სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 22, სულ: 40  შემდეგი > 
ასი ათასი თბილისელის საპროტესტო მსვლელობა 1992 წლის 1 თებერვალს
ავტ.: შავლეგო : 8/31/2004

წინააღმდეგობის კომიტეტმა თბილისელებს მოუწოდა ქუჩეში გამოსვლა არაკაცთა იმ სიცრუის სამხილებლად თითქოს ზვიად გამსახურდიას მხოლოდ პროვინციელები, სოფლელები უჭერენ მხარს. 1992 წლის 1 თებერვალს თბილისის ქუჩებში გამოვიდა სხვადასხვა გაანგარიშებით ასი ათასიდან ორას ათასამდე და მეტი თბილისელი. ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს ერთია - ასეთი მასშტაბის მანიფესტაცია თბილისს არ ახსოვს 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აფეთქების შემდგომ.

ვიდეო დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ რუსთაველის პროსპექტი მთელ სიგრძეზე - კიდით კიდემდე პროტესტანტთა მჭიდრო მასსამ შეავსო - თბილისის პოლიციის გაანგარიშებებით კი ამისთვის ასი ათასზე ბევრად მეტი ადამიანია საჭირო. მაგრამ მთავარი ისაა, თუ - რა პირობებში გამოვიდა კაცური კაცების ეს მასსა ქუჩაში - გამოვიდა სისტემატური დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად... ნებისმიერი მათგანისთვის ეს დღე შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ასი ათასმა თბილისელმა ამ დღეს სიცოცხლე გასწირა!

მსვლელობა დაიწყო ვაგზლის მოედანზე გამართული თბილისელთა მასობრივი მიტინგით და სანამ იგი სახელმწიფო კანცელარიამდე მივიდოდა მას კიდევ უამრავი მოქალაქე შეუერთდა. სახელმწიფო კანცელარიასთან მსვლელობის მონაწილეებმა მოაწყეს პასპორტების დემონსტრაცია - რათა დოკუმენტურად დაემტკიცებინათ, რომ ისინი თბილისლები არიან.

ამ არნახული მასშტაბების აქციამ უკიდურესად შეაშინა არაკაცთა ხუნტა და უკვე 2 თებერვალს მათ მორიგი სისასტიკე ჩაიდინეს - რომელიც ყველაზე სისხლიანი დღე გახდა ხუნტის სისხლიან ისტორიაში.


თბილისელების მასობრივი მიტინგი ვაგზლის მოედანზე


გველი შევარდნაძე შემოხვევია ზვიადს - მოყვარული მხატვრის პლაკატი


მომიტინგეებს მიმართავს წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტი გოჩა კელენჯერიძე


ვაგზლის მოედანზე


პირთამდე გავსებული თბილისის ქუჩები

 
თბილისელებმა კიდით კიდემდე აავსეს რუსთაველის პროსპექი


პროტესტანტები „რუსთაველის თეატრთან“


პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა თბილისელები


ეს თბილისელები მთლად ბავშვები არიან


კიდევ მეპროტესტე თბილისელები


კიდევ მეპროტესტე თბილისელები


კიდევ მეპროტესტე თბილისელები


თბილისელების ზღვა რუსთაველზე ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭარად


ზვიად გამსახურდიას მომხრე თბილისლებით პირთამდე და კიდით კიდემდე სავსე რუსთაველის პროსპექტი


სახელმწიფო კანცელარიის მისადგომები გაიჭედა მეპროტესტეებით


ჩვენ თბილისელები ვართ! თბილისი ზვიად გამსახურდიას უჭერს მხარს!


მანამდე არნახული... პასპორტების დემონსტრაცია


ვიდეო: ასი ათასი თბილისელის საპროტესტო მსვლელობა 1992 წლის 1 თებერვალს (ვერსია 1)

ვიდეო: ასი ათასი თბილისელის საპროტესტო მსვლელობა 1992 წლის 1 თებერვალს (ვერსია 2)


© ბესარიონ გუგუშვილი