სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 17, სულ: 33  შემდეგი > 
რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 1)
ავტ.: შავლეგო : 9/3/2004

არაკაცობისა და არაკაცული იდეოლოგიის შექმნასა და მის პროპაგანდაში სამარცხვინო წვლილი მიუძღვის კრიმინალურ ინტელიგენციას - აქ მოტანილია მაგალითები იმისა თუ როგორ იქმნებოდა და ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში ბოროტი, არაკაცული სიცრუე - ადამიანის უფლებების ვითომ დიდი ქომაგის, აღიარებული რეჟისორის, მაგრამ არაკაცის ოთარ იოსელიანის ფილმის „Seule, Georgie - ეული საქართველოს (1994)“ მაგალითზე.

მოღალატე, კრიმინალური ინტელიგენციის შეთითხნილი სიცრუე შემდეგ მასობრივი ტირაჟებით ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში და ფართოდ გამოიყენებოდა ქართველი ერის წინააღმდეგ. კერძოდ „Seule, Georgie - მხოლოდ საქართველო“ (განსხვავებით დოკუმენტური ფილმისაგან „შევადნაძის მხილება“ - რომელიც მასზე ბევრად ადრე, 1992 წელს გამოვიდა და მხოლოდ ერთხელ იყო ნაჩვენები ამერიკაში და საერთოდ არც ერთხელ არ ყოფილა ნაჩვენები ევროპასა ან რუსეთში) მრავალგზის იყო ნაჩვენები ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით რუსეთში!

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან, ფარისევლურ - ვითომ ობიექტურ და ვითომ დოკუმენტურ ფილმში რომელიც მთლიანად საქართველოს 1998-1994 წლების მოვლენებს მიეძღვნა - გაკვრითაც კი არ არის ნახსენები საერთაშორისო ადამაინის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ფართოდ დოკუმენტირებული ის მხეცობები და ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები რომლებიც არაკაცთა ხუნტამ ჩაიდინა - მთელი ფილმი კანონიერი ხელისუფლების ნომენკლატურული კრიმინალიტეტის მიერ დამხობის გამართლებას ემსახურება.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან ფილმში რომელშიც მოიძებნა ადგილი ყველა ასე თუ ისე გამოჩენილი პუტჩისტის ყბედობისათვის - და რომელშიც ყბადაღებულად ქადაგებენ, რომ გამსახურდიას რეჟიმი თითქოს მოწინააღმდეგეთა სიტყვასა და აზრს ახშობდა - არ და ვერ მოიძებნა ადგილი კანონიერი ხელისუფლების თუნდაც ერთი წარმომადგენლის ან მომხრის აზრის გამოხატვისათვის - არაკაცული „პლურალიზმის“ თვალნათელი დადასტურება...

სწორედ არაკაც ოთარ იოსელიანის ეს ფილმია ნათელი მაგალითი, რომ - „საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება (მ.სააკაშვილი)“ და ფილმი მთლიანად ამ ანტიეროვნული ძალების შეთქმულების ნაწილია და მას ემსახურება.

სწორედ ამ არაკაცი კრიმინალური ინტელიგენციის ბრალია, რომ ასობით ახალგაზრდა მოიწამლა ანტიქართული შეთქმულების შხამით - სწორედ მათ სინდისზეა მრავალი მხედრიონელისა თუ სხვა პარამილიტარისტული დაჯგუფებების გულუბრყვილო და მარტივად მოაზროვნე ახალგაზრდა წევრის გათახსირება და სისხლი...

  • სიცრუე - თითქოს ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება უმთავრესად პროვინციელებს ეყრდნობოდა „პროვინციელებით გაიტენა ქალაქი... ისინი არიან ხელისუფლების დასაყრდენი... მათ პრივილეგიებს შეპირდნენ...“

    ასეთი პროვიკაციებით ცდილობდნენ არაკაცობის იდეოლოგები საქართველოს დახლეჩას: სოფლად და ქალაქად, დასავლეთად და აღმოსავლეთად, ინტელიგენციად და არაინტელიგენციად...

    ვიდეო: ო.იოსელიანი - პროვინციელებმა აავსეს ქალაქი...



    სიმართლე - ნახეთ ასი ათასი თბილისელის პასპორტების დემონსტრაცია >>>

    ზვიად გამსახურდიას მომხრე თბილისლებით პირთამდე და კიდით კიდემდე სავსე რუსთაველის პროსპექტი
     
     
     
  • საყვედური:და, რაც გამსაკუთრებით აღსანიშნავია, აიკრძალა 9 მაისის გამარჯვების ზეიმი“ - საკითხავია, რატომაა ეს განსაკუთრებით აღსანიშნავი? ვის ატკინა გული ამან განსაკუთრებით? ჩვენ თუ გვკითხავთ სწორედ აი ეს განსაკუთრებულობაა ყველაზე საინტერესო მთელს ამ ფილმში - იმიტომ, რომ ამით ჩანს ვისი სიმპატიებისათვის იღწვის არაკაცი დიდი ხელოვანი!

    სიცრუე - თითქოს „გამსახურდიას პრესა“ ილაშქრებდა მსოფლიო კულტურის მიღწევების წინააღმდეგ...

     ვიდეო: იოსელიანი - რაც მთავარია, აიკრძალა 9 მაისის გამარჯვების ზეიმი...



    სიმართლე - არავის არ აუკრძალავს, გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების ზეიმი - ასეთი აკრძალვა არ არსებობდა! მაგრამ, არაკაც იოსელიანს რა ენაღვლება, შემმოწმებელი და გამკითხავი ხომ არავინაა... 

    სიმართლე - იმ პერიოდში პრაქტიკულად ყველა გაზეთი და ჟურნალი - არაფერი რომ ვთქვათ გაპუტჩისტებულ ტელევიზიაზე - არაკაცების კონტროლის ქვეშ იყო... (თუმცა ასაკრძალი და დასახური იყვნენ, იმიტომ, რომ დაუფარავად მოუწოდებდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობისაკენ)

კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

 

© ბესარიონ გუგუშვილი