სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 23, სულ: 23
სიცრუეები დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 1/11/2008

არაკაცები ქართველ ხალხს ატყუებენ ვითომ საქართველოს „დემოკრატიული“ საზოგადოებრიობა დიდად გულდაწყვეტილი და გულნატკენი იყო იმითი, რომ მოხდა კურიოზი - მაშინ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტზე - არაკაცების განმარტებით „განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტზე“ ხელმოწერის უფლება მისცა თავის მეუღლეს. მაგრამ, შემდგომ ეს ხელმოწერა თურმე სასწაულებრივად გაქრა და გაირკვა სიმართლე - დამოუკიდებლობის დეკლარაციის ოფიციალურ ეგზემპლარზე არავითარი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა არ არსებობს!

 


ფალსიფიკატი - ვითომ დამოუკიდებლობის ოფიციალურ ეგზემპლიარზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა

არაკაცობების სიცრუის საპირისპიროდ -- საწინააღმდეგოს დასასაბუთებლად აქვე ვაქვეყნებთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ოფიციალურ ეგზემპლიარს - რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მასზე არავითარი მანანა არჩვაძის ხელმოწერა არ არსებობს (შეადარეთ ზემოთ - კადრს ფილმიდან):


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ოფიციალური ეგზემპლიარი

ვიდეო: დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ოფიციალურ დოკუმენტზე ვითომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა

კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

გაგრძელება >>>

 


პუტჩის წინაც, მის შემდეგაც და დღემდე გრძელდება ყოვლად უსინდისო და უსირცხვილო მაქინაციების საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ.

კერძოდ, პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ოფიციალურ ეგზემლიარზე ანუ დედანზე არის ქალბატონ მანანა არჩვაძის ხელმოწერა (სამწუხაროდ იყო ხმები, რომ ამას რაღაცა მოსაზრებებით თვით ქალბატონო მანანაც ადასტურებდა).

სინამდვილე კი ასეთია:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღების წინ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების (რომელიც დააფუძნა ბატონმა მერაბ კოსტავამ) გამგეობამ, როგორც მმართველმა პარტიამ (საზოგადოებას ჰყავდა უზენაეს საბჭოში დეპუტატები) მიმართა ბატონ ზვიად გამსახურდიას თხოვნით დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთი ეგზემლიარი საგანგებოდ და სპეციალურად მიეძღვნათ მერაბ კოსტავასადმი - დამოუკიდებლობის აღდგენაში მისი უდიდესი ღვაწლის აღსანიშნავად.

ბატონ ზვიადს ეს იდეა მოეწონა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა და ხელმოწერის შემდგომ გასცა განკარგულება გაემზადებინათ დეკლარაციის დოკუმენტის ასლი, ეგზემპლიარი საგანგებოდ მერაბ კოსტავას სამახსოვროდ.

უზენაესი საბჭოს სესიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ოფიციალურ ეგზემპლიარზე ანუ დედანზე ხელი მოაწერეს მხოლოდ ხელისუფლების წევრებმა. ეს ოფიციალური ეგზემპლიარი ანუ დედანი გამოქვეყნდა გაზეთებშიც და სწორედ გაზეთში გამოქვეყნებული სახე არის ოფიციალური საჯარო დოკუმენტი. ხოლო - ბატონ მერაბ კოსტავას სამახსოვრო ეგზემპლიარზე ანუ ასლზე კი ხელი ბატონ მერაბის თანამერძოლისა და ოჯახის მეგობრის სტატუსით ხელი მოაწერა ქალბატონმა მანანა არჩვაძემაც - ქალბატონი მანანა არჩვაძე ნამდვილად და ობიექტურად იყო ბატონ მერაბის თანამებრძოლი დევნისა და შევიწროების უმძიმეს პერიოდში. მოკლე ხანში რატომღაც (ბოროტი განზრახვით?) სწორედ ასლისაგან მომზადდა პლაკატი, რომელიც იყიდებოდა და ფართოდ გავრცელდა და რომელსაც შემდგომ პუტჩისტები ფართოდ იყენებდნენ სინამდვილის ფალსიფიკაციისათვის.

ამ მოგონებას თუნდაც ის ადასტურებს, რასაც ასობით (თუ ასობით ათასი არა) თვითმხილველი ჰყავს (როგორც მახსოვს ხელმოწერის ცერემონიალი გადაიცემოდა ტელევიზიითაც) - საქართელოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერის ცერემონიაზე რაც უზენაესი საბჭოს წინაშე საჯაროდ მოხდა და რაც საჯარო ოფიციალური ქმედება იყო - მ.არჩვაძეს ხელი არ მოუწერია.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ბატონ მერაბის სამახსოვრო ეგზემპლიარი, შემდგომ (თუ არ ვცდები ბატონ მერაბის დაბადების დღეს) გადაეცა ქალბატონ ოლღა დემურიას. გადასცა პირადად ბატონმა ზვიადმა და ესწრებოდნენ წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრები (როგორც მახსოვს - ა.რამიშვილი და გ.ჩხიკვაძე).

აი ეს უაღრესად კაცური და მეგობრული მიძღვნა ეროვნული გმირის ბატონ მერაბ კოსტავასადმი პურჩისტებმა გადააქციეს უსასრულო ფალსიფიკაციის საგნად.

სიმართლე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ეგზემპლიარების შესახებ 2005 წლის 22 თებერვალს ტელეფონით გადავეცით ფაქტობრივი ხელისუფლების პარლამენტის კანცელარიის უფროსს ბატონ არმაზ პაიჭაძეს - რომელიც შეგვპირდა, რომ ამის შესახებ შეადგენდა საოქმო ჩანაწერს და ინფორმაციას გადასცემდა აგრეთვე პარლამენტის პრესსამსახურს გასავრცელებლად. ვნახოთ თუ გახდება შესაძლებელი ასეთი გზით ამ მარტივი და თითქოს არაპოლიტიკური არსის სიმართლის ქართველი ხალხისათვის მიწოდება.

დამატება 2005 წლის 4 მაისი:
არავითარი პასუხი არმაზ პაიჭაძისაგან, მისი დაპირების მიუხედავად, არ მიგვიღია (ალბათ მისმა ხელმძღვანელობამ აუკრძალა სიმართლის გავრცელება)...


2006 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილ გადაცემაში ტელევიზია „რუსთავი“ პროგრამაში „კურიერი 9 საათზე“ კვლავ დაუბრუნდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ვითომ მანანა არჩვაძის ხელმოწერისა და შემდგომ ამ აქტის დოკუმენტის გაუჩინრების ფაქტს.

„კურიერში“ საყურადღებოა იმ დროს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსის ჰამლეტ ჭიპაშვილის მოგონება. როგორც ამ მოგონებიდან მტკიცდება:

1. დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაში მანანა არჩვაძეს მონაწილეობა არ მიუღია და დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერის ცერემონიალი გადაიცემოდა ტელევიზის პირდაპირ ეთერში. აქტის ხელმოწერის ცერემონიალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლეგალური და საჯარო აქტია და თავის თავად დოკუმენტია.

2. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერების დასრულებისთანავე ჰამლეტ ჭიპაშვილმა მას, როგორც სამდივნოს უფროსმა დაუსვა უზენაესი საბჭოს ბეჭედი და მისცა საშუალება პრესას გადაეღოთ მისი დიდი ზომის ფოტო ასლი, რომელიც მეორე დღესვე (ანუ 1991 წლის 10 აპრილს გამოქვეყნდა ცენტრალურ გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“).


გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 10 აპრილის ნომერი

3. ხელმოწერის დღესვე ანუ 1991 წლის 9 აპრილსვე, უზენაესი საბჭოს თაბმჯდომარის ზვიად გამსახურდიას მოთხოვნით ჰამლეტ ჭიპაშვილმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მას გადასცა (აუტანა კაბინეტში), ხოლო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ აქტი სახლში წაიღო (ისევ ჭიპაშვილის სიტყვებით). ჩვენ ვთვლით, რომ ბატონმა ზვიადმა მოითხოვა აქტი იმისათვის, რომ მისგან გაკეთებულიყო ის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი სასაჩუქრო ასლი - რომელზეც ამ თემის დასაწყისში დავწერეთ.

4. ჰამლეტ ჭიპაშვილის სიტყვებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მეორე დღესვე, დღის 11 საათზე დაუბრუნა ჰამლეტ ჭიპაშვილს. მაგრამ, ჰამლეტ ჭიპაშვილის მოგონებით აქტზე გაჩნდა მანანა არჩვაძის ხელმოწერა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს უკვე გამოქვეყნებული იყო გაზეთები, რომლეშიც იყო აქტის ფოტოები, რომლებზეც მანანა არჩვაძის ხელმოწერა არ არსებობდათუ მართლაც ასე იყო, ჩვენ ვთვლით - არ არის გამორიცხული რომ შეცდომით პერზიდენტმა დააბრუნა მერაბ კოსტავას სახელობის ასლი და არა ორიგინალი.

5. ამის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ჰამლეტ ჭიპაშვილის სიტყვებით 2-3 დღე იყო მის განკარგულებაში, ანუ - უზენაესი საბჭოს სამდივნოში აქტი ისევ იყო 1991 წლის 10, 11, 12 აპრილის განმავლობაში.

6 უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწორედ ამ დღეებში, ანუ 1991 წლის 10-12 აპრილის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან (უფრო სწორედ კი აქტის მერაბ კოსტავას სასაჩუქრო ასლიდან) გაკეთდა ფოტოასლი(ები) რომლისგანაც სასწრაფოდ სტამბური წესით დამზადდა და გავრცელდა ფერადი, სრული ზომის პლაკატები 50 ათასი ტირაჭით (ფასით 2,50 მანეთი) - რომლებზეც არის მანანა არჩვაძის ხელმოწერა!

7. ჰამლეტ ჭიპაშვილის სიტყვებით, 12 ან 13 აპრილს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ კვლავ, „კიდევ ერთხელ“ გამოსთხოვა მას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (ჩვენი აზრით - ეს იყო მერაბ კოსტავას სახელობის ასლი), რომელიც ჰამლეტ ჭიპაშვილის სიტყვებით - შემდგომ არასოდეს უკან, სამდივნოში არ დაბრუნებულა და მისი ადგილმდებარეობა ამჟამად გაურკვეველია. 

8. და რაც ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია: ამავე გადაცემაში თენგიზ სიგუას სიტყვებით - როგორც კი პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი სახლში წაიღო მეორეჯერ (ანუ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც არსებობდა მანანა არჩვაძის ხელმოწერა) - „იმავე ღამეს გვიან“ ანუ 12 ან 13 აპრილსვე ჰამლეტ ჭიპაშვილმა რატომღაც დაურეკა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს (რომელიც, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი საკანონმდებლო ხელისუფლების ანუ უზენაესი საბჭოს მიმართ უცხო პირი იყო) და ეს ამბავი საგანგებოდ შეატყობინა. ბუნებრივია დავსვათ კითხვები - რატომ გაისარჯა და ჩააბარა უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსმა ანგარიში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს? რით იყო ასეთი საგანგაშო და მნიშვნელოვანი ეს ფაქტი, რომ „გვიან ღამით“ ღირდა მისი შეტყობინება უცხო პირისათვის? რატომ აღელდნენ მომავალი პუტჩისტები?

9. ამის შემდეგაც უზენაესი საბჭოს მიმართ უცხო პირი - მინისტრთა საბღოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა კიდევ რამდენჯერმე დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ბედით და მითითებას აძლევდა უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს „შეეხსენებინა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისათვის“!

ყველა ამ ახალგამოჩენილ ფაქტთან დაკავშირებით ისმის კითხვები: 

  • რატომ არ გაკეთდა აქტის პლაკატები იმ ფოტოასლებიდან, რომლებიც გაზეთებში გამოქვეყნდა? 
     
  • რატომ გაკეთდა პლაკატები მაინც-და-მაინც იმ ფოტოასლებიდან, რომლებზეც მანანა არჩვაძის ხელმოწერა იყო?
     
  • ხომ არ „დაიკარგა“ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (რომელზეც არ არსებობს მანანა არჩვაძის ხელმოწერა) რაღაც ინტრიგებისა და ინსუნიაციების დასაფარად? ხომ ცნობილია, რომ პუტჩისტები აქტზე მანანა არჩვაძის ხელმოწერას მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ არგუმენტად იყენებდნენ და დღესაც იყენებენ!

ლეგიტიმური დასკვნა:

  • მანანა არჩვაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღია და ამდენად, ლეგალურად მასზე ხელი არ მოუწერია!
     
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერების დასრულება დასტურდება სწორედ იმ ბეჭდის დამისმით, რომელიც უზენაესი კანცელარიის უფროსმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა დაუსვა აქტის დოკუმენტს ხელმოწერების ცერემონიის დასრულების შემდეგ. ეს ბეჭედი ადასტურებს არსებულ ხელმოწერებს! ნებისმიერი ხელმოწერა, რომელიც თუნდაც რომ გაჩენილიყო აქტის დედანზე - უკანონოდ ითვლება. ბეჭდის დასმის მომეტისათვის აქტზე კი მანანა არჩვაძის ხელმოწერა არ არსებობდა!
     
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შემორჩენილი დოკუმენტური ასლი ანუ სახე ისაა, რომელიც ოფიციალურად გაზეთებში გამოქვეყნდა.
     
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მასობრივი ტირაჟით გამოცემული ასლი არ არის აქტის ოფიციალური და ლეგიტიმური სახე!

იხილეთ „რუსთავი 2-ის“ შესაბამისი გადაცემის ვიდეო:

ჩქარი ინტერნეტისთვის

ნელი ინტერნეტისთვის

დართული ფაილები:


საკვანძო სიტყვები: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა »
• რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 3) »
© ბესარიონ გუგუშვილი