სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  პროექტის შესახებ  »  საითი

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
პუბლიკაცია 1, სულ: 2  შემდეგი > 
წინასიტყვაობა
ავტ.: შავლეგო : 8/28/2004

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს კანონიერი ხელისუფლების, მისი კრიმინალური ძალების მიერ დამხობისა და ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია ვიდეოსიმართლე და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას თბილისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჰქონდა მასობრივი მხარდაჭერა - ათასობით, ათეული ათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ქართველი კაცური კაცი (მამა-კაციც და დედა-კაციც) დღიდან დღემდე დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად მამაცად გამოდიოდა ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად - გამოდიოდა იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიო დაბრმავდა და დაყრუვდა სიმართლის მიმართ...

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის დიდ და ყველაზე აქტიურ ნაწილს ახალგაზრდობა და კერძოდ სტუდენტობა შეადგენდა - მიაქციეთ ყურადღება, რომ მოკლულთა უმეტესობაც სწორედ ახალგაზრდობა იყო.

თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ თბილისში კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა უდიდესი უმეტესობა თბილისის მკვიდრი მოსახლეობა იყო.

ვიდეოკლიპების ნახვისას თითქმის ყოველ მათგანში თქვენ მოისმენთ თავდადებული ადამიანების მოწოდებას ვიდეო ოპერატორისადმი: „გადაიღე! გადაიღე!“ - ამ ხალხს, რომელიც მაშინ საქართველოსათვის, სიმართლისათვის ტყვიას უშვერდა მკერდს უნდოდათ, რომ თქვენ - მომავალ თაობებს ეს მათი თავდადება გენახათ... ეს საიტიც სწორედ მათს უბრალოებაში დიდებულ თავგაწირვასა და გულადობას ეძღვნება (მათ შორის კი იმ თავდადებულ ვიდეოოპერატორებს ვინც ისტორია შეგვინარჩუნა).

ამასთან ერთად უდანაშაულო, მართალი ადამიანების სისხლი მოითხოვს საქართველოს ახლანდელი ფაქტობრივი ხელისუფლებისაგან - წამოიწყოს ამ საითში თვალნათლივ წარმოდგენილი კრიმინალის წინააღმდეგ სასამართლო დევნა - მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს იმის დადასტურება, რომ იგი ემიჯნება ამ დანაშაულს.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ 1998 წლის 9 აპროლს რუსის ჯარის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევაზე - რუსის ჯარს არაფერი მისდაგვარი არ გაუკეთებია - რასაც ამ კადრებში ნახავთ...

© ბესარიონ გუგუშვილი