სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 7, სულ: 11  შემდეგი > 
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება (მოკლე ისტორია)
ავტ.: შავლეგო : 11/27/2005

სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება
(მოკლე ისტორია)

შეიქმნა მერაბ კოსტავას ინიციატივით 1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობის აქციის დღეებში. ამ პერიოდიდან საზოდაგოებასთან ალიანსში იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. საზოგადოებას მართავდა გამგეობა, რომელშიც თავდაპირველად შედიოდა შემდეგი 9 წევრი: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ვაჟა ადამია, ჯემალ გოლეთიანი, თედო პაატაშვილი, გურამ გოგბაიძე, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და თეიმურაზ სუმბათაშვილი.

წმინდა ილია მართალის საზოგადოებას საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში გააჩნდა წევრმრავალი მძლავრი ფილიალი.

საზოგადოების თბილისის ფილიალი დაყოფილი იყო ათეულებად, თითოეული ათეული აერთიანებდა დაახლოებით 10-20 წევრს და ჰყავდა ზემდგომი - ათეულის მეთაური, რომელიც ათეულში გაწეული სამუშაოსათვის პირდაპირ ანგარიშვალდებული იყო საზოგადოების გამგეობის წინაშე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში მოქმედებდა 14-ე მხატვრების ათეული (ათეულის მეთაური ზურაბ გაბლიშვილი), რომელიც ძირითადად მუშაობდა ისტორიული სიმბოლიკის აღდგენაზე და მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს მისი ფართო მასებისთვის გაცნობაზე. საზოგადოების წევრთა უმთავრესი ფუნქცია, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენისათვის აქტიური ბრძოლის გარდა, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა ელემენტალური კონსტიტუციური და ეროვნული უფლებების დაცვა იყო, ამისათვის საზოგადოებაში შექმნილი იყო შესაბამისი კომისიები, რომლებიც საზოგადოებაში შემოსულ განცხადებებს განიხილავდნენ და მათში აღნუსხული დარღვევების აღკვეთისათვის ზრუნავდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება თანაბრად და განურჩევლად იცავდა ქვეყნის ყველა ეროვნების მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებს, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საზოგადოების საქმიანობას აქტიურად მხარს უჭერდნენ და უჭერენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელნი.

საზოგადოება ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიასთან ერთად, ყოველ ოთხშაბათს, მერაბ კოსტავას ეზოში მართავდა ხალხმრავალ კრებებს, ე.წ. ოთხშაბათობებს; წელიწადში ერთხელ საზოგადოების ყრილობას და კონფერენციას, რომელთაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ფილიალების წარმომადგენელნი ესწრებოდნენ.

მერაბ კოსტავას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, საზოგადოების ყრილობამ, 1989 წლის ნოემბერში, თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის პოსტის შემოღებას და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია.

საზოგადოებას გააჩნია ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ქაღალდი, საზოგადოების წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (ავტორი არქიტექტორი თამაზ ღუღუნიშვილი), ასევე დროშა და სამკერდე ნიშანი (ავტორი ხატია ღუდუშაური).

კომუნისტური წყობის პერიოდში საზოგადოება ბეჭდავდა ყოველთვიურ ჟურნალს „საქართველო“ და გაზეთს „შავლეგო“ (გამოვიდა რამდენიმე ნომერი - გაზეთი განახლდა ვებ საითის სახით 1996 წელს ემიგრაციაში).

საზოგადოების დროშა: მეწამულ ფონზე ჰორიზონტალური თეთრისა და ვერტიკალური შავი ზოლების კვეთაში გამოსახული თეთრი გიორგი. დროშის ორიგინალი მერაბ კოსტავას დაკრძალვის შემდეგ დაცულია მისივე სახლ-მუზეუმში.

