სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 8, სულ: 23  შემდეგი > 
„აპარტეიდი“ აფხაზეთის უზენაეს საბჭოში - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 12/18/2006

ზოგი ანტიეროვნულად განწყობილი პირი ეროვნული ხელისუფლების შეცდომად აცხადებს იმას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დაწესებული იქნა ქვოტები ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით და აფხაზებს რიცხვობრივი უპირატესობა მიეცათ ქართველებთან შედარებით - ამას დამცინავად „ქართველების აპარტეიდს“ უწოდებენ.

ამ საკითხის განხილვისას გასათვალიწინებელია შემდეგი:

დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოს შესაჩერებლად, კრემლის მიერ ხდებოდა ოსი და აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა როგორც "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში" ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც, ამიტომ ეროვნული ხელისუფლება დიდი ყურადღებითა და გაგებით ეკიდებოდა აფხაზი ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს, არ აძლევდა ექსტრემისტულ ძალებს საშუალებას ბრალი დაედოთ ეროვნული ხელისუფლებისათვის აფხაზების შევიწროებაში.

ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზება და ნორმალიზება - მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის 28 აფხაზი ეროვნების, 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზური დეპუტაციის წარმომადგენელი, მისი პირველი მოადგილე - ქართული დეპუტაციის; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ქართველი და, რაც მთავარია, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა ნაკლებმნიშვნელოვანი - საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი.

ამრიგად - მხოლოდ საპროცედურო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდა ხმათა 50+1 % -ით. დანარჩენში აბფაზურ და მასთან ალიანში მყოფ არაქართულ დეპუტაციას სჭირდებოდა 2/3. აფხაზეთის უზენაეს საბჭოში 100% დასწრებაც რომ ჰქონოდათ აფხაზურ და არაქართულ დეპუტაციას, 57%-ზე მეტი მაინც ვერ გროვდებოდნენ. ამიტომ აფხაზური და არაქართული დეპუტაცია იმ შემთხვევაშიც კი - თუ ქართულის წინააღმდეგ პრინციპულად დაირაზმებოდა 2/3 - ს მაინც ვერ შეაგროვებდა.

ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა კრემლის მიერ გამწვავებული აფხაზური პრობლემის მოგვარება - პოლიტიკურ პროცესში.

აფხაზეთის ზემოთმითითებული წესით დაკომპლექტებული უზენაესი საბჭო არ გამხდარა საქართველოსათვის რაიმე პრობლემის წყარო - არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ რაიმე ზიანი მოუტანა საქართველოს ინტერესებს. პირიქით - ეს გახდა აფხაზეთში შედარებითი სტაბილიურობის მტკიცე საფუძველი.

პირიქით - ენტიეროვნული ძალების მიერ მოწყობილი პუტჩის შემდგომაც კი (არაფერი რომ ვთქვათ პუტჩისწინა პერიოდზე) აფხაზეთი და კერძოდ სოხუმი ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერთა ძირითადი თავშესაფარი გახდა და ანტიეროვნული ძალები სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებულნი აფხაზეთში საომარი მოქმედებები წამოეწყოთ.

საყურადღებო:
ანტიეროვნული ძალების პუტჩის შემდგომ, როდესაც საქართველოში ხელისულება ხელთ ჩაიგდო კრიმინალურმა „სამხედრო საბჭომ“ - მან გააუქმა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და სანაცვლოდ შემოიღო საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია - რომელშიც არ არსებობდა აფხაზეთის ავტონომიის ცნება. ამ მოღალატურმა ნაბიჯმა კანონგარეშე დააყენა აფხაზეთის უზენაესი საბჭო და გახდა აფხაზეთში პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურესი დაძაბვისა და შემდგომ ომის დაწყების მიხეხი და საბაბი.

ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეთა
პერმანენტული, უწყვეტი საპროტესტო აქცია სოხუმში


აფხაზეთში ეს მხოლოდ ცრემლის ზღვის დასაწყისია

სოხუმში "შავლეგოს" სული ბორგავს


ვიდეოდოკუმენტი:
ზუგდიდის ოკუპაცია,
წინააღმდეგობის მოძრაობა აფხაზეთში,
მზადება აფხაზეთში "ომობანობისათვის"


საკითხის გაგრძელება...

საქართველოს ნეოპუტჩისტური, ანტიეროვნული ხელისუფლება კი გაცილებით მეტ უფლებებს სთავაზობს აფხაზ სეპარატისტებს საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობაში...

სააკაშვილი აფხაზეთის მიმართ ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის
სივილ ჯორჯია / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2008-03-28 19:22:13 
http://www.civil.ge/geo/article.php?id=17888

«”ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ვეტოს უფლებას ყველა იმ ცენტრალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ სტატუსს ან შეეხება მომავალში მათ კონსტიტუციურ სტატუსს, მათ კულტურის, ენის და ზოგადად ეთნიკური ჯგუფის გადარჩენის და განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან წინაპირობას. ჩვენ ვთავაზობთ ამაზე მათ ვეტოს უფლებას იმასთან ერთად, რომ მათ ექნებათ საქართველოს პარლამენტში და ყველა ორგანოში ექნებათ გარანტირებული წარმომადგენლობა,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის უჩვეულო ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ რომ ეს ნაბიჯი უახლოეს კვირებში გადავდგათ. თუ მოლაპარაკებები დაიწყება ხვალ, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები დავასრულოთ და კონსტიტუციური საკითხები ერთად გადავწყვიტოთ”.»

ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და აკრიტიკებენ იმისათვის, რომ მათ აფხაზებს აფხაზეთის პარლამენტში მისცეს გარანტირებული წამომადგენლობა და გარკვეული პრივილეგიები აფხაზეთის მთავრობაში...


 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზ და ოს მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართა 
29 აპრილი 2008 / 23:00   
http://www.president.gov.ge/?l=G&id=2597

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში გულისხმობს:

ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას აფხაზებისათვის, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებით ყველა საკონსტიტუციო საკითხზე ვეტოს უფლება;

გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში;

საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთისადმი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფართო ფედერალიზმი და შეუზღუდავი ავტონომია;

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო
© ბესარიონ გუგუშვილი