სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 21, სულ: 23  შემდეგი > 
გამსახურდიამ დააგვიანა, შეაფერხა პრივატიზება და ამითი დაღუპა საქართველოს ეკონომიკა - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 6/13/2008

საქმე # 7492801 - ბრალდება:
გამსახურდიამ დააგვიანა, შეაფერხა პრივატიზება და ამითი დაღუპა საქართველოს ეკონომიკა

საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში

ეროვნული ხელისუფლებს დამყარებისას (1990 წლის ნოემბერი) პრივატიზების პროცესისათვის აცილებელი საკანონმდებლო ბაზა არ არებობდა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ერთ-რთი რესპუბლიკა იყო. ამდენად -- პრივატიზების პროცესის დაწყებისათვის აუცილებლი და სავალდებულო იყო საქართველოსა და სსრკ შორის ქონების (ფაბრიკა-ქარხნები, აღაზიები და სხვა) გამიჯვნა, რასაც სსრკ ცენტრი არ ახორციელებდა. ასეთი გამიჯვნის გარეშე ი -- ნებისმიერი ქოების დაპრივატება საქართვეოს მიერ წინააღმდეგობაში მოდიოდა სსრკ კანონმდებლობასთან და შესაძლოა მჰყოლოდა სსრკ „სამართალდაცავი და ძლოვანი“ სრუქტურების მხრივ რეპრესიები -- როგორც მთლიანად საქართველო მმარპ, არეთვე -- დაპრივატებაში ჩაბმული კერძო მოქალაქეების მიმართ. პრივატიზებას იუიდიულ საფუძველს უსუსტებდა აგრეთვე ის ფაქტორები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და მოქალაქეობა. მარამ -- საქართველოში დაწყებული იყო ინტენსიური მზადება პრივატიზების პროცესისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნისათვს და დაიწყო საცდელი პრივატიზება გამოცდილების მიღების მიზნით.

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესიამ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ" -- რამაც მყარი იურიდული საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ რეფორმაბს.

1991 წლის 26 მაისს სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების დაწყების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" და სხვა.

1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.


პრივატიზების პრაქტიკული პროცესი

დეტალურ ინფორმაციას ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებში პრივატიზების პროცესზე იძლევა „მსოფლიო ბანკის“ - „პრივატიზების მონაცემთა ბაზა“.
http://rru.worldbank.org/Privatization/

მის შესაბამისად პირველი საცდელი პრივატიზებები ისეთმა მოწინავე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის“ კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჩაატარეს:

ესტონეთი 1992 - „Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
ლატვია 1992 - „Manufacturing & Services Aldaris“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - ლუდის კომბინატი - შემდგომი აქტები მხოლოდ 1994 წელს)
ლიტვა 1992 - „Manufacturing & Services Hotel Meguva“ (სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1 სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)

ბალტიის სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში: 6 მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას (ისევე, როგორც სხვებს) პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა ჰქონიათ!

საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (ამაჩაბლოში სსრკ მიერ გაჩაღებული ომის, კატასტროფული მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის“ პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო. „სამწუხაროდ“ ანუ სპეციალურად „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს მონაცემთა ბაზაში მაღაზია „გოლიათის“ 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით დაპრივატება არაა დაფიქსირებული - რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრივატიზების პირველ აქტს წარმოადგენდა - ანუ მიჩქმალულია საქართველოს პიონერული როლი!

ამას გარდა, ჯერ კიდევ 1991 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა ფარძთომასშატაბოვანი პრივატიზაციული ხასიათის ეკონომიკურ რეფორმა საქართველოს კინემატოგრაფიულ მრეწვწლობაში -- როდესაც სახელმწიფო კინოკორპორაციის შიგნით შეიქმნა რამდენიმე კერძო-პრივატული საწარმო, რომლებსაც პრივატულ საწყისებზე გადაეცათ შესაამისი საწარმოო სიმძლვრეები და ფინანსური რესურსები.

დასკვნა:
საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა ყველა სხვა რესპუბლიკებს პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც რეფორმების ყველა სხვა მიმართულებაში).


ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო

საკვანძო სიტყვები: კინემატოგრაფი, კინომრეწველობა, მაღაზია „გოლიათი“, პრივატიზება

ასოცირებული პუბლიკაციები::
• ეროვნული ხელისუფლების „ომი“ ქართულ კინემატოგრაფთან - კატეხიზმო »
© ბესარიონ გუგუშვილი