სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 3, სულ: 23  შემდეგი > 
ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ გარემოებები - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 12/17/2006

ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ გარემოებები

იხილეთ აგრეთვე:
ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია
„გორგასლიანი“ - 1956
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა
ერის განსაზღვრება
ვალერია ნოვოდვორსკაია: „ჩემი ბრალი, ჩემი ომი“
ლუდმილა ალეკსეევა: „ქართული ეროვნული მოძრაობა“
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)

1970-იანი წლების მიწურულის შემდგომ ანტიეროვნული ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ეროვნულ მოძრაობასა და მის ლიდერს ზვიად გამსახურდიას ეგრთწოდებული „მონანიების“ გამო, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხრივ განხორციელებულ ტაქტიკურ პოლიტიკურ მანევრს, ხრიკს წარმოადგენდა. ამ მანევრით, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შესძლეს არ მიეცათ საბჭოთა პოლიტიკური პოლიციისათვის ეროვნული მოძრაობის ლიდრობის არასანდო პირებისათვის ხელში ჩაგდების საშუალება და საერთოდ ეროვნული მოძრაობის ჩახშობის საშუალება.

ნიშანდობლივია, რომ „მონანიების“ ამ პოლიტიკურ ტაქტიკურ მანევრს, ხრიკს ზვიად გამსახურდიას სწორედ ის ძალები უთვლიან ნაკლად, რომლებიც ზოგადად მას ბრალს დებენ პოლიტიკურ სიხისტეში და პოლიტიკური მოქნილობის არქონაში.

მეოცე საუკუნის ეროვნული მოძრაობის დამფუძნებლები და ლიდერები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა 1970-იანი წლებიდან მჭიდროს თანამშრომლობდნენ ეგრეთწოდებულ „საბჭოთა დისიდენტურ“ მოძრაობასთან, რომელიც იმ პერიოდში ებრძოდა საბჭოთა, კომუნისტურ სისტემას. „დისიდენტურ“ მოძრაობას მხარს უჭერდა და გარკვეულწილად ხელმძღვანელობდა დასავლეთის პოლიტიკური სისტემა, კერთოდ ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის სახელმწიფო სისტემა.

რამდენადაც საბჭოთა, კომუნისტური სისტემის დამხობა ქართული ეროვნული მოძრაობის ინტერესებშიც იყო, ქართული ეროვნული მოძრაობა იყენებდა „დისიდენტური“ მოძრაობისათვის დასავლეთის მიერ მინიჭებულ პრივილეგიებს - განსაკუთრებით ქართველი ერის სავალალო მდგომარეობის შესახებ სიმართლის მსოფლიო მასშტაბით ინფორმირებისათვის.

მაგრამ, საბჭოთა სისტემის დასუსტებისა და ეროზიის პირობებში „საბჭოთა დისიდენტური“ მოძრაობა დასავლეთის სახელმწიფოების ინტერესებში სულ უფრო და უფრო იხრებოდა საბჭოთა პოლიტიკური სისტემისა და პირველ რიგში საბჭოთა იმპერიის საბაზრო ეკონომიკისა და დასავლური დემოკრატიების მსგავს, მაგრამ - ერთიან სახელმწიფოდ გარდაქმნისაკენ - როდესაც საბჭოთა იმპერიის სისტემაში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკები „განახლებული საბჭოთა კავშირის“ შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყვნენ.

ამ მიმართულებასა და პოლიტიკურ პროცესს შემდგომში „პერესტროიკა (გარდაქმნა, Перестройка)“ დაერქვა. „პერესტროიკის“ იდეოლოგიური ლიდერი გახდა საბჭოთა წყალბადის ბომბის გამომგონებელი, საბჭოთა ნომენკლატურელი აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი. „საბჭოთა დისიდენტებმა“ მთლიანად გადაიღეს „გლობალიზაციის“ ფუძემდებლური დებულება ერების გაქრობისა და ერთიანი მსოფლიო ხალხის ჩამოყალიბების შესახებ - რის გამოც ბრძოლა დაუწყეს იმ მოძრაობებს, რომლებიც ერების, ეროვნული კულტურების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის იბრძოდნენ.

