სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 33, სულ: 35  შემდეგი > 
დიმიტრი შველიძე: თანდაყოლილი დაპირისპირებები საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში (1988-1989 წწ)
ავტ.: შავლეგო : 6/16/2008
 გვ. 1      გადასვლა გვ.-ზე:   [1]  2   3   4   5 

სტატიისა შეიცავს საკმაოდ მრავალირცხვოვან ფაქტებს -- მაგრამ, სტატიის ავტორი ისეც ვერ გაერკვია იმ განსხვავებებში, რომელიც არსებობს ეროვნულ მოძრაობასა და სახაროვისტულ დისიდენტურ მოძრაობებს შორის...

ავტორი ან ვერ ხვდება და ან არ უნდა ნმიხვდეს, რომ მთავარი ბრძოლა იმ ხანებში მიმდინარეობდა არა ეროვნული მოძრაობის შიგნით -- არამედ, ეროვნულ მოძრაობასა და ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი საჭოთა და სახაროვისვისტულ „დისიდენტურ“ მოძრაობებს შორის. როდესაც -- ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ ამხედრებული იყო არა მხოლოდ საბჭოთა სისტემა, არამედ მთელი გლობალისტური სამყარო -- დასავლეთის ყველაზე გავლენიანი ძალების ჩათვლით...

ყველაზე უფრო საინტერესოა ამ სტატიაში წარმოდგენილი ვერსიის (ანუ -- მთავრი შეცდომა იყო შინაგანი დაპირისპირებები „ეროვნულ მოძრაობაში“) შედარება 2007 წლის დასასრულისა და 2008 წლის პირველი ნახევრის მოვლენებთან და პოლიტიკურ პერიპეტიებთან -- როდესაც სააკაშვილის რეჟიმისადმი დაპირისპირებულ ყველა ძალას ფაქტობრივი ხელისუფლება და მისი მას მედია ისტერიულად რუსეთის აგენტურას უწოდებდა და ყველგან „კრემლის ხელსა“ და „კრემლის აგენტურას“ ეძებდა...

საინტერესოა -- რატომ დაბრმავდა ეს ავტორი იმგვარად, რომ განიხილავს რა საქართველოს იმ პერიოდს, როდესაც იგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო -- სრულიადაც ვერ ხედავს ანალიზისას კა-გე-ბე-ს, კომპარტიის ნომენკლატურა და სხვა იმ პერიოდისათვის ყოვლისშემძლე ორგანიზაციებსა და მათს ქმედებებს, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩანერგილი ათობით ათასი აგენტის საქმიანობას?

 გვ. 1      გადასვლა გვ.-ზე:   [1]  2   3   4   5 
© ბესარიონ გუგუშვილი