სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 12, სულ: 23  შემდეგი > 
"Chicken Kiev" - კიევი, 1991, ბუშის „კიევური კოტლეტი“ - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 4/9/2007

წყარო: Rede des amerikanischen Präsidenten, George Bush, vor dem Obersten Sowjet der sowjetischen Unionsrepublik Ukraine am 1. August 1991 in Kiew (gekürzt), in: Europa-Archive, Folge 17 / 1991 S.D439-D442

ბუშის „გაფრთხილება“
(კიევი, 1991 წლის 1 აგვისტო)


In Moskau habe ich unser Herangehen skizziert. Wir werden diejenigen im Zentrum und in den Republiken unterstützen, die Freiheit, Demokratie und freie Wirtschaft anstreben. Wir werden unsere Unterstützung nicht an Personen festmachen, sondern auf die Grundlage von Prinzipien. Und wir können Ihnen nicht sagen, wie Ihre Gesellschaft zu reformieren sei. Wir werden nicht versuchen, Gewinner und Verlierer im politischen Wettkampf zwischen den Republiken untereinander und zwischen den Republiken und dem Zentrum auszuwählen. Dies ist Ihre Sache; dies ist nicht Sache der Vereinigten Staaten von Amerika.

{მოსკოვში მე უკვე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია. ჩვენ დავეხმარებით ყველას როგორც ცენტრში ასევე რესპუბლიკებში, მათ რომლებიც მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ, დემოკრატიისაკენ და თავისუფალი ეკონომიკისაკენ. ჩვენი დახმარება არ იქნება პერსონიფიცირებული: ის დაეყრდობა პრინციპებს და არა პიროვნებებს. ვერ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი საზოგაოების რეფორმირება. ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ რესპუბლიკებსა და ცენტრსა თუ თვითონ რესპუბლიკებს შორის მოგებულისა და წაგებულის გარჩევას არ დავიწყებთ. ეს უკანასკნელი მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეხება.}

Zweifeln Sie aber nicht an unserer wirklichen Verpflichtung auf die Reform. Denken Sie nicht, daß wir vorgehen könnten, Ihre Probleme für Sie zu lösen. Theodore Roosevelt, einer unserer bedeutenden Präsidenten, hat einmal geschrieben: „Gönnerhaft behandelt zu werden ist genauso kränkend wie beleidigt zu werden. Niemand von uns legt großen Wert darauf, dauernd jemanden zu haben, der ihm bewußt Gutes tun will; was wir wollen, ist mit jemandem für den beiderseitigen Nutzen zu arbeiten.“ Dies hat unserer früherer Präsident gesagt.

{მიუხედავად ამისა, ეჭვი არ შეგეპაროთ ჩვენს მოვალეობაში: ჩვენი მოვალეობაა რეფორმის განხორციელება. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ჩვენ გადავჭირთ თქვენს პრობლემებს. თეოდორ რუზველტმა, ჩვენმა ერთ-ერთმა ცნობილმა პრეზიდენტმა, ბრძანა: „(...) რაც ჩვენ გვსურს, ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებლობას.”}

Wir werden für den gegenseitigen Nutzen arbeiten, was bedeutet, daß wir uns in Ihre inneren Angelegenheiten nicht einmischen werden. Einige Leute haben die vereinigten Staaten dringend aufgefordert, zwischen der Unterstützung für Präsident Gorbatschow und der Unterstützung für unabhängig denkende Führungspersönlichkeiten in der ganzen UdSSR zu wählen. Ich meine, das ist keine Alternative.

{ჩვენი განზრახვაა ისეთი სამუშაოს ჩატარება, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს. ეს კი იმას ნიშნავს რომ, ჩვენ არ ჩავერევით თქვენს შიდა საქმეებში (თქვენს შიდა საქმეებში აქ ბუში საბჭოთა საქმეებს გულისხმობს – საქემებს, რომელიც ეხება მთელს საბჭოთა სივრცეს – მთარგმნელი) ზოგიერთმა უკვე მიმართა შეერთებულ შტატებს თხოვნით გააკეთონ არჩევანი გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის თვითოეული რესპუბლიკის მმართველს შორის. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს მისაღებ ალტერნატივას.}

Bei einer fairen Beurteilung muss man sagen, daß Präsident Gorbatschow erstaunliche Dinge erreicht hat, und seine Politiken von Glasnost, Perestrojka und Demokratisierung weisen in die Richtung der Ziele von Freiheit, Demokratie und freier Wirtschaft. Wir werden die möglichst starke Beziehung zur Sowjetregierung von Präsident Gorbatschow aufrechterhalten, doch wir werden gleichfalls die neuen Realitäten des Lebens in der UdSSR mit in Betracht ziehen. Und deshalb wollen wir, die wir ja selbst auch eine Föderation sind, gute Beziehungen, verbesserte Beziehungen, zu den Republiken.

{უნდა ვაღიაროთ რომ პრეზიდენტ გორბაჩოვს საოცარი მიღწევები აქვს პოლიტიკის სფეროში: საუბარია მის მიერ გატარებულ გლასნოსტზე, პერესტროიკაზე და დემოკრატიიზაციის პროცესზე. ამ ყველაფერს კი დემოკრატიისაკენ, თავისუფლებისაკენ და თავისუფალ ეკონომიკურ სისტემამდე მივყავართ. ჩვენ განზრახული გავქვს, ყველა ახლო ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან გორბაჩოვის (სახით) დავამყაროთ. მიუხედავად ამისა, გავითვალისწინებთ ახალ რეალობებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის ცხოვრებაში აქვს ადგილი. რადგან თავად ჩვენ (ამერიკის შეერთებული შტატები – მთარგმნელი) ფედერაციას წარმოვადგენთ, დაინტერესებული ვართ ურთიერთობების გაუმჯობესებით რესპუბლიკებთან.}

Lord Acton hat einst bemerkt: „Der zuverlässige Prüfstein, an dem wir erkennen, ob ein Land wirklich frei ist, ist das Maß der Sicherheit, das Minderheiten genießen.“ Freiheit erfordert Toleranz, ein Begriff der eingeschlossen ist in Offenheit, in Glasnost, und in unseren Schutzvorkehrungen des Ersten Verfassungszusatzes (First Amendment) für Meinungsfreiheit, Vereinsfreiheit und Religionsfreiheit – für alle Religionen. Toleranz nährt Hoffnung. Ein Priester hat über Glasnost geschrieben: „Heute klingen die Worte des Apostels Paulus, vor 2000 Jahren gesprochen, mehr denn je: ‚Sie haben uns für tot gehalten. Doch sieh, wir leben.’“ In der Ukraine, in Rußland in Armenien, im Baltikum blüht der Geist der Freiheit. Doch Freiheit kann nicht überleben, wenn wir Despoten gedeihen lassen oder anscheidend nebensächliche Einschränkungen sich vervielfachen lassen, bis sie Ketten formen, bis sie Fesseln formen.

{როგორც ლორდ ექტონი შენიშნავს, ნამდვილად თავისუფალია ქვეყანა, სადაც უმცირესობები დაცულია. თავისუფლებას წინ უნდა უძღოდეს ტოლერანტობა. ...უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყვავის თავისუფლების სული. მაგრამ თავისუფლება ვერ გადარჩება, თუ ჩვენ ხელს შუვწყობთ დესპოტიზმის აყვავებას...}

Heute werde ich das Denkmal von Babi Jar besuchen, eine düstere Erinnerung, eine erhabene Erinnerung daran, was geschieht, wenn die Menschen es nicht fertig bringen, die schreckliche Flutwelle von Intoleranz und Unterdrückung abzuwehren. Und doch ist Freiheit nicht dasselbe wie Unabhängigkeit. Die Amerikaner werden diejenigen nicht unterstützen, die Unabhängigkeit anstreben, um eine weit entfernte Tyrannei mittels eines lokalen Despotismus abzulösen. Sie werden denjenigen nicht helfen, die einen selbstmörderischen Nationalismus, beruhend auf ethnischem Haß, fördern.

{თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ დამოუკიდებლობასთან. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ იმათ, რომლებიც ცდილობენ, მიაღწიონ დამოუკიდებლობას ლოკალური დესპოტიზმის შექმნის ფასად. მან უნდათ მოიშორონ ცენრალიზებული ტირანია, მაგრამ სამაგიეროდ თვითმკვლელობრივ ნაციონალიზმს ნერგავენ, რომელიც ეთნიკურ ზიზღზეა დაფუძვნებული.}

Quelle: U.S. Policy Information and Texts (USIS Bonn), Nr. 104, 2.8.1991; Übersetzung: Europa-Archive.

* * *

აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ცნობილი „კიევური კოტლეტი“ სიტყვა 1991 წლის 1 გვისტოს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის განვითარების ვაშინგტონისეული პროგრამას, დერექტივას და გაფრთხილებას მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ (ბალტიის რესპუბლიკების გარდა) - არ გაეწიათ წინააღმდეგობა მიმდინარე პროცესებისათვის და დამორჩილებოდნენ მოსკოვისა და აშშ შეთანხმებულ პოლიტიკურ გეზს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის.


ზუსტად იმ დღეებში საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში უკვე კომისიების დონეზე განიხილებოდა და მაგიდაზე იდო კანონი ბალტიის რესპუბლიკების: ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ - რაც ბუშის კიევური სიტყვის შემდეგ 5 კვირაში განხორციელდა (ეს იმ დროს რაიმე საიდუმლოებას არ წარმოადგენდა და რა თქმა უნდა ბუშმა ეს მშვენივრად იცოდა). ამდენად ბუშის სიტყვა მთიანად და სავსებით ეხებოდა მხოლოდ სსრკ არაბალტიის რესპუბლიკებს.

პრეზიდენტ ბუშის ეს სიტყვა (მომზადებული კონდოლიზა რაისის მიერ) მსოფლიო დიპლომატიასა და პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორც „კიევური კოტლეტი“.

აქ მოცემულია ბუშის გამოსვლის ის მომენტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა საქართველოს:

«მოსკოვში მე უკვე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია. ჩვენ დავეხმარებით ყველას როგორც ცენტრში ასევე რესპუბლიკებში, მათ რომლებიც მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ, დემოკრატიისაკენ და თავისუფალი ეკონომიკისაკენ. ჩვენი დახმარება არ იქნება პერსონიფიცირებული: ის დაეყრდობა პრინციპებს და არა პიროვნებებს. ვერ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი საზოგაოების რეფორმირება. ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ რესპუბლიკებსა და ცენტრსა თუ თვითონ რესპუბლიკებს შორის მოგებულისა და წაგებულის გარჩევას არ დავიწყებთ. ეს უკანასკნელი მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეხება.»

აქ ბუში საგანგებოდ არ ახსენებს პრიორიტეტებში სსრკ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

«ჩვენი განზრახვაა ისეთი სამუშაოს ჩატარება, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს. ეს კი იმას ნიშნავს რომ, ჩვენ არ ჩავერევით თქვენს შიდა საქმეებში ზოგიერთმა უკვე მიმართა შეერთებულ შტატებს თხოვნით გააკეთონ არჩევანი გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის თვითოეული რესპუბლიკის მმართველს შორის. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს მისაღებ ალტერნატივას.»

აქ გორბაჩოვსა და თითეული რესპუბლიკის მმართველს შორის არჩევენში იგულისხმება ზოგი რესპუბლიკის და მათ შორის საქართველოს მოთხოვნა და მიმართვა ვაშინგტონს ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და ეწარმოებინათ მათთან ურთიერთობა კრემლის გვერდის ავლით.

«უნდა ვაღიაროთ რომ პრეზიდენტ გორბაჩოვს საოცარი მიღწევები აქვს პოლიტიკის სფეროში: საუბარია მის მიერ გატარებულ გლასნოსტზე, პერესტროიკაზე და დემოკრატიიზაციის პროცესზე. ამ ყველაფერს კი დემოკრატიისაკენ, თავისუფლებისაკენ და თავისუფალ ეკონომიკურ სისტემამდე მივყავართ. '''ჩვენ განზრახული გავქვს, ყველა ახლო ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან გორბაჩოვის (სახით) დავამყაროთ'''.»

აქ ბუში კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმას, რომ ცალკეულ რესპუბლიკებთან განსაკუთრებული ურთიერთობები - რომლებმაც ამ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე გამოაცხადეს - ვაშინგტონს არ ექნება და მათთან ყოველგვარი ურთიერთობები მხოლოდ კრემლის გავლით იქნება.

«როგორც ლორდ ექტონი შენიშნავს, ნამდვილად თავისუფალია ქვეყანა, სადაც უმცირესობები დაცულია. თავისუფლებას წინ უნდა უძღოდეს ტოლერანტობა. ...უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყვავის თავისუფლების სული. მაგრამ თავისუფლება ვერ გადარჩება, თუ ჩვენ ხელს შუვწუყობთ დესპოტიზმის აყვავებას...»

აქ ბუში იმ რესპუბლიკებს შორის - რომლებშიც „ყვავის თავისუფლების სული“ არ ასახელებს საქართველოს.

«თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ დამოუკიდებლობასთან. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ იმათ, რომლებიც ცდილობენ, მიაღწიონ დამოუკიდებლობას ლოკალური დესპოტიზმის შექმნის ფასად. მან უნდათ მოიშორონ ცენტრალიზებული ტირანია, მაგრამ სამაგიეროდ თვითმკვლელობრივ ნაციონალიზმს ნერგავენ, რომელიც ეთნიკურ ზიზღზეა დაფუძვნებული.»

აქ ბუშმა დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა რესპუბლიკების სწრაფვა გააიგივა ლოკალური დესპოტიების შექმნასთან და სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ „თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი“ უწოდა.

მომდევნო პერიოდში საქართველოში ანტიეროვნულმა ძალებმა აიტაცეს რა ბუშის აღნიშნული სიტყვის ტემინები წამოაყენეს ლოზუნგები: „ჯერ - თავისუფლება, შემდეგ - დამოუკიდებლობა“ (რითითაც ცდილობდნენ შეეფერხებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება) და „თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი“ (რომლითაც ცდილობდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიეიივებინათ ექსტრემისტულ ნაციონალიზმთან)

ინგლისური ვიკიპედიის განმარტების შესაბამისად: ბუში თავის სიტყვაში უკრაინას აფრთხილებს არ დაადგეს „თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმის“ გზას - რაც არსებითად კიდევ უფრო ნიშანდობლივია - რამდენადაც ამ პერიოდისათვის დამოუკიდებლობისადმი მიწრაფების გარდა, უკრაინაში არავითარი ეთნოკონფლიქტები არ იყო (Chicken Kiev is also the label used by the media for a speech made in Kiev in 1991 by then U.S. president George H.W. Bush. It was drafted by Condoleezza Rice, and cautioned Ukrainians against "suicidal nationalism". A few months later, Ukrainians voted to withdraw from the Soviet Union.)

პრეზიდენტ ბუშის სიტყვა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი და არსებითი, რომ იგი ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებსა და განზრახვებში არ შედიოდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი შემადგენელი რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მიღება. მეტიც ამ გამოსვლაში დაუფარავი მუქარაა იმ რესპუბლიკების მიმართ (და პირველ რიგში საქართველოს მიმართ - რომელიც არ იქნა ჩამოთვლილი იმ სიაში სადაც იყვნენ ის რესპუბლიკები - რომლებშიც „დემოკრატია ყვავის“), რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ და იღწვოდნენ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისათვის.

ამავე ასპექტში ნიშანდობლივია ვაშინგტონის სრულიად განსხვავებული პოლიტიკა ბალტიის რესპუბლიკების მიმართ - განპირობებული ვაშინგტონის საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინით.

წყარო:
Quelle: U.S. Policy Information and Texts (USIS Bonn), Nr. 104, 2.8.1991; Übersetzung: Europa-Archive.

იგივე თვალსაზრისია გამოთქმული The Washington Times მიერ: In that speech, delivered in Kiev months before a '''referendum in which Ukrainians voted to withdraw from the Soviet Union''', Mr. Bush cautioned against "suicidal nationalism."

რეტროსპექტიული ხედვა

რამდენადაც პრეზიდენტ ბუშის „კიევური კოტლეტის“ სიტყვამ როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე - თვით აშშ პოლიტიკურ წრეებში სკანდალური გამოხმაურება გამოიწვია - იგი, უკვე ექს-პრეზიდენტის როლში, კიევში 2004 წლის ვიზიტის დროს შეეცადა გამოესწორებინა საკუთარი შეცდომა:

KYIV - President '''George H.W. Bush, notorious for his reference to "suicidal nationalism" in what has come to be called the "Chicken Kiev" speech''', finally explained his statement on his first trip back to the Ukrainian capital 13 years later, on May 21.

"That's not what I said," explained the 41st president of the United States, referring to the statement, which he made in Ukraine's capital just three weeks before the Soviet Union collapsed and Ukraine declared independence in August 1991.

"I encouraged them not to do something stupid. My speech here - if you look at it, if you read it - I said to restrain from doing anything that would cause them to react when things were going the right way," he added... noted Mr. Bush.

ბუში აქ თავს იმართლებს, რომ მას სწორედ ვერ გაუგეს და მან მხოლოდ და მხოლოდ გააფრთხილა უკრაინა და სხვა რეპუბლიკები რაიმე „სისულელე“ არ ჩაედინათ. აქედან სწორედაც ის დასტურდება, რომ მისი „კიევური კოტლეტი“ გამოსვლა იმ დროს გაგებული იქნა როგორც სსრკ რესპუბლიკების მიმართ პირდაპირი მუქარა არ ეცადათ გასვლა საბჭოთა კავშირიდან!

http://www.ukrweekly.com/Archive/2004/220401.shtml

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო


საკვანძო სიტყვები: გორბაჩევი, მალტის 1989 წლის შეთქმულება, ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება - კატეხიზმო »
• 1989 წლის 9 აპრილი »
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვიზიტი ფინეთიში »
• სსრკ მიერ ბალტიის ანექსიის „არ ცნობის“ დოქტრინა - კატეხიზმო »
• ბუშის - „კაცი (ადამიანი) რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს“ - კატეხიზმო »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი