სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 15, სულ: 23  შემდეგი > 
მონაჭორი, რომ დუდაევი აგზავნიდა ჩეჩნებს აფხაზეთში საომრად - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 9/21/2007

ანტიეროვნული ძალები სისტემატურად ავრცელებენ ცილისწამებასა და მონაჭორს, რომ ჯოჰარ დუდაევი აგზავნიდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ საომრად ჩეჩნებს და მათ შორის მიავლინა შამილ ბასაევი.

basaevi_agiarebs_1.jpg

basaevi_agiarebs_2.jpg

შამილ ბასაევის ვიდეოინტერვიუ სრულიად საპირისპიროს ასაბუთებს - რომ, როდესაც ბასაევმა (რომელიც იმ დროს ჩეჩნეთის არმიის ოფიცერი იყო) დუდაევს განუცხადა აფხაზეთში საომრად წასვლის სურვილი - დუდაევმა ეს მას აუკრძალა. ბასაევი ამბობს, რომ ამის გამო იგი იძულებული იყო ჩეჩნეთის არმიიდან გამოსულიყო და აფხაზეთში საომრად წასულიყო როგორც კერძო პირი -- Басаев : "Я попросил разрешения  у Дудаева поехать в Абхазию. Он мне отказал в начале - тогда я написал рапорт об отставке и со мнои также уехали в Абхазию часть моего баталиона“.

 

Зелимха Яндарбиев, Чечения - Битва за Свободу, 1996

Решение возникло сразу: нужно ехать в Абхазию. И немедленно. Этому обязывал долг. Выехать решили сегодня же  ночью. Но нужно было поставить в известность Президента и Парламент. Поехали искать Джохара. Нашли в военном городке №1 –в главном штабе. Сообщили о решении. Он одобрил. И пригласил на заседание штаба ВС ЧР. Приглашены были все командиры  подразделений. Обсудили обстановку. Все согласились с необходимостью оказать немедленную помощь. Заседание закончилось к полуночи.

В штабе еще раз просмотрели теленовости. Диктор российского ТВ зачитала обращение – телеграмму В.Ардзинба к  Президенту ЧР Д.Дудаеву с просьбой оказать военную помощь. И снова, как мы обратили внимание, телеграмма была не только зачитана, но и в увеличенном виде вынесена на передний план телеэкрана, с комментарием: «Вот подпись  В.Ардзинба». Это было неспроста. И Джохар решил не торопиться с военной помощью, хотя уже был определен отряд для переброски. Как выяснилось, российские политики и спецслужбы рассчитывали увязать Чечению в  грузино –абхазской войне и под предлогом утихемирения  агрессора развязать войну.
Стр. 171

Чеченская Республика не направляла в Абхазию вооруженные формирования. Туда поехали добровольцы.
Стр. 201

Юсуп Сосламбеков и его окружение,  при поддержке М. Шанибова,  выдвинули беспочвенные обвинения в игнорировании проблемы Абхазии, в махинациях оружием, под предлогом отправки в Абхазию. Это отравляло взаимоотношение Джохара с чеченскими добровольцами. Потом это обошлось дорого.
Стр. 208

Добровольцы, в том числе и герой Кавказа, уже ставший легендарным Шамиль Басаев, едут домой с амбициями на наведения порядка. Но  вскоре выясняется, что они сами не понимают какой порядок нужно наводить. А Беслан Гантемиров, оправившись от удара и ран, начинает действовать в качестве боевика. Весьма дурная слава идет о Р. Лабазанове.
Стр. 259

როგორც ამ დოკუმენტიდან ძალზე კარგად მოსჩანს -- ჯოჰარ დუდაევმა მოხდენილად დააბრკოლა აფხაზეთში საომრად წასვლის მსურველები, რომლებიც ბასაევის გარდა კიდევ საკმაოდ იყვნენ (და მათზე კიდე უფრო ბევრი პროვოკატორი). ამასთანავე გაუშიფრა მათ, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელმწიფოს ჩარევას თუნდაც სამშვიდობო ძალების სტატუსით.

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო

საკვანძო სიტყვები: ბასაევი, დუდაევი, იანდარბიევი, ДУДАЕВ, ЯНДАРБИЕВ, ЗЕЛИМХА, ЗЕЛИМХАН
© ბესარიონ გუგუშვილი