სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 33  < წინა   გვ. 3, სულ: 4    შემდეგი > 
ცილისწამება - არაკაცი გველების იარაღი

ერთ-ერთი ბინძური ცილისწამება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ იღვრებოდა და იღვრება გახლავთ მისთვის გამოთქმის „საქართველო ქართველებისათვის“ მიწერა და ამ გამოთქმის საფუძველზე მისთვის და მთელი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისათვის ფაშისტების, ნაცისტების სახის შექმნა. აი რა სწრედა ამაზე დიდი გულისტკივილით თვით ბატონი ზვიად გამსახურდია: «For its part, the Western mass media repeated in full the elaborate lies of Soviet propaganda - including the propagation of an image of myself as a cruel dictator of Georgia, a kind of Saddam Hussein of the Caucasus, who was engaged in the outright suppression of all personal freedoms, the arrest of political opponents, the wholesale violation of human rights, the oppression of national minorities, and the waging of "fascist war" against them under the slogan "Georgia for the Georgians".»

 
კრიმინალური ინტელიგენცია
საბჭოთა, კომუნისტური სისტემის მიერ შექმნილი პრივილეგირებული კასტა, საბჭოთა მმართველი კლასის ზედაფენა რომელიც არსებითწილად შედგებოდა ფორმალური კომუნისტური სახელმწიფო ნომენკლატურისაგან - შემოქმედებით-კულტურული, მეცნიერულ-ტექნიკური, კლერიკალური, სპორტული და სხვა კორუმპირებული ნომენკლატურებისაგან. კრიმინალური ინტელიგენციის პოლიტიკური მიზანი იყო „ნომენკლატურის რევანში“ - ანუ ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ყოფილი საბჭოთა მმართველი კლასის ხელისუფლებაში დაბრუნება დამოუკიდებელ საქართველოში. კრიმინალური ინტელიგენცია იმ ანტრიეროვნული, ანტიქართული ძალების (იხ. ეროვნული თანხმობის დეკლარაცია) ბირთვი გახდა, რომელთა მოღალატური პოლიტიკის შედეგად მაგალითად დაიკარგა აფხაზეთ და სამაჩაბლო. ტერმინი ეკუთვნის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.
 
როგორ „იტანჯებოდნენ“ არაკაცი ხაინდრავა და ჭანტურია „დიქტატორ გამსახურდიას“ ციხის ჯურღმულებში

არაკაცები ხაინდრავა და ჭანტურია დაკავებული იყვნენ პუტჩის მომზადების მცდელობისათვის (რომელიც მართლაც განხორციელდა 1991 წლის ოქტომბერში). ფინელი ჟურნალისტები ფრიად გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც მათ მიეცათ შესაძლებლობა წვეოდნენ ციხეში „დემოკრატიის მოწამეებს“ და მეტიც - საშუალება მისცეს ვიდეოინტერვიუ მოეწყოთ! ინტერვიუში ჭანტურია ახმოვანებს პუტჩისტების იმდროინდელ ერთ-ერთ უმთავრეს ლოზუნგს: „ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა“ - ლოზუნგს, რომელიც პუტჩისტებმა დაივიწყეს, როგორც კი ხელისუფლება ჩაიგდეს ხელთ და მასობრივი საპროტესტო მიტინგებისა და მსვლელობების დახვრეტები დაიწყეს!

 
ზვიად გამსახურდია: დილემა კაცობრიობის წინაშე

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე.

 
 პუბლიკაციები: 33  < წინა   გვ. 3, სულ: 4    შემდეგი >  
© ბესარიონ გუგუშვილი