სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 14, სულ: 35  შემდეგი > 
ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა
ავტ.: შავლეგო : 8/18/2005

"საქართველოს რესპუბლიკა, #158, შაბათი, 10 ივლისი, 2004 წელი

ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა

2004 წლის ოთხშაბათიდან, 14 ივლისიდან, გაზეთმა "საქართველოს რესპუბლიკა" დაიწყო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფის დადგენილების სრული ტექსტის ბეჭდვა.

2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ. მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.

"საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით: „ამ საგამოძიებო ჯგუფმა უკვე დაამთავრა მუშაობა ერთ მონაკვეთზე და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ეს არის თითქმის ასგვერდიანი დოკუმენტი. უაღრესად საინტერესო და "ხორციანი". “

ქვემოთ გთავაზობთ ამონაკრებს "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებული მასალიდან ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის საქმეის შეწყვეტაზე.

დოკუმენტი: ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა
დოკუმენტი: ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნ --
პროკურატურის ოფიციალური დოკუმენტი


საკვანძო სიტყვები: ზვიად გამსახურდია, რეპრესიები

ასოცირებული პუბლიკაციები::
• მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა »
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნიში »
• ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია »
• „გორგასლიანი“ - 1956 »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი