სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება - ყველაზე მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში.
იხილეთ: სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება (მოკლე ისტორია)
გია ტეტელაშვილი,
პუტჩის პირველი მსხვერპლი - 1991 წლის 2 სექტემბერს ჭანტურიას არაკაცებმა დახვრიტეს მთავრობის სასახლის წინ
არკადი მარკოზია,
უზენაესი საბჭოს დეპუტატი - აფხაზეთის საზოგადოების თავმჯდომარე, დახვრიტეს პუტჩის პირველსავე დღეს 1991 წლის 22 დეკემბერს
არჩილ (აჩიკო) რამიშვილი,
გამგეობის წევრი - დახვრიტეს მთავრობის სასახლის წინ 1991 წლის 22 დეკემბერს, მაშინ როდესაც დაჭრილს ეხმარებოდა
ციცინო ქევხიშვილი,
დახვრიტეს მთავრობის სასახლის წინ - 1991 წლის 22 დეკემბერს დილით
ემზარ ლომთაძე,
დახვრიტეს 1992 წლის იანვარში
ლევან თაქთაქიშვილი,
დახვრიტეს 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან
ნუგზარ (მალხაზ) ღვინიაშვილი,
დახვრიტეს მიტინგზე 1992 წლის დასაწყისში
ვალერი ყაველაშვილი,
დახვრიტეს მიტინგზე
მარიამ გერაძე,
პოლიტპატიმრის ირაკლი დოკვაძის ცოლისდა, დაიღუპა საპროტესტო აქციაზე