სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 12, სულ: 35  შემდეგი > 
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა
ავტ.: შავლეგო : 8/20/2005

ახალი ტალღა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა 1960-იან წლებში, ისევ და ისევ ზვიად გამსახურდიას (1939-1993) და მისი სულიერი ძმის, - მერაბ კოსტავას (1939-1989) თაოსნობით. მოძრაობამ განსაკუთრებით გააქტიურდა 1974 წლიდან, როდესაც მათი ინიციატივით შეიქმნა საქართველოში ადამიანის და ერის უფლებათა დამცავი პირველი სერიოზული ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი. სწორედ ამ ჯგუფის ბაზაზე 1976 წელს მათივე ხელმძღვანელობით დაფუძნდა ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ადამიანის უფლებათა პირველი ლეგალური, ჰელსინკის შეთანხმების (1975) ხელშემწყობი ორგანიზაცია, - საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი (1989 წელს ჯგუფს ეწოდა საქართველოს ჰელსინკის კავშირი). ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია იმთავითვე მკვეთრად განსხვავდებოდა ყველა სხვა ანალოგიური ჯგუფისაგან: იგი გახლდათ სწორედ ეროვნული ხასიათით გამორჩეული ორგანიზაცია და სრულიად კანონზომიერად სწორედ იგი იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმთავრეს ბირთვად (მასთან ერთად ამ მოძრაობაში დიდი წვლილი შეიტანა ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას თაოსნობით დაფუძნებულმა მეორე ორგანიზაციამ - სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოებამ). ჰელსინკის ჯგუფი გამოსცემდა ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის თვითგამოცემით ჟურნალებს ("საქართველო", "ოქროს საწმისი", "საქართველოს მოამბე" და სხვა), ავრცელებდა პროკლამაციებს, აქტიურად გამოდიოდა საქართველოს კულტურულ-ისტორიული ძეგლების დასაცავად. ბუნებრივია, ჯგუფის და მისი ლიდერების ამგვარი მოღვაწეობა არ გამოჰპარვია საბჭოთა სპეცსამსახურებს. 1977 წელს დაპატიმრებულ იქნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და მოძრაობის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს საბჭოთა ტირანიის მიერ შექმნილი წამების ისეთი საშინელი მექანიზმის მოქმედება, როგორიც გახლდათ მოსკოვის ე.წ. სერბსკის ინსტიტუტი. ამის შემდეგ ზ. გამსახურდია გადაასახლეს დაღესტანში (კოჩუბეიში), საიდანაც გაათავისუფლეს 1979 წელს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ 1978 წელს აშშ-ის კონგრესმა სხვა თვალსაჩინო დისიდენტებთან ერთად ზვიად გამსახურდიაც წარადგინა მშვიდობის ნობელის პრემიაზე. გათავისუფლებისთანავე იგი სათავეში ჩაუდგა მოძრაობას მ. კოსტავას პატიმრობიდან დასახსნელად, რაც განხორციელდა 8-წლიანი ბრძოლის შემდეგ, - 1987 წელს. იმავე წელს მათი თაოსნობით საქართველოში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი.

განხეთქილება საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში

1980-იანი წლების დასაწყისიდან ერთის მხრივ ქართულ ეროვნულ მოძრაობასა (რომელიც მანამ არსებითად ზოგადი საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ფრთა იყო) და მეორეს მხრივ პროდასავლურ, ინტერნაციონალიტურ-გლობალისტურ საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობებს შორის ჩაისახა და სულ უფრო გაიზარდა იდეოლოგიური წინააღმდეგობა - რომელიც შემდგომ დაუფარავ მტრობაში გადაიზარდა. მაშინ როდესაც საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის უმთავრესი მიზანი საბჭოთა კავშირის დემოკრატიზება და აქ საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების დანერგვა იყო (მაგ.: სახაროვის „ახალი საბჭოთა კონსტიტუცია“) - ქართული ეროვნული მოძრაობა ცალსახად და კატეგორიულად იბრძოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის - როგორც უზენაესი მიზნისათვის. მტრობის ამ ფაქტორის გაუცნობიერებალ შეუძლებელია ქართული ეროვნული მოძრაობისადმი გარეშე ძალების მტრული დამოკიდებულების სწორი გაგება.

ამ პერიოდის წინააღმდეგობები თვალნათლივ აისახა ფართო და საჯარო დისპუტში: „ჯერ დემოკრატია, თუ ჯერ დამოუკიდებლობა“. საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები საქართველოში ამტკიცებდნენ, რომ არ ივარგებს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მთელი საბჭოთა სისტემის დემოკრატიზება. ქართული ეროვნული მოძრაობა კი ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ვერავითარი დემოკრატია ვერ იარსებებს.

ქართული ეროვნული მოძრაობის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია და საბოლოო განხეთქილების საბაბი გახდა რუსი დისიდენტების ლიდერის სახაროვის ლოზუნგი „საქართველო მცირე იმპერიაა“ - რაც არსებითად მოწოდება იყო პირველ რიგში აფხაზი და ოსი სეპარატისტებისათვის დაეწყოთ აქტიური მოქმედებები.

მეორე მხრივ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო ახალი პრო-ეროვნულად განწყობილი ძალების ძებნა საბჭოთა კავშირში - რაც გამოიხატა მაგალითად ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას მიერ სოლჟენიცინის მხარდაჭერაში.

აღნიშნული განხეთქილება და მტრობა გახდა იმის მიზეზი, რომ ზ.გამსახურდიას წინააღმდეგ საბჭოთა დისიდენტურმა წრეებმა წამოიწყეს დევნის კამპანია მისი ვითომ „მონანიების“ საბაბით და შემდგომ ეს კამპანია დასავლეთის მასმედიასაც მოსდეს. საქართველოში ამ დევნის მთავარი განმახორციელებელი გახდა „კრიმინალური ინტელიგენცია“ და ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი მოღალატეები.

ეროვნული მოძრაობის აღზევება

1988-1989 წლებში ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა იყვნენ თაოსანნი და აქტიური მონაწილენი საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი აქციისა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1989 წლის აპრილის მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში. აქცია დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიით, როდესაც მოსკოვის კრემლის მითითებით საგანგებოდ გამოგზავნილმა სადესანტო შენაერთმა ორლესული სასანგრე ნიჩბებით დაჩეხა აქციის მონაწილენი (როგორც ცნობილია, გამოყენებულ იქნა მომწამლავი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც). იმავე დღეს აქციის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. 9 აპრილის მოვლენებმა არაერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ფართო გამოხმაურება ჰპოვეს მსოფლიოში. სამწუხარო იყო ის, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის მტრულმა ძალებმა ეს ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას საწინააღმდეგო კამპანიად გადააქციეს, მაგ. ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით შენიშნა „დიდად სამწუხაროა ადამიანების დაღუპვა, მაგრამ ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა შეაფერხოს "პერსტროიკის" პროცესი“-ო.

მიუხედავად ამ სასტიკი, სისხლიანი დარბევისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა თაოსნობით მთელი ქართველი ერი დაირაზმა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. 9 აპრილის ტრაგედია იმავდროულად იყო ის მიჯნა, როდესაც მთელი ერი, საქართველოს მთელი მოსახლეობა გამოვიდა იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლის სწორედ 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სამწუხარო ის იყო, რომ ამას ვერ მოესწრო საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელიც მეტად საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 1989 წლის ოქტომბერში.

გამარჯვება

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი გამარჯვებით დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და არასაბჭოთა არჩევნები, რომელშიც ხმათა აშკარა უმრავლესობით გაიმარჯვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. ამას მოჰყვა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი-ს მიღება, ხოლო 26 მაისს ზ. გამსახურდიას არჩევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.

 

ნომენკლატურული რეაქცია და ტერორი

საუბედუროდ, ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისთანავე აქტიურად დაიწყეს ძირგამომთხრელი მუშაობა ანტიეროვნულმა ძალებმა, შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რუსეთის ნეოიმპერიის სპეცსამსახურების აგენტურამ და რუსულმა სამხედრო მანქანამ. მათი მოქმედების სავალალო შედეგი გახლდათ 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული კრიმინალური სამხედრო გადატრიალება, რომელიც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და მისი კანონიერი ხელისუფლების სამშობლოდან გაძევებით. სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა არალეგიტიმური, ფაქტობრივი ხელისუფლება დიქტატორ ე. შევარდნაძის ხელმძღვანელობით. საქართველოსთვის უაღრესად სავალალო იყო შევარდნაძის რეჟიმის 12-წლიანი ბატონობა: 1992 წელს საქართველოს იურისდიქციას ფაქტობრივად ჩამოცილდა შიდა ქართლის დიდი ნაწილი (ე.წ. "სამხრეთ ოსეთი"), 1993 წლის სექტემბერში სრული კატასტროფით დასრულდა შევარდნაძის მიერ პროვოფირებული დანაშაულებრივი ომი აფხაზეთში (რის შედეგად ეს რეგიონიც აღარ ემორჩილება საქართველოს იურისდიქციას), საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 300,000-მდე ადამიანი, 1993 წლის 31 დეკემბერს ტრაგიკულად დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ყოველდღიურ მოვლენად იქცა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, საპატიმროები გაივსო დევნილი კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური პატიმრებით, მათხოვრულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყნის მოსახლეობის 80% (ყოველივე ეს ზედმიწევნით, დოკუმენტურად არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ).

ადამიანის უფლებათა უხეშმა და მასობრივმა დარღვევებმა, შევარდნაძის ხელისუფლებაში გამეფებულმა ზღვარდაუდებელმა კორუფციამ და ბოლოს - 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალურმა გაყალბებამ (ასევე იქნა გაყალბებული 1992, 1995, 1999 წლების არჩევნები) გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მღელვარება. 2003 წლის 14-23 ნოემბრის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის მოძრაობა დასრულდა აღნიშნული წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციით" და შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმის გადადგომით.

წყაროები ვებში

ვიდეო-დოკუმეტები ეროვნული მოძრაობის შესახებ

ГРУЗИНСКОЕ НАЦИОНАЛЬНОЕ ДВИЖЕНИЕ

© ბესარიონ გუგუშვილი