რამდენადაც ქართული ეროვნული მოძრაობა და საერთოდ საქართველო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლების ტრადიციული და ძირძველი მეთაური იყო - სახაროვის (აგრეთვე ქართული გვარით ცნობილი „გადისიდენტებული“ რუსი საბჭოთა ფუნქციონერის მერაბ მამარდაშვილის) მიერ ჩამოყალიბებული იქნა თეორია თითქოს საქართველო წარმოადგენდა „მცირე იმპერიას“ რომელიც ჩაგრავდა მის საზღვრებში მყოფ „ეროვნულ უმცირესობებს“ - ოსებს, აფხაზებს, სომხებს, აზერბაიჯანელებსა და სხვ.

ასეთ პირობებში, ურთიერთობები ქართულ ეროვნულ მოძრაობასა და „საბჭოთა დისიდენტურ“ მოძრაობას შორის, აგრეთვე - შესაბამისად დასავლეთის გლობალისტურ წრეებს შორის ჯერ დაიძაბა, ხოლო შემდგომ - მტრული გახდა.

ასეთ ვითარებაში, 1978 წელს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დაპატიმრებული იყვენენ. ზვიად გამსახურდია ჩასვეს ეგრეთწოდებულ „სერბსკის“ ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მის მიმართ იყენებდნენ ფსიქიატრიული მედიკამენტებით ზემოქმედების ხერხებს. თუმცა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არსებითად დევნიდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის - მაგრამ, რამდენადაც საბჭოთა სამართლებრივი სისტემა არ ცნობდა ეროვნულ მოძრაობებს - მათ ბრალი დაედოთ საბჭოთა იურისპუნდენციაში არსებულ დანაშაულში „ანტისაბჭოთა საქმიანობა“. მათ ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებოდათ შორეულ და მკაცრი დისციპლინის გადასახლების ადგილებში სასჯელის მოხდით.

მზარდი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული მოძრაობის გააქტიურების ვითარებაში ქართული ეროვნული მოძრაობის ორივე ლიდერის ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ქმნიდა საშიშროებას, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობას საბჭოთა საპეცსამსახურები თავს მოახვევდნენ მათი აგენტებისა და ეროვნული მოძრაობის მოღალატეების ზეგავლენას. ამავე დროს არსებობდა დიდი საშიშროება, რომ საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის ტრადიციის შესაბამისად ზვიად გამსახურდიას იძულებით საზღვარგარეთ გააგდებდნენ. ზვიად გამსახურდიამ ამ საშიშროების გასანეიტრალებლად „მონანიებით“ მიმართა საბჭოთა პოლიტიკურ-პოლიციურ სისტემას - რომელშიც მან შეცდომად გამოაცხადა თანამშრომლობა „საბჭოთა დისიდენტურ“ წრეებთან და დასავლეთის სპეცსამსახურებთან. მეორე მხრივ „მონანიებაში“ ზვიად გამსახურდიამ პირობა დადო, რომ კვლავაც ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ქართულ კულტურას!

ზვიად გამსახურდიას „მონანიება“ გამოძიების პროცესში ვიდეოფირზე იქნა ჩაწერილი, ვითომც დოკუმენტირების მიზნებით. მაგრამ, შემდგომ ეს „მონანიება“ საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ ფართოდ გაახმაურა, არაერთხელ უჩვენა ცენტრალური და საქართველოს ტელევიზიით და ცდილობდა გამოეყენებინა ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციისათვის. ასევე იქცეოდა ქართული ეროვნული მოძრაობისადმი ახლა უკვე დაუფარავად მტრულად განწყობილი „საბჭოთა დისიდენტური“ წრეც.

რეალურად კი, „მონანიებით“ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ დიდი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა - ზვიად გამსახურდიას  განთავისუფლებული იქნა საპყრობილედან და მან განაგრძო ინტენსიური და ფართომასშტაბოვანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი საქმიანობა - ჩაიშალა საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის მცდელობა ქართული ეროვნული მოძრაობისადმი თავს მოეხვია მასში ჩანერგილი მოღალატეები და „კა-გე-ბე“-ს აგენტები.

ზვიად გამსახურდიას ვითომ სულმოკლეობით „მონანიების“ საბჭოთა სპეცსამსახურებისა და „საბჭოთა დისიდენტური“ წრეების ცილისწამების წინააღმდეგ ფართოდ გაილაშქრეს იმდროინდელმა ეროვნულად განწყობილმა ძალებმა - მათ ცალსახად დაუჭირეს მხარი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პოლიტიკურ მანევრს.

კერძოდ აი რას წერდა ამასთან დაკავშირებით პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც ვკითხულობთ: "...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს" (იხ. ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978).

დაუწკაპუნეთ დოკუმენტის სანახავად ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ შესახებ >>>

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო
© ბესარიონ გუგუშვილი