სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 5, სულ: 40  შემდეგი > 
საპროტესტო მსვლელობის დახვრეტა თბილისში 1992 წლის 7 იანვარს
ავტ.: ადმინი : 8/27/2004

ქართველი ხალხი არ დაშინდა 1992 წლის 3 იანვარს არაკაცების მიერ მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტით და 7 იანვარს კვლავ გაიმართა მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა.

ეს მსვლელობა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო იმითი, რომ იგი კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა პირველი აქცია იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია და კანონიერი ხელისუფლება იძულებლნი გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო და იგი გაიმართა ამის მეორე დღესვე - ეს კი ნიშნავდა, რომ კანონიერი ხელისუფლების ემიგრაციაში წასვლის მიუხედავად კანონიერების აღდგენისათვის ქართველი ხალხის ბრძოლა გრძელდებოდა! ამ აქციამ საბოლოოდ დააკარგვინა იმედი ხუნტას, რომ პრეზიდენტის დამხობით ისინი საქართველოს დააჩოქებდნენ...

არაკაცებმა კვლავ ესროლეს მეპროტესტეებს - სამი ქართველი კაცი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს (მათ შორის უცხოური საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტი). 


GEORGIAN REBELS ACCUSE PRESIDENT GAMSAKHURDIA OF STEALING MILLIONS OF DOLLARS
Story

Georgian rebels in control of Tbilisi said on Tuesday (January 7) that President Zviad Gamsakhurdia took the equivalent of at least 117,648 million United States dollars when he fled to Armenia.

The allegation was reported on Russian television, which also showed pictures of the house in Armenia to which Gamsakhurdia fled after two weeks of fighting in Tbilisi. He said on Wednesday he had fled to stop the bloodshed and had not resigned.

The Armenians and Georgians are discussing his fate. Rebel Military Council spokesman Georgy Shengelaya called him a state criminal and demanded he be returned. Armenia said Gamsakhurdia had not been given safe haven, but he would not be forced to leave.

Parts of the Georgian parliament were still burning on Tuesday and the rebels were trying to re-establish order in Tbilisi. The Military Council has not specified when it will hand power to a provisional civilian government headed by former prime minister Tengiz Sigua. Sigua said in Tbilisi on Tuesday he had ordered an inquiry into an incident that day in which rebels fired into a rally of Gamsakhurdia supporters, wounding several people.

Script is copyright Reuters Limited. All rights reserved.

„რეიტერის“ ამ ცნობაში ჯერ ერთი ბოროტად გამოტოვებულია სიმართლე ამ დღეს მოკლულთა შესახებ და მეორეც განმეორებულია არაკაცების ცნობილი სიცრუე - ვითომც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სომხეთში გაეტაცებინოს 117 მილიონი ამერიკული დოლარი! ასე მსოფლიოს მასშტაბიც ვრცელდებოდა არაკაცული სიცრუე და ცილისწამება!



ათასობით გულადი მამაკაცი და დედაკაცი მოითხოვს სამართალს


გამოუყენეს მხუთავი გაზი...


საბურთალოს ქუჩა მხუთავი გაზის ნისლშია გახვეული 


მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მსვლელობის მონაწილეებს არაკაცები ტყვიას უშენენ - „ნუ გეშინიათ - ყველას ვერ მოგვკლავენ“ ყვირის ვიღაცა..


დემოკრატი არაკაცები და არაკაცული დემოკრატია


მიჰყავთ არაკაცების მიერ მძიმედ დაჭრილი კაცი


კაცისმკვლელი არაკაცები


 ვოდეო: საპროტესტო მიტინგის დახვრეტა, თბილისი, საბურთალო 1992 წლის 7 იანვარი (ვერსია 1)

ვიდეო: საპროტესტო მიტინგის დახვრეტა, თბილისი, საბურთალო, 1992 წლის 7 იანვარი (ვერსია 2)


© ბესარიონ გუგუშვილი