სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 16, სულ: 33  შემდეგი > 
რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი ქართველებს: „ტყანით ერთმანეთი“
ავტ.: შავლეგო : 9/5/2004

არაკაცული ფილმი, რომელიც არაქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი და შევარდაძის ხუნტის მსოფლიო მასშტაბით იდეოლოგიური ხელშეწყობას ემსახურება - ფელინის სტილში გადაღებული კადრებით მთავრდება (ამჯერად არა დოკუმენტური, არამედ საგანგებოდ ამ ფილმისათვის გადაღებული) - რომლებშიც არაკაცის შეთქზული პერსონაჟი მთელი მსოფლიოს (ფილმის რუსულ ვარიანტში კი მთელი დიდი და „მეგობრული“ რუსეთის) გასაგონად თვითონ არაკაც ოთარ იოსელიანის სიტყვებს აჟღერებს - რომლებითაც იგი ქართველ ხალხს მიმართავს: "Ебите друг друга..."

ამ საითის დამთვალიერებლებმა მოგვიტევონ, რომ ზუსტად და სიტყვასიტყვით მოვიტანეთ არაკაც იოსელიანის არაკაცული ფილმის ფინალური კადრებიდან ეს რუსული ციტატა...

არანაკლებ ამაზრზენი და პროვიკაციულ-არაკაცულია ქართული ტექსტი წარმოთქმული ვითომ მეგრელი კაცის მიერ: „ააფეთქეთ, მოკალით... წადით - იომეთ... ქურდებო, ჯიბგირებო... გამსახურდიას აგინეთ...  მოიკალით თავი...“ - რუსულად ნათარგმნია: "Ебите друг друга..."

რა უნდა ელაპარაკო ასეთ არაკაცს, რომელიც საკუთარ ხალხს ასეთი სახით მისცემს საჯიჯგნად რუსს და ყველა სხვას?

ამ მოკლე კრიტიკულ ნარკვევში არსებით ყურადღებას დავუთმობთ იმ ფაქტორს თუ როგორ უნისონში და ზუსტად ეხმაურება არაკაც ოთარ იოსელიანის ფილმი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ხუნტის მიერ აღძრულ ყბადაღებულ სისხლის სამართლის საქმეს # 7492801, საიდანაც ნათლად ჩანს ზვიად გამსახურდიას ეროვნული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ანტიქართული ძალების შეთქმულების ერთიანი ფრონტის არსებობა - რომელშიც წამყვან როლს კრიმინალური ინტელიგენცია და კერძოდ კრიმინალური კინო-ინტელიგენცია იღებდა.


 ვიდეო: „ტყანით ერთმანეთი...“


კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

© ბესარიონ გუგუშვილი