სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 26, სულ: 33  შემდეგი > 
კრიმინალური ინტელიგენცია
ავტ.: შავლეგო : 4/10/2006
 კრიმინალური ინტელიგენცია

From ვიკიპედია

საბჭოთა, კომუნისტური სისტემის მიერ შექმნილი პრივილეგირებული კასტა, საბჭოთა მმართველი კლასის ზედაფენა რომელიც არსებითწილად შედგებოდა ფორმალური კომუნისტური სახელმწიფო ნომენკლატურისაგან - შემოქმედებით-კულტურული, მეცნიერულ-ტექნიკური, კლერიკალური, სპორტული და სხვა კორუმპირებული ნომენკლატურებისაგან. კრიმინალური ინტელიგენციის პოლიტიკური მიზანი იყო „ნომენკლატურის რევანში“ - ანუ ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ყოფილი საბჭოთა მმართველი კლასის ხელისუფლებაში დაბრუნება დამოუკიდებელ საქართველოში. კრიმინალური ინტელიგენცია იმ ანტრიეროვნული, ანტიქართული ძალების (იხ. ეროვნული თანხმობის დეკლარაცია) ბირთვი გახდა, რომელთა მოღალატური პოლიტიკის შედეგად მაგალითად დაიკარგა აფხაზეთ და სამაჩაბლო. ტერმინი ეკუთვნის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.


გარეგანი ანტიეროვნული ძალების“ ანუ რუსეთის იმპერიალისტური და დასავლური ანტიეროვნული წრეების წაქეზებით კრიმინალური ინტელიგენცია გახდა 1991-1992 წლების კრიმინალური სამხედრო გადატრიალების მთავარი მაორგანიზებელი და წამმართველი ძალა - „ავტომატიანი ინტელიგენცია“ (ტერმინი ე.შევარდნაძისა).


კრიმინალური ინტელიგენცია წარმართავდა და ხშირად პირადად აქტიურად მონაწილეობდა მასობრივ რეპრესიებში საქართველოს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ.


კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შემდგომ კრიმინალურმა ინტელიგენციამ არათუ დაიბრუნა ადრინდელი პოლიტიკური გავლენა, არამედ და რაც მთავარია - შეიძინა დიდი ეკონომიკური გავლენა მტაცებლური პრივატიზებთ სახალხო ქონების ხელში ჩაგდებით. --ბპგ 12:42, 7 თებერვალი 2006 (UTC)

ლიტერატურა ვებში

საზოგადოებრივ ცნობიერებაში ასახვის მაგალითი

Леван Бердзенишвили:

...А грузинская интеллигенция - это худшее, что может придумать грузинская нация, к сожалению.

Тенгиз Гудава:

Вы сказали, что грузинская интеллигенция - это самое худшее, что можно придумать. Мне сразу вспоминается известное высказывание по этому поводу первого президента независимой Грузии Звиада Гамсахурдиа, который ввел в разговор такой странный, но порой весьма эффективный термин, как "криминальная интеллигенция"...

Леван Бердзенишвили:

...И отсюда идут мои уже не сомнения, а твердое мнение о непригодности грузинской интеллигенции, и о том, что молодые ребята, которые пытаются в неправительственных организациях помочь себе и стране займут эти места в национальном распределении ролей...

კრიმინალური ინტელიგენცია ხალხურ ცნობიერებაში

ეს ლექსი, ღმერთმა აცხონოს, ჩემი საყვარელი ქალის, ჩემი მეზობლის მოწოდებულია. მიტინგზე მის ახლობელს უბოძებია. ავტორის გვარი არ ვიცი (მომხმარებელი სონა - „ქართული კარიბჭის“ ფორუმები).

ვახუშტი კოტეტიშვილს!

კოტეტიშვილო ვახუშტი!
სალამს მაგიძღვნი მთიდანა.
გავიგე,თურმე ავტომატს,
ძილშიც არ იხსნი მხრიდანა.

რამ გამოგცვალა? ვაჟ იყავ,
მალ-მალ რად იცვლი საცვალსა.
ვინ იფიქრებდა ვახუშტი,
შენც მაისძებნიდი დაცვასა.

გევლო მთაში და ლექს გეთქვა,
გეტყოდით ბევრ ძველ ამბავსა,
ძმათა კვლას არ დაიწყებდი,
არ აჰყვებოდი ჯაბასა.

თენგიზ კიტოვანს რად დასდევ,
იმ ბლუსთან რა დაგეჩენია,
რით ვერ გაიგეთ, ქართველთა
ზვიად არს გადამრჩენია.

რადა გშურს კოტეტიშვილო
გამსახურდიას კაცობა.
ყველა ბოთლს შემოერგე და
მასზედ ვერ შესძელ დაცობა.

ტყვიაგაუმტარ გიხმობენ,
ვინ დაიჯერებს ამასა,
შენ თუ კაცობა შემოგრჩა,
თავი ანებე ჯაბასა.

ისევ შაუდექ კაცობას!
ამას ჩვენა გთხოვთ რიდითა,
თორემ ბოლომდე წახდები
გამსახურდიას შიშითა.

© ბესარიონ გუგუშვილი