სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 34, სულ: 35  შემდეგი > 
სამაჩაბლოს ღალატი „ბრმად დახვედრა“
ავტ.: შავლეგო : 1/17/2008

ყოველვის არიან ადამიანები, რომლებისაც მზერა უჭრით გაცილებით უფრო შორს, ვიდრე საზოგადოებას ზოგადად და ამ საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილსაც კი - ასეთი ადამიანები ხედავენ საშიშროებას მაშინაც კი, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა აღტაცებული და ეგზალტირებულია.

მაგალითისათვის მოვიტან პროფესორ პაატა გუგუშვილის მოსაზრებებს გამოთქმულს 1978 წელს დაგეგმილი ტრანსკავკასიის საავტომობილო და სარკინიგზო გზების ფარულ საშიშროებაზე - რომელიც ცხადი ათწლეულის შემდეგ გახდა მხოლოდ და საქართველოს წინაშე დაუძლეველ ამოცანად გადაიქცა.

პაატა გუგუშვილი
დღიურები, ჩანაწერები, მოგონებები. რვეული 12 (1978 წ.), გვ. 8-11

ამონარიდი:

«გასული წლის 22.12 საგეგმო კომიტეტში 1978 წ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო გეგმის განხილვა იყო…სიტყვით გამოვედი. აღვნიშნე, რომ …კავკასიის მთაგრეხილზე გამვლელი ორი ტრანსკავკასიური გზის (საავტომობილო და სარკინისგზო) პრობლემა ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. იმას ვინც ქართული ყურძნის, მანდარინის, ვაშლისა და ღვინის ყუთებს დასდევს რუსეთის ბაზარზე არ შეიძლება წარმოდგენილი ჰქონდეს თუ რაოდენ ძირეულ გავლენას მოახდენენ ეს ორი ტრანსკავკასიის, განსაკუთრებით საავტომობილო გზა საქართველოს ეროვნული ორგანიზაციისა და ტერიტორიული ორგანიზაციის განვითარებაზე მომავალი ათეული წლების მანძილზე. - ეს იქიდანაც ჩანს, რომ რესპუბლიკაში არაა არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხს სწავლობდეს. ეს წარმოდგენილია ისეთ სიკეთედ, რომელსაც შეგვიძლია ბრმადაც დავხვდეთ... სინამდვილეში კი ის შეიძლება ისეთი შეიქნეს, რომ თვალხილულებმაც მთელი განთხმულობით ვეღარ მოიხილონ...»


პაატა გუგუშვილი გვაფრთხილებს წარსულიდან

მიაქციეთ ყურადღება ტერმინებს საქართველოს „ეროვნული ორგანიზაციისა“ და „ტერიტორიული ორგანიზაციიის“ განვითარებას - პაატა გუგუშვილმა თითქმის 30 წლის წინ დაინახა ის, რასაც დღეს ნეოპუტჩისტები ქართველ ერს ახვევენ თავს - თორემ განა ე.წ. სამხრეთ ოსეთს მაშინ არ ჰქონდა ავტონომია? დაფიქრდით იმაზეც, თუ რატომ გამოჰყო პაატა გუგუშვილმა განსაკუთრებით და სწორედ ტრანსკავკასიის საავტომობილო გზა, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და საკუთრივ ოსეთი დააკავშირა!

უბედურება ისაა, რომ „საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის განვითარების“ საფრთხეს --რომელიც პაატა გუგუშვილმა 30 წლის წინ დაინახა -- ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღესაც ვერ ხედავს და ისევ ისე ბრმად და მეტიც - გულუბრყვილო აღტაცებით ხვდება ამ „სიკეთეს“.

სამწუხაროდ მაშინ, პაატა გუგუშვილის გარდა (რომელმაც ყველა სამთავრობო და პარტიულ ინსტანციას მიმართა შესაბამისი მეცნიერულად დასაბუთებული განცხადებით), ვერც ერთმა მეცნიერმა თუ საზოგადოებრივმა მოღვაწემ ვერ დაინახა საფრთხე თუ ვერ გაბედა ხმა აღემაღლებინა ამაზე.

სამწუხაროდ დღესაც ცოტაა ვისაც უნარი შესწევს დაინახოს, ხმა აიმაღლოს და მით უმეტეს წინ აღუდგეს...

© ბესარიონ გუგუშვილი