სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 20, სულ: 33  შემდეგი > 
რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 4)
ავტ.: შავლეგო : 9/3/2004

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ვკითხულობთ: „მანვე, 1991 წლის 19 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, განზრახ, პირადი მოტივით, ქ.მოსკოვში დამნაშავეთა მიერ ორგანიზებული "განსაკუთრებული მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის" (გკჩპ) ხელმძღვანელობის მოთხოვნით, საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლის და 1214 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განზრახ, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებების უგულებელყოფით, ერთპიროვნულად გამოსცა უკანონო ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, განუსაზღვრა მას მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის სტატუსი, რითაც, ფაქტობრივად, გააუქმა იგი და აღნიშნულით არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს, მის თავდაცვისუნარიანობას. ხსენებულს მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი - ეროვნული გვარდიის ნაწილის დაუმორჩილებლობა, რამაც განაპირობა რესპუბლიკაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დესტაბილიზაცია.“

არაკაც კინორეჟსიორს არ ძალუძს აუაროს გვერდი ამ პროვოკაციულ საკითხსაც - მისი გული სისხლით იცლება იმის გამო, რომ: „თენგიზ კიტოვანმა ვერ მოასწრო გენერლის ფორმის მიზომება“...

  • პუტჩის იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა და განმტკიცება - კრიმინალური ინტელიგენციის სწორედ ასეთმა სტიმულირებამ და წაქეზებამ შეაცდინა ეს საცოდავები, რომლებიც შემდეგ სანაგვეზე გადაჰყარეს...


    სიმპატიური, დაჩაგრული კიტოვანი - მან ხომ გენერლის ფორმის მორგება ვერ მოასწრო - იოსელიანის აზრით ეს სავსებით საკმარისი მოტივია, რომ კიტოვანმა პუტჩი დაიწყოს...

    ვიდეო: ეს დაჩაგრული, სიმპატიური კიტოვანი...


 

რეჟისორ იოსელიანის არაკაცობის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტი:
ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა
(გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 10 ივლისი - 15 აგვისტო, 2004 წელი)

შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის ნაწილში ზვიად გამსახურდიას ბრალდება ასევე ეყრდნობოდა მხოლოდ აკაკი ასათიანის ჩვენებას. 1990 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი რესპუბლიკის შინაგანი ჯარებისა და ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. ამ კანონის მიღება განპირობებული იყო იმით, რომ ქვეყანა, რომელიც დაადგა დამოუკიდებლობის გზას, აუცილებლობით საჭიროებდა ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარის შექმნას, რომელიც დაიცავდა ტერიტორიულ მთლიანობას, სამშობლოს ინტერესებს და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს.

1991 წლის აპრილში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა. საჭირო ფორმირებების შექმნის, ცვლილებების შეტანის პრეროგატივა კონსტიტუციით მხოლოდ უზენაეს საბჭოს გააჩნდა.

1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, რესპუბლიკებში მოქმედი ფორმირებები სასწრაფოდ უნდა დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ განადგურდებოდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვიდან ჩამოსული იყვნენ არმიის გენერალი ჟურავლოვი და სხვა სამხედრო პირები. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა იყო და პრეზიდენტს არ შეეძლო ამის გაკეთება. გვარდიის დაუმორჩილებლობა გამოიწვია სარდლის თ. კიტოვანის განთავისუფლებამ. 1991 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა განეხილა სესიას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი იმ მოტივით, რომ ვითარება იყო დაძაბული.

ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარის რეორგანიზაცია შექმნილი მდგომარეობით - 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩით და, შესაბამისად, რეალური საფრთხით იყო გამოწვეული, რასაც თვითონვე არ უარყოფს თავის ჩვენებაში უზენაესი საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ა. ასათიანი.

ტ. 263. ს. ფ. 119-124.

ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარის რეორგანიზაციის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა დადასტურებულია ასევე ამ საკითხზე მოწმის სახით დაკითხული ეროვნული გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსის როზლანდ ლაკიას ჩვენებით, რომლის მიხედვით, ვინაიდან საქართველო ჯერ კიდევ შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და არ შეიძლებოდა დამოუკიდებელი საჯარისო ფორმირებების შექმნა, 1990 წლის 20 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნა შინაგანი ჯარი, რომელსაც პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად ასევე დაერქვა ეროვნული გვარდია. 1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან დაკავშირებით შეიქმნა ეროვნული გვარდიის განადგურების საშიშროება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმავე წლის 19 აგვისტოს გამოსცა ბრძანებულება შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. აღნიშნული რეორგანიზაცია, ფაქტობრივად, არაფერს ცვლიდა და მიმართული იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან სისხლისღვრის თავიდან აცილებისაკენ. თენგიზ კიტოვანმა ისარგებლა ამ ბრძანებულების მისთვის მიუღებლობით და გვარდიის ნაწილები გაიყვანა რკონის ხეობაში, საიდანაც დაიწყო კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნების წამოყენება. 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება თ. კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რის შემდეგ ეს უკანასკნელი საბოლოოდ შეუერთდა ოპოზიციურ ძალებს.

ტ. 103, ს.ფ. 100-109, 125-131, 134-140, 144-178.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია ერთიანდებოდა მთავარ სამმართველოში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და მას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ამ კანონის მიხედვით, შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის სარდალს ნიშნავდა უზენაესი საბჭო.

1991 წლის თებერვალში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის განახლებული ვარიანტი, სადაც უმაღლეს საბჭოს განესაზღვრა თავისი უფლებამოსილებები და შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. განახლებული კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული უზენაესი საბჭოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის დანიშვნა ან გათავისუფლება, ხოლო ამ ცვლილებებით კონსტიტუციის 1214 მუხლის მე-14 ქვეპუნქტმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ცნო საჯარისო ფორმირებების უმაღლეს მთავარსარდლად. მე-15, მე-16, მე-17 ქვეპუნქტების მიხედვით, პრეზიდენტი განსაზღვრავდა სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა რიცხვს, ანიჭებდა სამხედრო წოდებებს, ნიშნავდა თანამდებობაზე სარდლებს და გენერლებს. ამდენად, 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით შექმნილი შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია დაექვემდებარა პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს და 1991 წლის 26 აგვისტომდე დარჩა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად.
 
1991 წლის 19 აგვისტოს, მოსკოვის პუტჩთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გამოცემული იქნა # 526 ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რისი უფლებაც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გააჩნდა, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს. ამ ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს - ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და რადგან პუტჩთან დაკავშირებით იყო საშიშროება ყოველგვარი ეროვნული შეიარაღებული ძალების უკანონოდ გამოცხადებისა და განადგურებისა, მათ ამოცანად განესაზღვრათ ორგანიზებულ და განსაკუთრებით საშიშ დანაშაულთან ბრძოლა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 23 აგვისტოს # 535 ბრძანებულებით თენგიზ კიტოვანი განთავისუფლებულ იქნა ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან, თვით თანამდებობა კი გაუქმდა. გვარდიის ხელმძღვანელობა კანონის შესაბამისად დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამის შემდეგ, 1991 წლის სექტემბერში, შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როზლანდ ლაკია.

ტ. 109, ს.ფ. 2-3, 6-7, 8, 14, 17, 58-59, 68, 166-167;
ტ. 110, ს.ფ. 28-29,47, 197-198.

ამრიგად, პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ საქართველოს კონსტიტუციის 104-ე და 1214 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რითაც გვარდია გადაარჩინა განადგურებას. რაც შეეხება ხსენებული რეორგანიზაციისათვის უზენაესი საბჭოს თანხმობას - 1991 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საჭირო არ იყო, თან ზვიად გამსახურდია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.

ამასთან, როგორც კი მოსკოვის პუტჩის ხელმძღვანელები დამარცხდნენ და დაპატიმრებულ იქნენ და საშიშროებამ განვლო, უმალვე, 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

ტ. 109, ს. ფ. 4-5

ამრიგად, მიმოხილული და გაანალიზებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ შესაბამის მტკიცებულებათა გარეშე ზვიად გამსახურდიას უსაფუძვლოდ შეერაცხა ანტიკონსტიტუციური ქმედებების ჩადენა თანამდევი მძიმე შედეგებით, რის გამოც ხსენებულ ეპიზოდში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს წარმოებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;


 

 

1990 წლის 20 დეკემბერი -- გვარიის შექმნა

საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

    1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;

    2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

    3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.


კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.

 

1991 წლის აპრილი - უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის შექმნა

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა.
გვჭირდება: კონსტიტუციის შესაბამისი ტექსტი

 

1990 წლის 19 აგვისტო -- გვარდიის რეორგანიზაცია

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 526 შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
გვჭირდება: ბრძანებულების ტექსტი

 

1991 წლის 23 აგვისტო -  გვარდიის სარდლის განთავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 535 თ.კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
გვჭირდება: ბრძანებულების ტექსტი

 

1991 წლის 26 აგვისტო -- თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
გვჭირდება: ბრძანებულების ნომერი და ტექსტი

 

1991 წლის 26 აგვისტო -- ეროვნული გვარდიის სტატუსის შეცვლა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
გვჭირდება: ბრძანებულების ნომერი და ტექსტი

 

1991 წლის სექტემბერი -- ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შექმნა

შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როზლანდ ლაკია.
გვჭირდება: ბრძანებულების დასახელება, თარიღი, ნომერი და ტექსტი

 


 

 

კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

 


საკვანძო სიტყვები: ეროვნული გვარდია

ასოცირებული პუბლიკაციები::
• ეროვნული გვარდიის შექმნა, განვითარება და დასასრული »
• Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი »
• გველური ტელევიზიის „რუსთავი 2“ ფილმი „ჩაკეტილი წრე (თბილისის ომი)“ »
© ბესარიონ გუგუშვილი