სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 2, სულ: 23  შემდეგი > 
ზვიად გამსახურდიას „მონანიება“ - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 12/17/2006

ზვიად გამსახურდიას ეგრეთწოდებული „მონანიება“

ზვიად გამსახურდია: „ჩვენი ხალხის, მისი კულტურისა და ენის სამსახური მხოლოდ ღიად და პატიოსნადაა შესაძლებელი“

ზვიად გამსახურდიას სიტყვების ქართული თარგმანი:

«1974 წელს ჩემი მოსკოველი ნაცნობების მეშვეობით მე დავამყარე და ვაგრძელებდი კონტაქტებს მოსკოვში უცხოური დიპლომეტიური წარმომადგენლობების რიგ თანამშრომელთან და კერძოდ სსრკ-ში აშშ-ს საელჩოს შიდაპოლიტიკური სექციის პირველ მდივანთან იგორ ბელოუსივიჩთან. მისგან მე ვიღებდი უცხოეთში გამოცემულ ანტისაბჭოთა ლიტერატურას, რომელიც შემოტანილი იყო ჩვენს ქვეყანაში გასავრცელებლად. გამოძიებისას მე დაწვრილებით მოვყევი ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ხანგრძლივი განსჯის შემდგომ მე მივხვდი, რომ ღრმად ვცდებოდი და რომ ჩემი მოღვაწეობა ბევრ შემთხვევაში ზიანის მომტანი იყო. ამიტომ მე გულწრფელად ვწუხვარ ჩადენილზე, ვინანიებ ჩადენილს და ვგმობ ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს.

მინდა აგრეთვე აღვნიშნო - რამდენადაც ვალდებული ვარ ეს გავაკეთო - რომ მამაჩემმა, კონსტანტინე გამსახურდიამ არაფერი არ იცოდა ჩემი ანტისაბჭოთა საქმიანიობის შესახებ.

მამა ყოველთვის მინერგავდა აზრს საბჭოთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის უპირატესობაზე სხვა სახელმწიფოებრივი სისტემების მიმართ. და ამას იგი კონკრეტული მაგალითებით მიჩვენებდა. ახლა მე ღრმად ვწუხვარ რომ არ დავიუგდე ყური მამაჩემის ხმას და ანტისაბჭოთა საქმიანობის გზაზე დავდექი.

მე არასოდეს დავივიწყებ მამაჩემის სიტყვებს: „ჩვენი ხალხის, მისი კულტურისა და ენის სამსახური მხოლოდ ღიად და პატიოსნადაა შესაძლებელი“. »

როგორც ტექსტიდან კარგად ჩანს, ზვიად გამსახურდიამ „მოინანია“ მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილი ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება. მას არ მოუნანიებია და არც უხსენებია მისი და ქართული ეროვნული მოძრაობის სხვა წევრების ფართო და მრავალმხრივი საქმიანობა ეროვნულ ფრონტზე და მეტიც, თავის მონანიებას იგი ამთავრებს არსებითად პროგრამული სიტყვებით, რასაც მთელი დანარჩენი ცხოვრება შესწირა: „ჩვენი ხალხის, მისი კულტურისა და ენის სამსახური მხოლოდ ღიად და პატიოსნადაა შესაძლებელი“.
 
ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ რუსული ტექსტი:

1974 году через своих московских знакомых я установил и поддерживал контакты с рядом сотрудников дипломатических представительств буржуазных государств в Москве и в частнисти с первым серкетарем внутриполитической секции посольства США в СССР Игорем Белоусовичем. От него я поличил антисожвтскую литаретуру изднную за границей и привезенную в нашу страну для распространения. На следствии  я подробно рассказал о совершенноном мной преступлении . Хочу отметить что после долгих раздумий я понял, что глубоко зблуждался, и что моя деятельность во многом была вредной. По этому я искренне сожалею о содеянном мною, раскаиваюсь в содеянном и осуждаю сожвршенное мной преступление.

Желаю также отметить, ибо обязан это сделать, что моему отцу Константину Гамсахурдиа ничего не было известно о моей антисоветской деятельности .

Отец всегда внушал мне мысль о превосходстве советской обшественно-политической формации над другими государственными системеми. Он и показывал это на конкретных примерах. Он старался привить мне любовь и преданность советскому народу . Сейчас я глубоко сожалею что не прислушался к голосу моего отца и стал на путь антисоветской деятельности.

Я никогда не забуду слова моего отца: ”Служить преданно нашему народу, культуре и языку можно только открыто и честно”.

დაუწკაპუნეთ დოკუმენტის სანახავად ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ შესახებ >>>

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო
© ბესარიონ გუგუშვილი