სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 32, სულ: 40  შემდეგი > 
ლატავრა ფოჩიანის ოჯახის დარბევა
ავტ.: შავლეგო : 5/25/2005

ლატავრა ფოჩიანი - ქართული ცეკვის დედოფალი.

დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1957 წელს თბილისის 1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1963-1965 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფ. თოხლიაურის მედპუნქტის გამგე-ექიმად. 1967-1988 წწ მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკის ინსტიტუტში ფიზიოლოგის სპეციალობით. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, რომელსაც ჯერ ხელოვნების დამსახურებული მუშაკი ანტონ ჩიხლაძე, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტი - რუბენ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდა. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი ანსამბლის სოლისტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბუხუტი დარახველიძე. ხსენებულ ანსაბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ფესტივალებში და ანსამბლის სოლისტებთან ერთად დაიმსახურა ამ ფესტივალების ლაურიატის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა ბალერინა.

შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი, გამდიდრდა და დაიხვეწა მისი საშემსრულებლო რეპერტუარის ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებანი. ასრულებდა შემდეგ სოლო პარტიებს: "ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის სოლო პარტია ("ქაჯეტის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხის ტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით". შესრულებული აქვს ქართული ხალხური ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა პარტია. ლატავრა ფოჩიანის სოლო პარტიები გადაღებულია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა).

ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები. ამჟამად ქალბატონი ლატავრა რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერია.


ლატავრა ფოჩიანი. ნახატი ესმა ონიანისა

 

ტერორი, მუქარა, დაშინება

აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნატონ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, გრანდიოზულ საპროტესტო მანიფესტაციებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ.  მანიფესტაციებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან იყვნენ. ვიცოდი რა, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დარბევა - დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა.

ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება... მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ.

საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ტერორის სხვა საშუალებებს მიმართეს.

ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანი პირები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მოტივით უსანქციოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი მეთოდებით მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო.

ლატავრა ფოჩიანი
წიგნიდან „მე ვადანაშაულებ“,
თბ., 2001, გვ. 514

 


საკვანძო სიტყვები: ნინა კვირიკაშვილი, ლატავრა ფოჩიანი
© ბესარიონ გუგუშვილი