1990 წელს, სამაჩაბლოში, კრემლის მიერ პროვოცირებული ოსური სეპარატისტული გამოხდომის დროს, საზოგადოება აქტიურად იცავდა ამ რეგიონის მოსახლეობას. სწორედ აქ გამოეყო საზოგადოებას წევრთა ნაწილი და ვაჟა ადამიას, გურამ ბერუაშვილის, დათო (თორღვა) ბულაშვილის, ზურაბ სიამაშვილის, ჯუმბერ თათულაშვილის ინიციატივით დაფუძნდა „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.

1990 წელს, ე.წ. ეროვნული კონგრესის დაარსებაში მონაწილეობის მიღების გამო, წმინდა ილია მართალის საზოგადოების ალიანსიდან გავიდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. მას შემდეგ საქართველოს ჰელსინკის კავშირია საზოგადოებასთან ალიანსში.

სხვადასხვა დროს საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ ან არიან: ბესარიონ გუგუშვილი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მერაბ ურიდია, გელა ჩორგოლაშვილი, ივანე ტურაშვილი, გია ჩხიკვაძე, მაუგლი ჩხიკვაძე, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გველესიანი.

წმინდა ილია მართალის საზოგადოება არის საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის მმართველი ბლოკის - „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი საზოგადოება. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვიდობიანი, მრავალპარტიულიული არჩევნების გზით საქართველოში კომუნისტური ტოტალიზმის დამარცხებაში. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, იგია ძირითადი ინიციატორი საქართველოში გამართული ყველა მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაციისა, მასიური გაფიცვებისა, ერისთვის სულიერ ფასეულობათა დაბრუნებისა, ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის მოთხოვნისა, რუსეთის ჯარში საქართველოს მოქალაქეთა სამსახურის საწინააღმდეგოდ 1989 წელს გამართული მასიური გაფიცვა-პროტესტისა, ასევე 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სამხედრო საბჭოსა და საქართველოში კრემლის დიქტატურის დამკვიდრების საწინააღმდეგოდ ორგანიზებული ყველა მშვიდობიანი, საპროტესტო მანიფესტაციისა. წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრები დღესაც აქტიურად იღწვიან ეროვნული მოძრაობისა და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის.

1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებისას წმინდა ილია მართალის საზოგადოების რამდენიმე წევრი დეპუტატი გახდა და ამით იგი მმართველი პარტიის როლში მოგვევლინა. ამას გარდა საზოგადოების გამგეობის წევრები ზ.გამსახურდია და ბ.გუგუშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთავე პოსტებზე იყვნენ.

საზოგადოების წევრები გახლდნენ ცნობილი დისიდენტები არკადი მარკოზია და ნოდარ იმნაძე, შმაგი სამნიაშვილი, ვაჟა ჭინჭარაული, დათო (თორღვა) ბულაშვილი, რეზო ურიდია, აჩიკო რამიშვილი, ციცინო ქევხიშვილი, გია ტეტელაშვილი, მალხაზ ღვინიაშვილი, რევაზ მიქიაშვილი, ვარაზ ვარაზიშვილი,..

სამაჩაბლოში ოსებმა ოთხი ქართველი დაწვეს, იქიდან ერთი (შეიძლება მეტიც) ჩვენი საზოგადოების წევრი - მინდიაშვილი, მეტსახელად „ვირო“, სახელს ვეღარ ვიხსენებ, ოსებს რამდენიმე მილიონად ჰყავდა შეფასებული ცხონებული…

წმინდა ილია მართალის საზოგადოების რამდენიმე წევრი (მათ შორის უზენაესი საბჭოს წევრი არკადი მარკოზია) არაკაცებმა მოკლეს პუტჩისა და მომდევნო პერიოდში მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო აქციების დროს.

ხატია ღუდუშაური

იხილეთ აგრეთვე: ვებ საითი „შავლეგო“ >>>

 


საკვანძო სიტყვები: არკადი მარკოზია, გაზეთი „შავლეგო“, გურამ ბერუაშვილი, დათო (თორღვა) ბულაშვილი, ზურაბ სიამაშვილი, წმინდა ილია მართალის საზოგადოება, ჯუმბერ თათულაშვილი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება »
© ბესარიონ გუგუშვილი