემოცვამ, მაგრამ მაინც მგონია, რომ თავი მოიკლა".

"მთელი კვირა" ფინეთში მყოფ ბესარიონ გუგუშვილსაც დაუკავშირდა. გუგუშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას თემით მანიპულირებს და ის არ აპირებს თანამშრომლობას გენპროკურატურასთან. "მთელი კვირის" კითხვას, მოკლეს თუ თავი მოიკლა პრეზიდენტმა, გუგუშვილმა პასუხი არ გასცა.

ბესარიონ გუგუშვილი: "ვერაფერს ახალს ისინი ვერ იპოვნიდნენ, რადგან ახალი იქ არაფერია. გარდაცვალების მომენტში სამი კაცი ვიყავით მასთან მხოლოდ. რომ აცხადებენ, თითქოსდა ახალი ნივთმტკიცება ამოვიღეთო, ესაა ფარსი. რისთვის სჭირდებათ ეს ფარსი, ალბათ, იცით. ზვიად გამსახურდიას თემა მათთვის არის იაფფასიანი სპეკულაცია, რადგან ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს ვერც ეკონომიკური და ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ახლა უნდათ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებით მოიხვეჭონ სახელი.

როგორც წინა ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას ვცნობ და, რა თქმა უნდა, ჩვენების მისაცემად არ ჩამოვალ გენერალურ პროკურატურაში. საიდან ასახელებენ ამ ასობით მოწმეს, როცა მასთან მხოლოდ სამი კაცი ვიყავით. დარწმუნებული ვარ, ახალს არაფერს იტყვიან. მე ამ ხელისუფლებას არ ვცნობ. მე ვცნობ მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას და ისინი, ვინც ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, არ არიან კანონიერი ხელისუფლების ერთგულნი. ზვიად გამსახურდიას მკვლელობით თემით სპეკულირება მათ კარგად არ წაადგებათ".

როგორც ვხედავთ, მათ, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, კიდევ ბევრი რამ აქვთ სათქმელი. ალბათ, გამოძიება ამ სათქმელის გარკვევით დაინტერესდება. ფაქტია, რომ როგორც სიცოცხლე, ასევე სიკვდილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ძალიან ტრაგიკული ერგო. მისი სიკვდილის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი ღალატის განმეორების სურვილი მომავალში აღარავის გაუჩნდეს.
http://www.opentext.org.ge/04/resonance/090/090-10.htm 


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 » 2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი

შეიქმნას... საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის... შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:... ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი;... მანანა არჩვაძე-გამსახურდია - კომისიის წევრი...; ტარიელ ფუტკარაძე - კომისიის წევრი

პრეზიდენტი სააკაშვილი კი საპატრიარქოდან იძლეოდა კომენტარს: "მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა". სააკაშვილის თქმით, ასეთი დიდბუნოვანი ადამიანი იმ დროისათვის მიუღებელი იყო და იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ.
http://www.opentext.org.ge/04/resonance/086/086-22.htm


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 » 
კომისიის წევრი ირაკლი ოქრუაშვილი

"24 საათი", #77, ხუთშაბათი, 1 აპრილი, 2004 წელი

გენერალურმა პროკურატურამ თერთმეტი წლის წინათ შეწყვეტილი საქმის ძიება განაახლა
ინგა ალავიძე

გენერალურმა პროკურატურამ თერთმეტი წლის წინათ აღძრული და შემდეგ შეწყვეტილი საქმეების გამოძიება განაახლა. თანაც, მართალია, გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა, მაგრამ ხელახლა შეკრებილი მტკიცებულებები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ გენერალური პროკურატურის მიერ წლების წინ შექმნილი მძიმე ბრალდებები გაქარწყლდება.

საუბარია თბილისის ომის შემდეგ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს აღძრულ საქმეზე. როგორც ცნობილია, მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამშობლოს ღალატში, უკანონო ბანდ-ფორმირების შექმნაში, ტერაქტების ორგანიზებაში, კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებასა და სხვა დანაშაულებში დასდო ბრალი. თუმცა, მძიმე ბრალდებებით დახუნძლული პრეზიდენტის საბრალდებო დასკვნა ვერ დაიწერა, რადგან მოგვიანებით საქმის ძიება ბრალდებული და ძებნილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო შეწყდა.

