სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 19, სულ: 23  შემდეგი > 
კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 1/31/2009

„განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა ვითომ დისსიდენტს (სინამდვილეში კი სსრკ და მსოფლიო ფარული პოლიტიკური ელიტის უგავლენიანეს წევრს, ა.სახაროვს -- არაკაცსა და ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული არაკაცი მ.მამარდაშვილი -- გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი და არაკაც ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.

მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა -- სახაროვისეული პროექტით.

მათს შორის უმნიშვნელოვანესები იყო:

О ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССР
ЗАКОН
ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР
3 апреля 1990 г. N 1409-I
(ВВСС 90-15)

Статья 2. Решение о выходе союзной республики из СССР принимается свободным волеизъявлением народов союзной республики путем референдума (народного голосования). Решение о проведении референдума принимается Верховным Советом союзной республики по собственной инициативе или по требованию, подписанному одной десятой частью граждан СССР, постоянно проживающих на территории республики и имеющих право голоса согласно законодательству Союза ССР.

Референдум проводится в порядке, определяемом Законом СССР, Законом союзной, автономной республики о референдуме, если их положения не противоречат настоящему Закону.

Статья 3. В союзной республике, имеющей в своем составе автономные республики, автономные области и автономные округа, референдум проводится отдельно по каждой автономии. За народами автономных республик и автономных образований сохраняется право на самостоятельное решение вопроса о пребывании в Союзе ССР или в выходящей союзной республике[/U], а также на постановку вопроса о своем государственно правовом статусе.

ამ კანონში ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს -- რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას და თვით დარჩენილიყვნენ სსრკ შემდაგენლობაში.

О РАЗГРАНИЧЕНИИ ПОЛНОМОЧИЙ МЕЖДУ СОЮЗОМ ССР И СУБЪЕКТАМИ ФЕДЕРАЦИИ
ЗАКОН
ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР
26 апреля 1990 г. №1457-I
(ВВСС 90-19)

Статья 1. Союз Советских Социалистических Республик является суверенным социалистическим федеративным государством. Союз ССР обладает полномочиями, которые субъектами федерации совместно отнесены к ведению Союза ССР.

Союзные республики - суверенные советские социалистические государства, добровольно, на основе свободного самоопределения народов и равноправия объединившиеся в Союз Советских Социалистических Республик. Союзные республики обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР.

Автономные республики - советские социалистические государства, являющиеся субъектами федерации - Союза ССР. Автономные республики, автономные образования входят в состав союзных республик на основе свободного самоопределения народов, обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР и союзных республик.

ამ კანონში -- რომელიც უმჭიდროვესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან -- სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით -- ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ) .

ზემორე ორი კანონი შეიქნა საფუძველი გორბაჩევის საკავშირო ტელევიზიით გამოთქმული მუქარისა საქართველოს მიმართ: „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან -- იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო. მიაქციეთ ყურადღება -- გორბაჩევს არ უზსენებია აჭარა (რომლის სტატუსიც სპეციფიური იყო თურქეთთეან დადებული ხელშეკრულებით).

კანონიერი სეპარატიზმს რეალიზება საქართველოში და მასთან ბრძოლა

  • 1990 წლის 20 ივნისს -- ეროვნული ძალების ზეწოლით -- საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.
  • 1990 წლის 10 აგვისტოს -- სამხრეთ-ოსეთის დეპუტატთა საბჭოს XIII სესიამ მიიღო პირველი კითხვით „სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სუვერენიტეტის დეკლარაცია“.
  • 1990 წლის 20 სექტემბერს -- სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ". რითაც იგი ცხადდებოდა "საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად", რომელიც "... დამოუკიდებელ კურსს განახორციელებდა ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში"...
  • 1990 წლის 20 სექტემბერს -- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“.
  • 1990 წლის 21 სექტემბრის -- ეროვნული ძალების ზეწოლით -- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ" დეკლარაცია, როგორც ანტიკონსტიტუციური, ცნო ბათილად.
  • 1990 წლის 16  ოქტომბერეს -- სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს XV (I) სესიამ კვლავ მიიღო ძალაში დატოვა თავისი დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
  • 1990 წლის 28 ოქტომბრის -- მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".
  • 1990 წლის 22 ნოემბერს  --  საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
  • 1990 წლის 23 ნოემბერს  -- საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო მიმართვა სსრკ პრეზიდენტ გორბაჩევისადმი „ახალი საკავშირო ხელშეკრულების“ პროექტია შესახებ და უარი განაცხადა მის ხელმოწერაზე.
  • 1990 წლის 28 ნოემბერს  -- სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს XV (II) სესიამ კვლავ დაადასტურა „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნა“, ამოღო დასახელებიდან „დემოკრატიული“ და დაადასტურა მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ დამოუკიდებელი სუბიექტი.
  • 1990 წლის 11 დეკემბერს -- მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“.
  • 1991 წლის 23 მარტს -- დაბა ყაზბეგში შედგა ზ.გამსახურდიასა და რუსეთის პრეზიდენტის ბ.ელცინის ოფიციალური შეხვერდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმება რუსეთთან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე - რუსეთმა აღიარა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება.
  • 1991 წლის 31 მარტს -- საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ჩამოთვლილი სსრკ კანონები და ამ კანონების საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეალიზების მცდელობები ნათელს ხდიან და დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ

  1. სეპარატიზმს საქართველოში „კანონიერი“ საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა სისტემამ.
  2. პრაქტიკული სეპარატიზმი საქართველოში დაიწყო მაშინათვე -- როგორც კი „კანონიერი“ საფუძველი გაუჩნდა.
  3. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ ანუ „დსთ“-ს საზღვრები შეთანხმებული იყო და არის სსრკ-აშშ-ს მალტის გარიგებით.
  4. 2008 წლის ბოლოს მოვლენაბმა დაადასტურა, რომ მალტის ხელშეკრულება კვლავ ძალაშია და საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა შეუძლია მხოლოდ აფხაზეთისა და „სამხრეთ-ოსეთის“ რუსეთისათვის დათმობის ხარჯზე.
ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო

საკვანძო სიტყვები: „დსთ“, აფხაზეთი, აფხაზური სეპარატიზმი, გორბაჩევი, ეროვნული მოძრაობა, ეროვნული ხელისუფლება, მალტის 1989 წლის შეთქმულება, ოსური სეპარატიზმი, სამაჩაბლო, სეპარატიზმი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• ეროვნული მოძრაობა - მოკლე ისტორია »
• საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა »
• ოსური სეპარატიზმი სამაჩაბლოში 1991 »
• ოსური სეპარატიზმი სამაჩაბლოში - პოლიტიკური ისტორია »
• 1992 წლის გაზაფხული: ზუგდიდის „აღება“ და მზადება აფხაზეთში „ომობანის თამაშის“ დაწყებისათვის »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი