სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 28, სულ: 33  შემდეგი > 
არაკაცი ლანჩავა: ვინც არ დაგვემორჩილება - მოვსპობთ
ავტ.: შავლეგო : 10/26/2006

1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის პერიოდში ლეგიტიმურ ხელისუფლებას იცავდა ეროვნული გვარდიის ის ნაწილი რომელც არ გაჰყვა კიტოვანსა და სიგუას რკონის ხეობაში - დაახლოებით 200 მებრძოლის რიცხვოვნობით. ეს მებრძოლები გაჰყვნენ აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას, როდესაც იგი იჯევანში ილტვოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში გადასვლის შემდგომ მისი ერთგული ეროვნული გვარდია ფაქტობრივად დაიშალა და მისი წევრების არსებითი ნაწილი სამხედრო საბჭოს მიერ რეპრესირებული იქნა.

ხუნტა შეეცადა მიემხრო პრეზიდენტისადმი ერთგული გვარდიელები „სტრუქტურებში ჩართვის“ შეპირებით ანუ დაპირებით აეყვანათ ისინი ხელფასიან სამსახურში ხუნტის შეიარაღებულ ძალებში - რის შედეგადაც იმედგაცრუებული გვარდიელების ერთი, მცირე ნაწილი მართლაც მიიმხრეს.

ეროვნული გვარდიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გახდნენ კოლაბორაციონისტები მიმდინარეობდა დაუნდობელი რეპრესიები. ვიდეოდოკუმენტში ხუნტის გენერალი ლანჩავა ადასტურებს ხუნტის ამ პოზიციას.

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას ერთგული ეროვნული გვარდიისადმი ლანჩავას მიერ გახმოვანებული დამოკიდებულება ფრიად არსებითია როდესაც მსჯელობა ეხება ამ გვარდიის მონაწილეობას ხუნტის შეიარაღებულ ბრბოებთან ერთად რაიმე ოპერაციების ჩატარებაზე და განსაკუთრებით აფხაზეთში ომის დროს.


იხ.: ვიდეო სიუჟეტი, რომელშიც ხუნტის გენერალი ლანჩავა
ადასტურებს სამეგრელოში 100-200 პრეზიდენტის ერთგული გვარდიელის არსებობას:
ჩვენ გვაქვს მონაცემები მათზე და ჩვენ მათ მოვსპობთ. ჩვენ გვინდა ისინი მოვსპოთ,
ან მათ უნდა დაყარონ იარაღი
“.

ვიდეო: ლანჩავას პოზიცია ეროვნული გვარდიის გადარჩენილი ნაწილის მიმარ 1992 წ. გაზაფხული

 

 

© ბესარიონ გუგუშვილი