კომენტარის გარეშე 1
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!
ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის, კულავ აღარ ჩაიდინოს;
სხვა გაფთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს.
კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგა მაიხდინოს,
თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?
ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:
თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა.
ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,
მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!
განხილვა აქ >>>
დანარჩენი და უფრო დაწვრილებით აქაა >>>
ვიდეო: კომენტარების გარეშე 1 - ეპიზოდი 1
ვიდეო: კომენტარების გარეშე 1 - ეპიზოდი 2