მეორე საქმე, რომლის გამოძიებაც გენერალურმა პროკურატურამ წლების შემდეგ გაანახლა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეა. როგორც ცნობილია, ამ საქმის ძიებაც წლების წინათ შეწყდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვერ გაიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, 18 თებერვალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებისა და მის მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრული საქმეები გაერთიანდა და გამოძიება განახლდა. ერთი თვის მანძილზე გამოძიებამ არსებული 55 ტომი 400 ტომამდე გაზარდა. მათი დიდი ნაწილი პროკურატურის მიერ ადრე გამოძიებული "ზვიადისტთა" საქმეებია, ანუ გამოძიებამ გამოითხოვა ყველა იმ პირის საქმე, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზებაში ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებდნენ. ამ საქმეთა რიცხვშია ლოთი ქობალიას საქმეც.

მიმდინარე გამოძიების დეტალებს გენერალური პროკურატურა მკაცრად ასაიდუმლოებს. თუმცა, გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით, უკვე გამოკვეთილია, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გამსახურდიას დასადანაშულებლად მტკიცებულებები არ არსებობს. "წინასწარ რაიმეს თქმა ნაადრევია, რადგან სამუშაო საკმაოდ შრომატევადია: დასაკითხია ასეულობით მოწმე, რომელთა ნაწილიც უცხოეთშია, შესასწავლია მტკიცებულებათა ბაზა; ერთი სიტყვით, უსერიოზულესი საქმეა, რომლის შესახებაც წინასწარ რაიმეს თქმა, ჯერჯერობით, შეუძლებელია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული საქმე მტკიცებულებების სიუხვით ვერ გამოირჩევა, ამიტომაც ამ საქმეში არსებულ ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდება შეიცვლება," - აცხადებს კახა კობერიძე, რომელიც საიდუმლოდ ინახავს, დაიკითხებიან თუ არა ყოფილი თანამდებობის პირები და ზვიად გამსახურდიას დაცვის ის წევრები, რომლებიც გარდაცვალების წინა დღეებში ზვიად გამსახურდიას ახლდნენ და რომლებიც არაოფიციალურად პრეზიდენტის მკვლელობის მონაწილეებად სახელდებოდნენ. "დაიკითხება ყველა ის პირი, ვისი დაკითხვაც საჭირო გახდება," - ასეთია გენერალური პროკურორის მოადგილის პასუხი, რომელმაც ერთი "საიდუმლო დეტალი" მაინც გაამჟღავნა. "ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილიდან საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ახლახან ამოიღეს ძალზე სერიოზული ნივთიერი მტკიცებულებები. გარდა ამისა, დადგენილია პრეზიდენტის საფლავის მდებარეობა და უახლოეს მომავალში ცხედარს ჩაუტარდება ექსგუმაცია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გარდაცვალების მიზეზი, რაც თავის დროზე არ დადგენილა, რადგან ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია," - ამბობს გენერალური პროკურორის მოადგილე [„ექოს“ რედ. შენიშვნა - კახა კობერიძე ის პირია, რომელმაც „თავი გამოიჩინა“ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ წამოწყებულ არაერთ სამარცხვინო პროცესში და კერძოდ პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის წინააღმდეგ. როგორც ჩანს ამ პროკურორმა არ იცის, რომ მ. არჩვაძე კვლავ არ იძლევა პრეზიდენტ გამსახურდიას ცხედრის ექსგუმაციის უფლებას - იხ ქვემოთ].

გენერალური პროკურორის ბრძანებით, საგამოძიებო ჯგუფმა სამი თვის ვადაში (ანუ 19 მაისს) საქმის ძიება საბოლოოდ უნდა დაასრულოს. "საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რადგან ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ უნდა გაუძლოს დროს," - ამბობს კახა კობერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი გამოძიება კოლეგების მიერ წლების წინ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, დადგება თუ არა გამსახურდიას საქმის ძველ გამომძიებელთა პასუხისმგებლობის საკითხი? ამ კითხვას გენერალური პროკურორის მოადგილე ასე პასუხობს: "თუ აღმოჩნდება, რომ საქმე ხელოვნურად იყო შექმნილი, გამოძიება იმსჯელებს ყოფილ გამომძიებელთა პასუხისმგებლობის საკითხზეც".


სტატია ტექსტურ ფორმატში:

დართული სურათები:

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი