სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 40  < წინა   გვ. 2, სულ: 4    შემდეგი > 
საპროტესტო მსვლელობას თბილისში 1992 წლის 17 იანვარს არაკაცებმა ესროლეს

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად ათეულობით ათასი კაცი მონაწილეობდა ვაგზლის მოედანზე გამართულ საპროტესტო მიტინგსა და მსვლელობში თბილისში 1992 წლის 17 იანვარს. როდესაც მსვლელობის მონაწილეები შეძახილებით „შევარდნაძე იუდა“ გმირთა მოედანს მიუახლოვდნენ მათ არაკაცებმა სროლა გაუმართეს, მაგრამ კაცები არ შეუშინდნენ არაკაცებს და არ დაიშალნენ - სროლის დროს კაცები „შავლეგოს“ მღერიან.

 
უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებისა და სტუდენტობის მიტინგი უნივერსიტეტის ეზოში 1992 წლის 23 იანვარი

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად გაიმართა უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებისა და სტუდენტობის მიტინგი უნივერსიტეტის ეზოში 1992 წლის 23 იანვარი. მიტინგის მონაწილეები ამხნევებენ ერთგულ და უშიშარ ვიდეო ოპერატორს „სისხლის ფასად უჯდება... საქართველოს ისტორიაა ეს“ - მართლაც საქართველოს ისტორიის ნათელ ფურცლებს იღებდა ეს ოპერატორი - საქართველოს კაცურ ისტორიას, კაცობის ისტორიას...

 
საპტოტესტო მსვლელობა და მიტინგი პოლიციის სამმართველოსთან დაპატიმრებული მოშიმშილეების განთავისუფლებისათვის 1992 წლის 24 იანვარს

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად გაიმართა 1992 წლის 24 იანვარს გაიმართა მრავალათასიანი საპტოტესტო მსვლელობა და მიტინგი პოლიციის სამმართველოსთან დაპატიმრებული მოშიმშილეებისა და კანონიერი ხელისუფლების დაპატიმრებული წევრების განთავისუფლებისა მოთხოვნით. „საქართველო! ზვიადი! სიმართლე! ძირს ხუნტა! შევარდნაძე - იუდა!“

 
საპტოტესტო მსვლელობა და მიტინგი სასტუმრო „მეტეხთან“ 1992 წლის 25 იანვარს

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად გაიმართა მრავალათასიანი საპტოტესტო მსვლელობა, რომელიც დაიწყო ვაგზლის მოედანზე და მიტინგი სასტუმრო „მეტეხთან“ 1992 წლის 25 იანვარს - როდესაც პროტესტანტები სასტუმროში მრავლად მცხოვრები უცხოური მას მედიის წარმომადგენლებისაგან მოითხოვდნენ სიმართლის გავრცელებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. პროტესტანტების დასაშლელად მომიტინგეთა მრავალათასოვან მასაში არაკაცებმა „ბეტეერები“ შეიყვანეს.

 
დიდი საპროტესტო მსვლელობა და მიტინგი სახელმწიფო კანცელარიასთან თბილისში 1992 წლის 28 იანვარს

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში 1992 წლის 28 იანვარს მოეწყო განსაკუთრებით მასობრივი საპროტესტო მსვლელობა და მიტინგი სახელმწიფო კანცელარიასთან. ეს მსვლელობა და მიტინგი გამოირჩეოდა ახალგაზრდობის ძალზე ფართო მონაწილეობით და უნდა დაენახებინა მსოფლიოსათვის, რომ არაკაცების მტკიცებები, რომ ახალგაზრდობა აღარ უჭერს მხარს კანონიერ ხელისუფლებას - ყალბია.

 
განსაკუთრებით ხალხმრავალი საპროტესტო მსვლელობის მიერ არაკაცების პიკეტის გარღვევა 1992 წლის 29 იანვარს

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად (უკანასკნელი დახვრეტა სულ სამი დღით ადრე მოხდა) თბილისში 1992 წლის 29 იანვარს მოეწყო განსაკუთრებით მასობრივი საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო კანცელარიიისაკენ. კოლმეურნეობის მოედანთან მსვლელობას „ბეერდეემით“ გაძლიერებული არაკაცების პიკეტი დახვდა, რომელმაც მსვლელობას სროლა დაუწყო. მაგრამ, მსვლელობა იმდენად მრავალრიცხვოვანი და თავგანწირული აღმოჩნდა, რომ ალყაში მოაქცია არაკაცები და იძულებული გახადა გაქცეულიყვნენ.

 
 პუბლიკაციები: 40  < წინა   გვ. 2, სულ: 4    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი